Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
ზემო ნიქოზის სკოლაში საპირფარეშოს რეაბილიტაცია 2 წელია მიმდინარეობს
ზემო ნიქოზის სკოლაში საპირფარეშოს რეაბილიტაცია 2 წელია მიმდინარეობს. ამის გამო ინდმეწარმე ლევან ნადირაძე შავ სიაში შეიყვანეს.

გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ცნობით, სამუშაოები 2020 წლის ზაფხულში დაიწყო და იმავე წელს უნდა დამთავრებულიყო. პროექტის ღირებულება 60 000 ლარი იყო.

დღევანდელი მდგომარეობით, როგორც ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები მოხსენებით ბარათში აღნიშნავენ, კომპანიამ არ შეასრულა დაახლოებით 15 ათას ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოები.

საბოლოოდ, გორის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მოთხოვნით, ინდმეწარმე 2022 წლის 12 იანვარს შავ სიაში შეიყვანეს.

სკოლების რეაბილიტაციის პროცესში ინდმეწარმე ლევან ნადირაძე მეორე ყველაზე დიდი კონტრაქტორი იყო გორის მერიისთვის - ,,ზუკამშენის'' შემდეგ. ლევან ნადირაძე ინდმეწარმედ 2004 წელს დარეგისტრირდა და საქმიანობა სასურსათო მაღაზიით დაიწყო.

გორის მერიამ პანდემიის პერიოდში 1-ელი ხელშეკრულება მასთან 2020 წლის 17 აგვისტოს გააფორმა. ნადირაძეს ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის ტუალეტები უნდა გაერემონტებინა. ინდმეწარმემ დაიქირავა მუშები და შეუდგა საქმიანობას, თუმცა სამუშაოები დათქმულ დროს, 45 დღეში, 30 ნოემბერს ვერ დაასრულა. ვადა თითქმის 10-ჯერ გადაუწიეს.

ლევან ნადირაძემ გორის მერის ზედამხედველობის უფროსს, ზვიად ანესაშვილს აცნობა, რომ მუშა-ხელი არ ჰყოფნიდა. ამ შინაარსის წერილი ზედამხედველობის სამსახურის უფროსს კიდევ 2-ჯერ გაუგზავნა. გარდა ზემო ნიქოზისა, ლევან ნადირაძე ვერ ასრულებდა დაკვეთას სათემოსა და ხურვალეთში.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020