Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
ჯავის რაიონიდან დევნილსა და წარჩინებულ სტუდენტს კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდია გადასცეს
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან წარჩინებულ სტუდენტს, კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდია და შესაბამისი სერთიფიკატი გადასცეს. თსუ-ს ოსური ენის ცენტრის დირექტორმა ნაირა ბეპიევმა კი საკუთარი წიგნი აჩუქა.

2021 წლის სტიპენდიანტი გახდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ანა ბარბაქაძე. სტიპენდიანტმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ჯავის რაიონის სოფელ სინაგურის საშუალო სკოლა დაამთავრა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა. ანა ბარბაქაძე სტიპენდიის სახით ოთხი სასწავლო წლის მანძილზე 300 ლარს ყოველთვიურად მიიღებს.

კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიები 2018 წლიდან სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დაარსდა და განკუთვნილია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ.

„კოსტა ხეთაგუროვის სტიპენდიებით დაჯილდოების მთავარი მიზანი იმ ახალგაზრდების თანადგომა და მხარდაჭერაა, რომელთაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განსაკუთრებულად რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება, რომელთაც სურთ, რომ დაეუფლონ ხარისხიან უმაღლეს განათლებას და საუკეთესო შედეგი აჩვენონ ეროვნულ გამოცდებზე. სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის როლის გაზრდა და ზოგადად ახალგაზრდების გაძლიერება ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ჩვენ გვჯერა, რომ მეტი განათლებით, მეტი განვითარებით, სამშვიდობო ინიციატივების წარმატებული განხორციელებით და უფრო კონკრეტული მიზანმიმართული ნაბიჯებით, ჩვენ აუცილებლად დავძლევთ მავთულხლართებით აღმართულ ბარიერებს და მივაღწევთ გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობას და შერიგებას. კიდევ ერთხელ ვულოცავ ანა ბარბაქაძეს, რომელიც წელს ერთადერთია, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო და წარმატებებს ვუსურვებ მას“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020