Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
,,ბოლო ხანებში რუსეთიდან დაახლოებით 20-25 ათასი ადამიანი შემოვიდა'' - ლევან დავითაშვილი
უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე, საქართველოში რუსეთიდან დაახლოებით 20-25 ათასი ადამიანი შემოვიდა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დამთავრების შემდეგ ისაუბრა.

მისი თქმით, ეს არის დაახლოებით ის რაოდენობა, რაც 2020 წელს იყო, ვიდრე პანდემიამდე შეზღუდვები დაწესდებოდა.

,,ასე რომ, საუბარი იმაზე, რომ დიდი რაოდენობით ადამიანი საქართველოში ჩამოდის და ეს რისკების შემცველია, ეს ასე არ არის", - განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული ადამიანების შესახებ შს მინისტრი უახლოეს ხანებში საჯარო გამოსვლაზე ისაუბრებს.

,,თუ ადამიანები გაურბიან რეჟიმს და ცდილობენ თავისუფალ გარემოში აკეთონ საქმე, ჩვენ ეროვნების ან სხვა მახასიათებლის მიუხედავად უნდა მივცეთ სწორი, ლეგალური და კანონის შესაბამისი საქმის კეთების საშუალება" - აღნიშნავს მინისტრი.

"უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში ბიზნესის კეთების კუთხით ჩვენი მხრიდან არის ძალიან მკაფიო პოზიცია. ადამიანებისთვის, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებისთვის, ვინც დღეს ჩვენს ქვეყანაში მოდიან, საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი თავისუფლების კუნძული რეგიონში, რომელიც ბევრი ქვეყნის მოქალაქისთვისაა საინტერესო, მათ შორის ჩვენი სამეზობლოდან. მათ შეუძლიათ თავისუფალ რეალობაში შეძლონ საქმის კეთება, რისთვისაც საქართველო ყოველთვის გახსნილია, ეს იყო ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა ათწლეულების მანძილზე, ასეთი გახსნილი, ლიბერალური სავაჭრო რეჟიმები გვაქვს ქვეყანას. თუ ადამიანები რეჟიმს გამოურბიან და ცდილობენ თავისუფალ გარემოში აკეთონ საქმე, ჩვენ ეროვნების ან სხვა მახასიათებლის მიუხედავად, იქნება ეს რელიგია თუ სხვა, უნდა მივცეთ სწორი, ლეგალური და კანონის შესაბამისი საქმის კეთების საშუალება"

,,ჩვენი ყველა მაკონტროლებელი ორგანო ძალიან ფხიზლად უყურებს, რომ საქართველოში არ მოხვდნენ სანქცირებული პირები, მათი ბიზნესები იყოს მიკვლევადი. ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა აღნიშნეს, რომ საქართველო ერთ-ერთი მაგალითია, თუ როგორ ხდება სწორად საერთაშორისო გადაწყვეტილებების შესრულება, მათ შორის საფინანსო ინსტიტუტების კონტექსტში. პროცესი წარვმართეთ ისე, რომ საქართველოს მოქალაქეები და ქართული ბიზნესები არ დაზიანდნენ, მეორეს მხრივ ვიყავით პირნათელი ყველა იმ საერთაშორისო გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც მიღებული იყო საფინანსო ინსტიტუტების მიერ. ჩვენ მომავალშიც ასე გავაგრძელებთ, საქართველოში შემოვლენ პირები, რომლებსაც ექნებათ "სუფთა რეკორდი", ამას აკონტროლებს შსს, რომ საქართველოში შემოვიდნენ მხოლოდ ის პირები, რომლებიც იმსახურებენ, რომ შემოვიდნენ. გვესმის, სიტუაცია მგრძნობიარეა, ამიტომ ჩვენი მხრიდან ყურადღება არის გაზრდილი და გავაგრძელებთ მუშაობას", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020