Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
კირბალში საფუძველი ჩაეყარა ანტისაოკუპაციო პოლიტიკურ საბჭოს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ კირბალში საფუძველი ჩაეყარა ანტისაოკუპაციო პოლიტიკურ საბჭოს. საბჭო შექმნეს ანტისაოკუპაციო მოძრაობამ "ძალა ერთობაშიამ" და ოპოზიციურმა პარტიებმა – "დროამ", "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ლელომ".

საბჭოს წევრების განცხადებით, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, ოკუპაციის თემის გარშემო უნდა გაერთიანდნენ და საქართველოს ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგში უნდა დააბრუნონ.

"ჩვენ, როგორც პოლიტიკური ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ვაღიარებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ქვეყნის და მომავალი თაობების წინაშე, ვერთიანდებით ანტიოკუპაციური საკოორდინაციო საბჭოს სახელით იმისთვის რომ: დავაბრუნოთ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია პოლიტიკურ დღის წესრიგში, ვიმოქმედოთ პროაქტიულად და შევძლოთ ახალი საფრთხეების პრევენცია, ვაიძულოთ სახელმწიფო მიიღოს ქმედითი ნაბიჯები, გავზარდოთ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა ამ პროცესში, გავაუმჯობესოთ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების ხარისხი და შევცვალოთ მათი როლი დეოკუპაციის პროცესში. ამ ინიციატივას აქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა და ძირითადი პრიორიტეტები: ინფორმაციული მხარდაჭერა, პოლიტიკურ ინსტიტუციებთან თანამშრომლობა, ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების სამართლებრივი დაცვა, სოციალური საკითხების სისტემური მოგვარება, ინიციატივის მხარდამჭერი საერთო ფონდის შექმნა". - აღნიშნულია განცხადებაში.

დავით ქაცარავას თქმით, ბოლო პერიოდში, გორის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში, სადაც საოკუპაციო ხაზი გადის, ბოლო ერთი თვეა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გააქტიურდნენ - კირბალის, მეჯვრისხევის და ჯარიაშენის ტერიტორიაზე მათ ახალი ნიშნულები გააკეთეს და თხრილები გაავლეს. ადგილობრივი მოსახლეობის აზრით, ეს მცოცავი ოკუპაციის მორიგი ტალღაა, რაც მიწის ნაკვეთების დაკარგვას ნიშნავს. ამიტომ, მიღებულია პრინციპული გადაწყვეტილება და პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება დგება ერთად ამ საფრთხეების წინააღმდეგ, ერთიანება იმისთვის, რომ შეაფერხოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის პროცესი", – განაცხადა "ძალა ერთობაშიას" ლიდერმა, დავით ქაცარავამ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ბარამიძის თქმით, დღეს, საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან მიმართებაში არა არგაღიზიანების, არამედ კოლაბორაციონისტულ, ოკუპაციასთან შემრიგებლურ პოლიტიკას ატარებს. ბარამიძის განცხადებით, ხელისუფლებას აიძულებენ სამი მიმართულებით ამოქმედდეს:

"უპირველეს ყოვლისა – საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ სპეციალური სტატუსი იმისთვის, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი – იქნება ეს დენის გადასახადი, სხვა კომუნალურები, მიწის გადასახადი, ფერმერული მეურნეობის წარმოება. საკუთარ თავის კი არ უნდა დაურიგონ იაფი კრედიტები და ტყეები, არამედ ამ ხალხს უნდა მისცენ. მეორე მიმართულება – ოკუპაციის ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების უზრუნველმყოფელი სტრუქტურების და პოლიციის გაძლიერება იმისთვის, რომ არ მოხდეს ისეთი ფაქტები, როგორიც იყო ტატუნაშვილის, ოთხზორიას – ვიღაც ოკუპანტი გადმოვიდა არაოკუპირებულ ტერიტორიაზე ვიღაც მოგვიკლა, მოგვიტაცა და ისე წავიდა, ვითოც არაფერი – ამისთვის არის საჭირო და არა იმისთვის, რომ ვიღაცას თოფით ვეომოთ. მესამე – საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ხელისუფლების რეალური გააქტიურება უკრაინასთან ერთად. ხელისუფლებას რეზოლუციაში რუსეთის ხსენებაც კი ეშინია, ამიტომ ჩვენი ვალია, ყველა პოლიტიკური პარტიის, ამ წმინდა თემის გარშემო გავერთიანდეთ", – აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.

"დროას" დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება ოკუპაციის თემაზე მუშაობდნენ არა კრიზისიდან კრიზისამდე, არამედ სისტემურად და თანმიმდევრულად.

"ჩვენი ვალია, რომ საერთაშორისო ყურადრების ქვეშ იყოს ჰუმანიტარული კატასტროფა, ჩვენი მიწების მიტაცება, სისასტიკე, წამება და ა.შ. იმიტომ, რომ დღეს რეალურად გვაქვს შანსი, მივიღოთ მეტი დაცულობა ამ ადამიანებისთვის. მეორე ამოცანაა ამ ხალხის სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე საუბარი. აქ, ყველა სოფელში, დარჩენილია ომის შემდეგ დამწვარი სახლები, არ არის გზები, არის წყლის პრობლემა, არის წარმოუდგენელი სიღატაკე – იმის ნაცვლად, რომ ამ ხალხს განსაკუთრებული პირობები შევუქმნათ და ხელი შევუწყოთ. ამიტომ ჩვენი ამოცანა იქნება ამ ხალხის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება. ეს ნიშნავს ამ სოფლებში სიარულს, საერთაშორისო პარტნიორებთან კონკრეტულ საკითხებზე ყურადღების გამახვილებას და ინიციატივებს", – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020