Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
ერგნეთში მსახიობმა ვეფხია კასრაძემ გათბობის მიზნით ვაშლის ბაღი გაჩეხა
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ერგნეთში ვეფხია კასრაძემ საკუთარ ნაკვეთში ვაშლის ხეები დააჭრა. ამის მიზეზად მან ის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა დაასახელა, რომელიც ამჟამად სოფელშია.

კასრაძე აცხადებს, რომ წლევანდელ ზამთრის სეზონზე მოსახლეობას ბუნებრივი აირის ვაუჩერები არ დაურიგეს, შესაბამისად, ხალხს ზამთრის პერიოდში გასათბობად შეშა დასჭირდა:

,,როცა ვაშლის ხეების დაჭრა დავიწყე, პირველ სამ დღეს წელები მეწვოდა. ხედავ, რომ შენს ნაწვალებ ნარგავებს ჩეხავ. ეს ძალიან მძიმეა'' - ამბობს ვეფხია კასრაძე.

იგი ცხინვალის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. წარმოშობით ცხინვალიდანაა. თუმცა, ცხოვრება რუსთავში უწევს. ბოლო პერიოდში, გადაწყვიტა სოფლის მეურნეობისთვის მიეყო ხელი. როგორც ვეფხია აღნიშნავს, დაუბალანსებელი პოლიტიკის გამო, ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ, ვაშლის რეალიზაციას ვერ ახდენს.

გასულ წელს, ვეფხია კასრაძემ პოლიტიკაში წასვლაც გადაწყვიტა. ის მოძრაობა ,,ლელოს'' შეუერთდა.



სოფელ ერგნეთში ბუნებრივი აირი 2015 წელს შეიყვანეს. სულ იმ პერიოდში სახელმწიფო პროექტის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირდა გამყოფ ხაზთან მდებარე 33 სოფელი.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების გაზიფიცირების სახელმწიფო პროექტი 2014 წელს დაიწყო. პროექტის განსახორციელებლად სახელწმიფო ბიუჯეტიდან 19 მლნ ლარი გამოიყო.

ვაშლის ექსპორტი:

2021 წლის 11 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 7.4 მლნ დოლარის ღირებულების 14 757 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ექსპორტირებული პროდუქტის ღირებულება 87.3%-ით მეტია, ხოლო მოცულობა გასული წლის მაჩვენებელს 69.3%-ით აღემატება. ვაშლის ექსპორტი არამხოლოდ გასული წლის, არამედ 2019 წლის ექსპორტის მაჩვენებელსაც აღემატება. (2020 წელი - 3.9 მლნ დოლარი, 8 714 ტონა; 2019 წელი - 4.5 მლნ დოლარი, 11 264 ტონა).

ვაშლის მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, სწორედ ამ ბაზარზე გადის პროდუქტის ძირითადი ნაწილი. ქვეყნების ჩამონათვალი კი ასეთია:

1. რუსეთი - 7.2 მლნ დოლარი, 14 282 ტონა;
2. სომხეთი - 149.2 ათასი დოლარი, 119 ტონა;
3. თურქმენეთი - 27.2 ათასი დოლარი, 45.9 ტონა;
4. მოლდოვა - 20.6 ათასი დოლარი, 61.8 ტონა;
5. უკრაინა - 11.7 ათასი დოლარი, 39 ტონა.

ვაშლის მცირე მოცულობები ჰონ-კონგსა (0.8 ათასი დოლარი, 0.3 ტონა) და სინგაპურში (0.7 ათასი დოლარი, 0.2 ტონა).

ამავე პერიოდში ქვეყანამ სხვადასხვა ბაზრიდან 1.4 მლნ დოლარის ღირებულები 4 141 ტონა ვაშლი იყიდა. საიმპორტო ქვეყნებს შორის კი თურქეთი (1 მლნ დოლარი, 3 431 ტონა); ნიდერლანდები (123 ათასი დოლარი, 72.7 ტონა); ირანი (93.7 ათასი დოლარი, 313.6 ტონა); უკრაინა (48 ათასი დოლარი, 158.6 ტონა); ეგვიპტე (27.8 ათასი დოლარი, 43.6 ტონა); პოლონეთი (25.2 ათასი დოლარი, 59.4 ტონა) და აზერბაიჯანია (19.5 ათასი დოლარი, 59.2 ტონა).
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020