Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
საქართველოს დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულთა ასოციაციის განცხადება
,,უკრაინა და საქართველო საერთო ფასეულობების მქონე სახელმწიფოები არიან, რომელთაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზეც საერთო მიღწევები და გამოწვევები აერთიანებთ, რისი საფუძველიც თავისუფლებისკენ სწრაფვაა.''

ასე იწყება მიმართვის ტექსტი, რომელსაც საქართველოს დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულები ავრცელებნ. გთავაზობთ განცხადების სრულ ვერსიას:

,,ასეთი ფასეულობები, ასეთი მისწრაფებები სრულიად ეწინააღმდეგება რუსეთის გეოპოლიტიკურ ამბიციებს, რომელიც დღემდე განაგრძობს ამ ორი ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფასა და ტერიტორიების ოკუპაციას. საქართველოც და უკრაინაც ათეულ წელზე მეტია რუსეთის მიერ წარმოებულ ჰიბრიდულ ომს ებრძვიან. თუმცა, ერთმანეთის მხარში დგომით და ურთიერთგაძლიერებით, ისტორიული ბრძოლა თავისუფლებისა და შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის მთავარ მიზნად რჩება.

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, მრავალჯერ გამოვცადეთ და ზუსტად ვიცით, რას ნიშნავს რუსეთის აგრესიული პოლიტიკა თავისუფალი ქვეყნებისა თუ კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ. არასდროს დავივიწყებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას აფხაზეთის, ცხინვალისა და 2008 წელს რუსეთის მიერ წარმოებულ ომებში.

დღეს ამ აგრესიის მსხვერპლი ჩვენი მეგობარი უკრაინაა, რომელსაც სურს, საკუთარი მომავლისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა, თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბება.

საქართველოს დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულთა ასოციაცია ღიად და უწყვეტად თანადგომას ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს, მოძმე უკრაინელ ხალხს და ვგმობთ რუსეთის აგრესიას თავისუფლებისმოყვარე უკრაინელი ერის წინააღმდეგ.

ეს არ არის ბრძოლა მხოლოდ საქართველოს ან უკრაინის მომავლისთვის, ეს არის უკომპრომისო ბრძოლა ევროპული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის. საქართველო, ისევე როგორც მთელი ცივილიზებული სამყარო, თავისუფალი უკრაინელი ხალხის გვერდით დგას!

უკრაინა და საქართველო საერთო ფასეულობების მქონე სახელმწიფოები არიან, რომელთაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზეც საერთო მიღწევები და გამოწვევები აერთიანებთ, რისი საფუძველიც თავისუფლებისკენ სწრაფვაა.''
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020