Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
ანტიკორუფციული სააგენტო გორის კულტურის ცენტრში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს
ანტიკორუფციული სააგენტო გორის კულტურის ცენტრში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრეს-სამსახური ადასტურებს.

პრეს-სამსახური საგამოძიებო მოქმედებების დეტალებზე არ საუბრობს. 2022 წლის 1 თებერვალს კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, კრიპტოვალუტის საამქრო ნახეს. ამოიღეს კომპიუტერები, რომლებიც ბიტკოინებზე მუშაობდა.

ბიტკოინების მწარმოებელ საამქროს დიდი რაოდენობით ელექტროენერგია ჭირდება, რომლის საფასური ბიუჯეტიდან დაიფარა.

,,ვის ეკუთვნოდა და ვის სასარგებლოდ მუშაობდა ეს ქარხანა"" - გორის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ არ იცის, თუმცა მისი აზრით,ამ პროცესში ბევრი ადამიანი იქნებოდა ჩართული.

ამ ფაქტის გარშემო გიორგი ქვათაძის სახელი ფიგურირებს, რომელიც გორის კულტურის ცენტრის ყოფილი დირექტორის, გელა კაპანაძის მოადგილედ მუშაობდა.

გელა კაპანაძე ცენტრის დირექტორად დაინიშნა 2019 წლის ივნისში. მანამდე დირექტორის მოვალეობას ასრულებდა გიორგი ქვათაძე. ქვათაძე მოადგილედ მუშაობდა ყოფილი დირექტორის, მომღერალ გიორგი ნადიბაიძის პერიოდშიც. ქვათაძე კულტურის ცენტრში მუშაობდა მანამდეც, ვიდრე გიორგი ნადიბაიძე დაინიშნებოდა.

გორის კულტურის ცენტრი ფინანსდება გორის ბიუჯეტიდან. დაახლოებით 2 მლნ ლარია გამოყოფილი როგორც ცენტრის თანამშრომლებისთვის, ასევე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული ორგანიზაციებისთვის. ამ ცენტრის დაქვემდებარებაში შედის სამუსიკო სკოლები, მუზეუმები და ა.შ.

,,დღეს ამინდია სასიყვარულო"" – ეს არის იმ წიგნის სათაური, რომელიც 2021 წლის ნოემბერში, გორის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელობამ დააფინანსა და დანაშაულებრივი საქმიანობის გამჟღავნებამდე ბოლო მნიშვნელოვან კულტურულ პროექტს წარმოადგენს.

ცოტა ხანში, 2021 წლის 28 დეკემბერს, გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორს, გელა კაპანაძეს. მის ნაცვლად კი ნიშნავს დავით წეწვაძეს (მეგობარს), რომელიც ამავე სააგენტოში მანამდე ახალგაზრდული განყოფილების მენეჯერად მუშაობდა.

სწორედ, დავით წეწვაძეს ჰქონდა ეჭვი, რომ კულტურის ცენტრში ,,რაღაც ხდებოდა"" - ამბობს გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე. მისი თქმით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, დავით წეწვაძის ეჭვის საფუძველზე, მიმდინარეობდა ფარული ე.წ. საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა ვერაფერი აღმოაჩინეს.


Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020