Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
საყოველთაო შერიგების საკითხზე საქართველოს პრეზიდენტი რეგიონებში შეხვედრებს გამართავს
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ქვეყანაში შერიგების აუცილებლობასა და ამ პროცესში მის როლზე. ამ საკითხზე მან რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან, დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ეს პროცესი იქნება გრძელი და რთული.

"გრძელი, რთული პროცესია, არავინ არ იფიქროს, რომ 2 დღეში და 2 თვეში დავდებთ რაღაცა ახალ მიშელის დოკუმენტს, ეს არ არის ამის მიზანი. მიზანია, გავიგოთ, რა იყო ჩვენი წარსული, რა იყო ამ წარსულში ისეთი რაღაცები, რაც უნდა გამოსწორდეს იმისთვის, რომ ის, რაც მოხდა, არასოდეს განმეორდეს.ეს რთულია, ეს არის პროცესი, რომელშიც მთლიანად საზოგადოება უნდა იყოს ჩართული, ეს არ არის პროცესი მართული პოლიტიკური პარტიების მიერ და როცა ვამბობთ საზოგადოება, პირველ რიგში რეგიონებიც უნდა იყვნენ ჩართულები იმავე დონეზე და იმისთვის, რომ ეს პროცესის გამჭვირვალეობა იყოს ბოლომდე მიტანილი საზოგადოებამდე, მე ვაპირებ, რომ რეგიონებში გავმართო შეხვედრები", – თქვა ზურაბიშვილმა.

შერიგების საკითხი აქტუალური კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა, რაც 10 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, "საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ".

ამ ინიციატივის შესახებ ზურაბიშვილმა "France 24"-თან ინტერვიუშიც ისაუბრა, რომლის თარგმანს რადიო თავისუფლება აქვეყნებს: "მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ავიღე ვალდებულება და ეს არ არის მთავრობის ვალდებულება, ეს ჩემია, ეს არის შერიგების, სიმართლისა და სამართლიანობის პროცესის დაწყება, ეს ის გზაა, რომელიც რამდენიმე ქვეყანამ ადრე გაიარა და რომელიც, ჩემი აზრით, დღეს აბსოლუტურად არსებითია საქართველოსთვის, ყველა იმ პერსპექტივისთვის, რისი ღიაობის დანახვაც მას სურს, მათ შორის ევროპისაც", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუს დროს, რომლის ფრაგმენტსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.​

 

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020