Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
სანამ რუსეთის მხრიდან აგრესია გამწვავდებოდა, მე და ჩემი კოლეგები უკრაინული ინსტიტუტიდან თითქმის ყოველდღე ვიღებდით განგაშის შეტყობინებებს ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან, ვისთან ერთადაც უამრავ კულტურულ თუ სახალხო დიპლომატიასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს ვგეგმავდით ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. „უსაფრთხოდ ხართ?“ „რა სიტუაციაა ქვეყანაში?“ შევძლებთ პროექტის განხორციელებას?“ გვეკითხებოდნენ ისინი.
ბოლოს შეტყობინებათა მსგავსი ნიაღვარი 2014 წლის მძიმე დღეებში მივიღე - ღირსების რევოლუციის პერიოდში, როცა უკრაინელმა ხალხმა წარმატებით მოახერხა ვიქტორ იანუკოვიჩის რეჟიმისგან გათავისუფლება. ახლა კი, როცა ჩემს ნაცნობებს თანაგრძნობისა და წუხილის გამოხატვისთვის მადლობას ვუხდიდი, დავინტერესდი, რა ცნობებს იღებენ ისინი უკრაინის შესახებ საერთაშორისო მედიისგან? რა ისტორიებს ყვება მედია ჩემი ქვეყნის წარსულზე, აწმყოსა თუ მომავალზე?
ვშიშობ, პასუხი მთლად სასიამოვნო არ იქნება.
პირველ ყოვლისა, ის მცირედიც კი, რაც უცხოელებმა უკრაინის შესახებ იციან, სტერეოტიპებითაა გაჯერებული. უკრაინული ინსტიტუტის მიერ ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და იაპონიაში ჩატარებული ბოლო კვლევა უკრაინის შესახებ საერთაშორისო აღქმის თაობაზე მიუთითებს, რომ ჩვენი ქვეყანა უმეტესწილად ასოცირდება რუსეთთან, კონფლიქტთან, ჩერნობილსა და ბირთვულ კატასტროფასთან, მშვენიერ ქალებსა და ბორშჩთან, ტრადიციულ ნაქარგობასა (ვიშივანკა) და ევრომაიდანთან. უკრაინის ისტორიისა და კულტურის შესახებ ცოდნის ნაკლებობა კი ამ მარტივ ასოციაციებს განამტკიცებს.
კულტურული დიპლომატია, კინოს, ლიტერატურის, ხელოვნებისა თუ თეატრის ენით გადმოცემული ისტორიები თანამედროვე უკრაინის შესახებ, უცხოურ უნივერსიტეტებში უკრაინული სწავლების, მედია პარტნიორობის, ანალიტიკურ ცენტრებთან თანამშრომლობის მხარდაჭერა - მსგავს ძალისხმევას შეუძლია ჩვენი ხმა მსოფლიოს გააგონოს.
ამასთან, მედია ამბებში უმთავრესად ვერ ხერხდება მიმდინარე კონფლიქტის გასააზრებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანი ისტორიული და კულტურული კონტექსტის დამოწმება. უკრაინაში მიმდინარე კრიზისის აღქმა შეუძლებელია ევროპულ პროექტში უკრაინის ისტორიული როლის შესახებ დისკუსიის, უკრაინის კულტურულ მემკვიდრეობაზე რუსეთის დამოკიდებულების და უკრაინის ავთენტიკური კულტურის მიმოხილვის გარეშე. მაგალითად, ვაშინგტონ პოსტის სტატიაში რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ უკრაინის ათასწლოვანი ისტორია ორიოდ წინადადებაშია შეკუმშული, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნიუანსები მთლიანად გამოტოვებულია, რაც ნიადაგს ქმნის არსებული სიტუაციის გამრუდებულ აღქმისთვის.
ლე მონდის სტატია „კრიზისი უკრაინაში“ მოგვითხრობს შედარებით დაბალანსებულ და ამბავს, სადაც განხილულია ორი ქვეყნის ურთიერთგადაჯაჭვული ისტორიის ძირითადი ქვაკუთხედები. თუმცა, აქვე დამოწმებულია ვლადიმერ პუტინის ნაკლებად ცნობილი სტატია „რუსებისა და უკრაინელების ისტორიულ ერთობაზე.“ ამასთან, არ არის წარმოდგენილი მტკიცე და უდავო არგუმენტები პუტინის აბსურდულ განაცხადზე, რომლის მიხედვითაც უკრაინელი ერი უბრალოდ არ არსებობს. ბოლოს, ლე მონდის სტატია ნაზად (და უმწეოდ) იმეორებს ერთის მხრივ რუსულ ნარატივს საბჭოთა კავშირის „ნებაყოფლობითი“ შექმნის შესახებ, მეორეს მხრივ კი განამტკიცებს საუკუნეების მანძილზე უკრაინის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ეფექტურად მიმართულ აბსურდულ შეხედულებას, რომ უკრაინა, როგორც ქვეყანა, 1991 წლამდე არ „არსებობდა“,.
აღსანიშნავია, რომ რედაქტორები და ჟურნალისტები, კრიზისის აღწერისას, სამწუხაროდ, ხშირად მიმართავენ საყოველთაოდ გამოყენებულ ტერმინებს და მათ რეალურ მნიშვნელობას ყურადღებას აღარ უთმობენ. მაგალითად, კონფლიქტის ამსახავ ყველა ზედაპირულ ისტორიაში ტერმინ „უკრაინის კრიზისის“ თუ „უკრაინული კრიზისის“ გადამეტებულ გამოყენებას ეფექტურად გადააქვს რიტორიკის ფოკუსი მოსკოვიდან კიევზე და ამგვარად, გვაჯერებს, რომ უკრაინა რუსეთზე მეტად არის პასუხისმგებელი უსაფრთხოების მიმართულებით ევროპაში შექმნილ დაძაბულობაზე. ეს რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისია, რომელიც რუსეთის მიერვე შექმნილ ომად გარდაიქმნება. უკვე დროა, რომ ეს ითქვას.
ბოლოს, უნდა გავაცნობიეროთ, რომ საერთაშორისო მედია და უკრაინაში შექმნილი სიტუაცია მეტწილად გარეშე პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებით არის მართული. გეოპოლიტიკური მეტოქეობა, უსაფრთხოების ალიანსები, რეფლექსია სამომავლო ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე და სახელმწიფოთა მეთაურებს შორის მოლაპარაკებები - დღეს უკრაინის შესახებ არსებულ ახალ ამბებში სწორედ ეს საკითხები დომინირებს და არა ისტორიები უკრაინელი ხალხის, მისი კულტურისა და ისტორიის შესახებ.
შედეგად, სხვადასხვაგვარ წყაროებსა და კვლევებზე დაყრდნობილ ისტორიებში, უკრაინა წარმოჩინდება, როგორც ხმაჩამორთმეული, უსახო ქვეყანა - „ცხელი წერტილი ევროპის რუკაზე“, „რეგიონული თუ გლობალური უსაფრთხოების დამაბრკოლებელი“, ან „ დიდი ძალების შერკინების ასპარეზი.“ მხოლოდ რეპორტიორთა მცირე რაოდენობაა დაინტერესებული კოლონიურ აზროვნების და იმ კულტურული თუ ისტორიული კონტექსტის კვლევით, რაც განსაზღვრავს თანამედროვე უკრაინას და ასაზრდოებს მიმდინარე კონფლიქტს.
ერთის მხრივ, უკრაინის იდენტობის დევალვაცია საერთაშორისო მედიაში სტერეოტიპების განმტკიცებით და გაცვეთილი ფრაზების გამოყენებით, მეორეს მხრივ კი რიტორიკული გეოპოლიტიკური ინტერესები პირდაპირ ემსახურება რუსული ნარატივის განმტკიცებას სუსტი და არასანდო უკრაინის შესახებ. ამიტომ მეტი უნდა გაკეთდეს ამ უარყოფითი იმიჯის ჩასანაცვლებლად უკრაინაზე საფუძვლიანი, მიუკერძოებელი, მრავალფეროვანი საექსპერტო ცოდნის გავრცელებით.
ჩვენი, როგორც უკრაინული ინსტიტუტის ამოცანაა, ეს ცოდნა რაც შეიძლება საინტერესო და მისაწვდომი გავხადოთ. კულტურული დიპლომატია, კინოს, ლიტერატურის, ხელოვნებისა თუ თეატრის ენით გადმოცემული ისტორიები თანამედროვე უკრაინის შესახებ, უცხოურ უნივერსიტეტებში უკრაინული სწავლების, მედია პარტნიორობის, ანალიტიკურ ცენტრებთან თანამშრომლობის მხარდაჭერა - მსგავს ძალისხმევას შეუძლია ჩვენი ხმა მსოფლიოს გააგონოს. და როცა რუსული ჯარი უკრაინაში შემოიჭრება, ამბავი ჩვენს შესახებ უნდა ისმოდეს უფრო ხმამაღლა, ვიდრე ოდესმე.
წყარო
კულტურის ხმა უკრაინიდან
ვოლოდიმირ შეიკო - უკრაინული ინსტიტუტის
გენერალური დირექტორი /ჰუბერტ ჰამფრის პროგრამის
ალუმნი/
ინგლისურიდან თარგმნა ნინო სუხიაშვილმა
/ჰუბერტ ჰამფრის პროგრამის ალუმნი/

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани