Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოსიკო ტლაშაძეს ოპერაცია თურქეთის კლინიკაში ჩაუტარდება
პატარა სოსო ტლაშაძე საიმედო ექიმების ხელშია - გვითხრა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა თამარ მურალოვმა, რომლის ხელშეწყობით ანრი ტლაშაძის შვილი ამჟამად თურქეთის კლინიკაში იმყოფება.

თამარ მურალოვას ინფორმაციით, სოსიკო ტლაშაძეს ოპერაციას მსოფლიოში განთქმული ექიმი ჩაუტარებს. პროგნოზებიც საიმედოა. ბავშვს თავის ტვინში, ყურის ანთების შემდეგ, აბსცესი (ჩირქგროვა) განუვითარდა.

ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ბავშვის ბებიამ, რომელიც სოფელ სათემოში ცხოვრობს, თამარ მურალოვას ორი კვირის წინ, მიაკითხა და თავისი პრობლემების შესახებ უამბო. მამა და ბებია უიმედოდ იყვნენ.

,,ეს ისეთი ოჯახია, რომ არავის არაფერზე შეაწუხებენ, მორიდებულები. ყველაფერი გავაკეთეთ ამ მოკლე დროში, რომ ბავშვი დროულად გაგვეგზავნა თურქეთში.'' - ამბობს თამარ მურალოვი.

როგორც ირკვევა, ბავშვს ყურის ანთება 3 თვის წინ დაემართა. შემდეგ გაურთულდა და თბილისში იაშვილის კლინიკაში დააწვინეს. თავდაპირველად, მკურნალობა სიმპტომების მიხედვით ტარდებოდა, თუმცა სასურველი შედეგი არ ჩანდა.

,,დიდი ხნის განმავლობაში დიაგნოზს ვერ უდგენდნენ, ბოლოს გაირკვა, რომ აბსცესი განვითარდა. თვითონ იაშვილის კლინიკაში გადაწყვიტეს ექიმებმა, რომ აუცილებელი იყო ბავშვის გაგზავნა თურქეთის კლინიკაში, სადაც შესაბამისი სპეციალისტები მუშაობენ.'' - ამბობს თამარ მურალოვა.

თანხაც გამოითვალეს და აღმოჩნდა, რომ ოპერაციასა და მკურნალობას 28 000 დოლარი სჭირდებოდა.

ამის შემდეგ ოჯახის წევრები იძულებულნი გახდნენ თამარ მურალოვისთვის მიემართათ, რადგან არ იცოდნენ, თუ რა პროგრამები არსებობს ასეთ რთულ შემთხვევის დროს სახელმწიფოს მხრიდან. მოხდა ისე, რომ ბავშვისთვის თანხა ბიუჯეტიდან გამოიყო, როგორც 2021 წლის, ასევე უკვე 2022 წლის პროგრამის ფარგლებში.

მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს სახელმწიფო დაეხმარა, აღმოჩნდა, რომ ეს დახმარებაც არაა საკმარისი. 5 იანვარს ბავშვის მამამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი:

,,ეხლა უტარდება ოპერაცია იმ აბსეცსზე, რომელიც ახლოსა ტვინთან და საზიანოა სიცოცხლისთვის. ამ ეტაპზე რამოდენიმეს ერთად ამოღება ერთ ოპერაციაზე შეუძლებელია. ჯერ ამ ეერთიდან უნდა მოახდინონ პათოლოგიის დადგენა, ზუსტი დიაგნოზის დასმა. ჯერ არ ვიცით რას უნდა ველოდოთ. ამ ერთი ოპერაციის თანხა არის 28000 დოლარი, მაგრამ კეთილი ხალხის თანადგომით საქართველოდან ფასდაკლებით გვიკეთებენ 25000 დოლარად. მადლობა ყველას განსაკუთრებით ერთ ქალბატონს, რომელიც სულ ჩვენს გვერდით არის, შემდეგ არ ვიცით, რა იქნება. თანხაც მეტი აღარ გვაქვს.'' - წერს მამა, ანრი ტლაშაძე.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულია საბანკო მონაცემები, სადაც დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვის შესაძლებლობა აქვთ.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020