Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
დავით აღმაშენებლის მგზავრობა ოვსეთში / ზაქარია ჭიჭინაძე
,,ოსებს და ოსეთს იგი გარდამეტებულის პატივისცემით უმზერდა, ნამეტურ დაბალს ხალხს. დღე და ღამ სცდილობდა მათს ერთობას საქართველოსთან, ჭეშმარიტის სიყვარულით, გულ ახსნით, თავ-დადებით და სხვანი, რის მაგალითებიც ოვსთაგან დავით მეფემ უადვილესად სცნა.

ამიტომ მან ღმერთს მადლობა შესწირა, ოვსთა მეფე და ოვსის ხალხი მიითვალა თვის მარჯვენა მკლავად. ოსთა ერის პატივისცემაში დავითი არ შესცდა.

ოსთა მეფე და ერი მას დიდს პატივისმცემლებათ გაუხდნენ. ოსების ესეთი აზრი დავითმა წინადვე იცოდა, რადგანაც ოსები მას იმერეთშიაც შველოდნენ ჯარის მოგროვიბის დროს.

ქართლში ხომ პირველ ერთგულებით ესენი გაუხდნენ. ოსების დიდი იმედი ჰქონდა დავითს. მან ადვილად დასძრა არაბ-თურქნი და გააძევა ქართლ-კახეთ და ოსეთიდამაც.

დავით აღმაშენებელს ოსები ძმად შეეფიცნენ, დადეს დიდი საერთო სიყვარულის მცნება.

მის შემდეგ დავითმა საქართველოს მიჯნები დასდვა, აღმოსავლით გურგენის ზღვა, ასევე დასავლით ტრაპიზონამდის, ჩრდილო — დაღისტან-ოსეთ და სხვა კუთხენი. სამხრით არმენია. ასევე ოსთა სამეფოც შემოფარგლა თვის მოსამზღვრე — ყაბარდოელ, ჩერქეზ, ჩეჩენთ, ინგუშებ და ლეკებთაგან. ოსეთის სრული სამეფოს სამთავროების საზღვრებიც დაარსა.

მართალია ამ დროს, ოსებს გონიერი მეფე ზურაბი და ყავდინა ჰყვანდათ, ვგონებთ, ბაგრატიონთ გვარის თუ ხუდანის მომდევარნი, მაგრამ დავითმა ამ ოსთა მეფეთა სიკარგე არ იკმარა. მას, როგორც ქართველი ერის გონიერებით დაწინაურება სურდა, ისევე ენატრებოდა, ოსეთის წარმატება, ოსთა ძეთა განვითარებაც.

დავით აღმაშენებლის მგზავრობა ოვსეთში მით არის კიდევ შესანიშნავი, რომ მას თან გაჰყვა ოვსეთში მწიგნობართ უხუცესი გიორგი ჭყონდიდელი, კაცი ბრძენი და გამოჩენილი თავის დროის სამეცნიერო და საღვთისმეტყველო მხრით.

გიორგი ჭყონდიდელის მგზავრობა ოვსეთში უნდა ჩაითვალოს დიდს საქმეთ ოვსეთის ისტორიაში. ასეთი ბრძენი, სამღვთო მეტყველი, როტორი, ფილოსოფი და მქადაგებელი პირი ოსეთს და მის ერს ერთობ იშვიათად სწვევიად ხოლმე.

გიორგი ჭყონდიდელი ძველს ქართულს მწერლობაში კაი მშრომელ პირად ირიცხება. ამ ფილოსოფმა ოვსეთში ისეთი საქმენი ნახა, რაისა გამო თავის სიცოცხლე და მოქმედება იქ ისეთ საჭიროდ შერაცხა, რომ ოვსეთში თავის მეგობარს მეფე დავითს თავი დაანება, ოსეთში დარჩა, საქართველოში არ წამოჰყვა, ოვსთა შვილებთათვის დაარსა სასწავლებლები, დაუწყო მათ აღზრდა, გამოწურთვნა.

გიორგი ჭყონდიდელი ოვსეთის ერის წინაშე გიორგი მთაწმინდელად უნდა ჩაითვალოს. ამან ეცადა ოვსეთში ოვსური ენის შესწავლას და მასვე დროს ზოგი რამ საჭირო ლოცვების ოსურათ თარგმნას. მას აზრი აქვნდა, რომ ოსურს ენაზედ ეთარგმნა "სახარება", "დავითნი", "სამოციქულო" და სხვანი, ყველა საჭირო საეკკლესიო საქრისტიანო წიგნები.

რასაკვირველია ქართულის მხედრულის და ხუცურის ასოებით იწერებოდა ყოველივე მაშინ. სამწუხაროდ, გიორგი ჭყონდიდელს, ამ ნიჭიერს მღვდელ მთავარს ჰაზრი ვერ განუხორციელდა. იგი ვერ შაესწრა ოვსთა ენაზედ საღმრთო წერილის თარგმნას და მწერლობის დაარსებას ოვსთა ძეთათვის.

ოვსეთში დამკვიდრების და მოქმედების დაწყების შემდეგ მერვე წელიწადს ავად გახდა და ოვსეთშივე მიიცვალა. გიორგი ჭყონდიდელის სიკვდილი ყოფილა მოულოდნელი, თავზარდამცემი თვით დავით აღმაშენებლისთვისაც, რადგანაც მეფეს სცოდნია დიდებული წადილი გიორგი ჭყონდიდელის შესახებ.

ვისაც კი სცოდნია გიორგი ჭყონდიდელის შრომის დაწყების საქმე, იმას დიდათ გულს სტკენია მისი უდროვოდ სიკვდილი. ამ მღვდელმთავრის სიკვდილს "ქართლის ცხოვრება" ასე აღწერს:

"ხოლო მაშინ, ოვსეთს ყოფასა მიიცვალა გიორგი ჭყონდიდელი, და თავ-ადგა სიყრმითაგანთა პატრონი მსახურებათათჳს, და პატივითა დიდითა წარმოგზავნეს მონასტერსა ახალსა, და მუნ დაემარხა, რომელი იგლოვა ყოველმან სამეფომან, და თჳთ მეფემან ვითარცა მამა, შემოსითა შავისათა ორმეოც დღე, ვიდრემდის იშვა ვახტანგ, რომლისა სახელითა დახსნა გლოვა".

გიორგი ჭყონდიდელის განძრახვა ოვსთა მეფესა, მთავართა და დიდებულთაც კარგად სცოდნიად, მათ უფრო უგლოვიად ეს ადამიანი, შესაფერის გლოვით მოუსჳენებით დავით აღმაშენებლის წინაშე და დაუსაფლავებიათ ახალს მონასტერს. ეს პირი ისე არავის დააკლდათ, როგორც ოვსებს.

გიორგი ჭყონდიდელი რომ ისე მალე არ გადაცვლილიყო, მაშინ, ოსურს ენაზედ საეკკლესიო წესების შესრულება ადვილად მოეწყობოდა, ოსეთის საყდარი ოსური ენით ჩაიდგავდა სულს, მისი ხმოვანება და ოსური ძალებიც დედა ენით გაცისკროვნდებოდა.

გიორგი ჭყონდიდელის ოსურ ნაშრომ ნათარგმნთ დედნებიც დაიღუპნენ და დაიფარნენ დროთა მიმდინარეობის ჯურღმულში. ამ უბედურებას ქართულთ მემატთიანენი უწოდებენ "წაღმართისათვის – უკუღმართს მოვლენას" როგორც ხალხი იტყვისო.



ფოტოზე: ზაქარია ჭიჭინაძე

შემდეგ დროს ოვსთათვის დავით აღმაშენებლის მეფობას აქვს დიდი მნიშვნელობა, როგორც ოვსეთში შესვლისას, ისევე შემდეგ დროის დიდებულების ცნობით საკმარისია დავასახელოთ ის გარემოება, რომ დავით აღმაშენებელმა ოვსების დახმარებით მოსპო და დამდაბლნა ლეკნი და სხვა მათ მოსამზღვრენი ისე, რომ მათ ქურდობა აღარსად შაეძლოდ, რადგანაც იგინი იმ დროს განითქვნენ ქურდობით და ტაციობით.

ამაზედ "ქართ. ცხოვრება" ასე მოწმობს: – "დავითმან აღავსნა კეთილითა საბოძვრითა ქურდნი, ლეკნი და ყიფჩაყნი დარუბანდელსანი" და მრავალიც ამ გვარნი, რასაც ოვსთათვისაც იგივე მნიშვნელობა უნდა მიეცეს, რაც სხვათათვის, თუნდ საქართველოსთვისაც, რადგანც საქართველოს მოსამზღვრე ქურდთა ალაგმვა იყო იგივ ოვსთა ქურდთა და მტაცებელთა ალაგმვა, რომელნიც ოვსეთსაც ხშირად ეცემოდნენ და აწუხებდნენ.

დავით მეფემ ოვსეთის მეფესა და ერთან ისე დაიჭირა კავშირი და მეგობრობა, რომ მის სიკვდილის დღემდე, ოვსნი არამც თუ მარტოდ დავით აღმაშენელთან, არამედ მის აჩრდილთანაც კი იყვნენ შაერთებულნიო.

სამეფო თუ ფარსაგია, ხალხის მომხრე და მოყვარე, მაშინ თვით სამეფოც ძლიერია და შეძლებულ, თუ სამეფო ხალხის მცარცველია უკანონოდ და მგლეჯავი, უზომოდ ხარჯის მტაცავი, დიდათ მაშინ ესეც ღარიბია, ღატაკი, ამას ხარჯის მიცემა არ ძალ უძს და ამიტომ ღარიბდება თვით სამეფო და კოტრდება. ხალხის შემაწუხებელი სამეფო თავის დღეში ვერ იბოგინებს, ანუ უზომოდ ხარჯის მკრეფი და ომების ამტეხი. უნდა ითქვას, რომ ოსეთის სამეფოს ამის შნო არ აქვნდა. მათ ქართველებივით, ჯარის შენახვა არ იცოდენ. როცა საქმე გაჭირდებოდა, მაშინ დაიძახებდნენ ქუდზედ კაცს, ან მდევარს. სხვა რამ დიდება ოვსეთის სამეფოსი და მის ხარჯებისა ერზედ დიდს ტვირთად არაფერი იყო გაწერილი. ამიტომაც ცხადათ სჩანს, რომ XII საუკუნეში, ოსეთის სამეფო გამგეობა ხალხის ცარვის მცნებით არ შეიძლებოდა წინ წასულიყო. მათში ხალხთა ღადრვა საძმობ საქმეთ გარდიქცა.

ოვსთა მეფენი და ერნი ურთიერთ-შორის გაჰყვნენ შეთანხმებულს ცხოვრებას, ბაძვას, ქართველ მეფეთა საოჯახო სიბრძნის და მწიგნობრობას, ხალხის წინაშე არა ცარცვა-გლეჯით, თარეშობით და ოვსთა მონათა და გლეხთა ყვლეფით, არამედ გონიერებით. ოვსთა მეფენი ერს თუ ართმევდენ რამეს, ის იყო საჭირო მხოლოდ საყდრების საშენად, კოშკების და ციხეების. სხვა რამ გადასახადი ოვსებმა მათ მეფეთათვის პურით, ღვინით და საკლავით იცოდენ.

ფარნავაზ მეფიდამ დაწყობილი ქართველთ მეფენი ხშირად ირთავდენ ოსის მეფეთა ქალებს. ქართველთ მეფეთა ოჯახში ოსის დედათა ღირსება დიდათ ამაღლდა. ბორენა დედოფლის შემდეგ ოსის ქალებმა განაცისკროვნეს ქართველთ მეფეთა ოჯახნი, მით სახელოვან ჰყვეს. ამის მაგალითია, რომ მეფე დავით აღმაშენებლის შვილის შვილმა დიმიტრი მეფემ თავის საყვარელ შვილს, გიორგი მესამეს შერთა ოსთა მეფის ხუდანის ქალი ბურდუხანი. ეს დედოფალი გახლავსთ დედა თამარ მეფისა, ცნობილი ადამიანი საქართველოს ისტორიაში.

ბურდუხანი აღზრდილია ოსთა დიდებულის მეფის ხუდონის ოჯახში. ამ დროს, ოსთა ქალებს თურმე კარგად ზდიდნენ. ნამეტურ ხუდანის ოჯახი ნაქები ყოფილა. მის ოჯახში თურმე ოსთა სხვა და სსვა მთავრის ქალებსაც ზდიდნენ და სწურთნავდენ. ხუდანის მეუღლეც გონიერი ქალი ყოფილა.

ეს ოსთა ქალებს ასწავლიდა წერა-კითხვას ქართულს, არაბულს და ბერძულსაც. მასთან ჭრა-კერვას, ოქრომკედს, ქსოვას და საეკკლესიო შესამოსელთა მოქარგვას. ყველა ამ საქმეთა ცოდნა ბურდუხანს ქართლში, გიორგი მესამის ოჯახში, თავიანთ ქვეყნიდამ მოჰყვა, ოსეთიდამ.

ეს ქალი გიორგის ოჯახში დიდის დიდებით აღმოჩნდა. ოსთა დედათა შნო მკერვალობის, ქსოვის, ქარგვის და კერვის საყურადღებო იყო მთელ საქართველოში. ამ მანდილოსნის შესახებ "ქართლის ცხოვრება" აი ერთ ალაგას რას გადმოგვცემს. –"ამის მამამან, კეთილად მოსახსენებელმან დიმიტრი მეფემან სიცოცხლისავე თჳსსა, მოგვარა ცოლი, ასული ოვსთა მეფისა ხუდანისა, სახელით ბურდუხან, რომელი ჰმატა სიკეთითა ყოველთა დედათა. მისებრი სძალი არ ეხილვა ქართლისა თემსა.

დედოფალის ბურდუხანის მაღალს შემძლებლობას ქართული მატთიანე განცვიფრებულის ქებით აღწერს. ამ ქალს მოიხსენებენ ისე, რომ მის მსგავსად მთელს ქართულს ისტორიაში დედათაგანი არავინ მოიხსენება, ასეთის მაღალის ღირსებით და გონიერებით დიდი მაგალითია ბურდუხანი.

გიორგი მესამე დიდი მეგობარი იყო თავის სიმამრის ხუდონის. სიმამრის და მეუღლის ბურდოხანის ისეთი პატივისცემა აქვნდა, რომ პირველ ცოლის გარდაცვალების შემდეგ, მან მეორე ცოლი აღარ შეირთა, მას სამეფოდ მარტოდ თამარი ჰყვანდა, ერთი ასული. ამიტომ თამარ მეფეს ისე სდიდა მისი მამა და მამიდა რუსუდანი, რომ მას ქვეყნის წინაშე მეფობა უნდა შესძლებოდა.

ამ დროს, თამარი ხშირად სცხოვრებდა ოსეთში, თავის მამიდასთან. გიორგი მეფის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ტახტზედ დაჯდა თამარი, შემდეგ თამარ მეფედ წოდებული. თამარ მეფეს პატარაობიდანვე დიდათ უყვარდა ოსეთის ერი, ამიტომაც იგი ნახევარზედ მეტი ოსეთში სცხოვრებდა.

იგი კარგად იცნობდა ოსებს და ოსეთს, რადგანაც მაშინ ოსები გამოჩენილნი ყოფილან მრავალ ნაირად და მასთან დიდათ მოსაწონნიც. მთელ საქართველოშიც კარგად იცოდნენ, რომ თამარ მეფეს დიდი, პატიოსანი შეხედულება აქვნდა ოსებზედ.

ჩვენი მატთიანე ამ დროის XI ანუ XII საუკუნის ნახევარ დროის ოსებს ასე ახასიათებს, რაც თამარ დედოფლისთვისაც ყოფილა დიდათ სახელოვანი.

ოსნი, XII საუკუნეში, არიან მტკიცე ქრისტიანები, მართლ-მადიდებლობაზედ მტკიცედ მდგარნი.

ოსები არიან ღირსეულ ხალხნი, ნათესავის გამტანი, მეგობრის მცნობნი, მტრის შემტყობნი, ყველასთან შესაფერის საქრისტიანობით კავშირის დამჭერნი.

ოსნი არიან მეამიტნი, არა შეკმარნი, არა ცბიერნი და მატყუარნი. ტყუილი ფიცი მათ სძულთ. ღალატი, ბოროტება და სხვასაც ასეთებს, ოსნი ერთობ ეკრძალვიან.

ოსნი არიან მეზობელთა და ყოველთა მოყვარე, მასთან მეპურმარილენი, განურჩევლად, დიდნი თუ მცირენი, მდიდარნი თუ მცირებულნი მათში პურ მარილის დროს ერთნი არიან.

ოსები არიან სახელმწიფოდ კარგი მეომარნი, კარგი მართველნი, ხელის შემმართებელნი. მათ იციან კარგად საომარი იარაღის ხმარება, ომი, ომში ერთ პირი, მეშურნეობა და ღალატი არა.

ოსებმა იციან კარგად ომის დროს ჯარის გაწყობა და მასთან აქვნდათ ყოველნაირი გამჭრიახობა ომიანობის მოწყობის გამო, რაც მათ კარგად ისწავლეს არაბთაგან. იცოდნენ კარგად ციხე-კოშკების კეთება, ანუ აღშენება, ხიდების, ბოგირების და სხვაც ბევრი ასეთების, რაც კი მეომარ ხალხს ხშირად მოუნდებოდა.

ოსებში იცოდნენ კარგად ეკკლესიების შენება, სხვა და სხვა საეკკლესიო ნივთების გამოყვანა.

ოსებმა იცოდნენ კარგად მჭედლობა, ზეინკლობა, დურგლობა, კალატოზობა, მეჭურჭლეობა, ფეიქრობა, ხარაზობათერძობა და სხვა.

ოსებმა იცოდნენ ოქრომჭედლობა, მასთან სხვა და სხვა იარაღის კარგად კეთება, ხლმის, ხანჯლის, შუბების, ხიშტების, ჯაჭვის პერანგების, მუზარადების და სხვაც ასეთნი, რაც კი მაშინ იხმარებოდა. იცოდნენ კარგად ცხენზედ ჯდომა, ჯირითი, ბურთი, მოასპარეზობა, ლხინი, სიმღერა, თამაში და სხვანი.

იცოდნენ გოდები, ტირილი, გლოვნა, მწუხარებაში დიდი მონაწილეობის მიღება, ჭირისუფალთ ვაების შემსუბუქება. ოსნი იყვნენ მეურნენი, სოფლის მუშაკნი.

ოსეთში მოდიოდა მრავლად პური, ქერი, ფეტვი და სხვანი. საკლავი მრავალი. რძე ბევრი, ერბო კარგი, ყველი ქებული, ხილი მშვენიერი.

ოსეთის ერი იყო ისეთი მეურნე, რაისა გამო ოსეთში ხალხს მოსავალი ყოველთვის სჭარბობდა. ყოველივე ამაებთან ოსნი იყვნენ ბრძენ კაცთა პატივის მცემელნი, მღვთის მეტყველთა და მწიგნობართა, იცოდნენ პატივისცემა უფროს კაცთა და მოხუცებულთა.

მოხუცის პატივისცემის ნიშნები დღემდე არის მათში დაშთენილი.

ჩვენი მატიანე, აი ასეთის ღირსებით სახავს და ხატავს ოსეთის ერს იმ დროს, როცა თამარ მეფე მეფობდა საქართველოში, და დავით სოსლანიც სახელოვნებდა ოსეთში. ასე გადმოგვცემს ჩვენი მატთიანე, რაც აქ მოვიყვანე, ეს ყველაფერი იქ არის მოხსენებული.

აქ ჩვენი ცნობის არაფერია მოყვანილი, რადგანაც ძველი მატიანის ცნობაც საკმარისია ოსეთის ერის შესახებ. ზოგნი იტყვიან: ეს ოსების ქება არისო, ეს ოსების ლაქუცობა გახლავსთო. შეიძლება სთქვან, მაგრამ ამასთან ჩვენ საქმე არა გვაქვს, რადგანაც აქ მე ეს ცნობები ძველის მატიანიდამ მომყავს. მე არაფერს განხილვას და კრიტიკას არ უშვრები. ეს მკითხველმა იცოდეს და მათ იქონიონ ამის მსჯელობა.''

ზაქარია ჭიჭინაძე წიგნიდან ,,ოსეთის ისტორია"
1913 წელი
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020