Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
გორში ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობაში ბრალდებული ბერ-მონაზონი გაამართლეს
გორის სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა ბერ-მონაზონის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანეს.

ანტონ მაისურაძეს იცავდნენ ადვოკატები: მარიამ ცონცაძე, გოჩა გოჩიტაშვილი და ნოდარ ცინცაძე. ბრალდებულს შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ განზრახ მკვლელობას ადგილი არ ჰქონდა, რადგან ბრალდებული თავს იცავდა.

ბერი ანტონი შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2021 წლის 7 აგვისტოს დააკავეს.

პროკურატურის ვერსიით, 2021 წლის 6 აგვისტოს, ბორჯომში, ინგოროყვას ქუჩაზე, ბრალდებულსა და 1984 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ ლ.ნ.-ს შორის მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც ლ.ნ.-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, ხოლო ბრალდებულმა მას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მისვლის შემდეგ გარდაიცვალა. პროკურატურის ცნობით, ნივთმტკიცებად ამოღებული იყო "АК 74"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

2021 წლის 7 აგვისტოს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასულიერო პირი წალკის სოფელ ბერთას მამათა მონასტერში 2008 წლიდან მსახურობდა, თუმცა რამდენიმე წელია, თვითნებურად დატოვა მონასტერი.

"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გუშინ ბორჯომში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ბრალდებულია ერთ დროს წალკის მამათა მონასტრის ბერი ანტონი (მაისურაძე). იგი წალკის სოფელ ბერთას მამათა მონასტერში 2008 წლიდან მსახურობდა, თუმცა რამდენიმე წელია თვითნებურად დატოვა მონასტერი და ცხოვრობდა შინ.'' - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ადვოკატმა მარიამ ცინცაძემ კომენტარებში ასეთი განმარტება გააკეთა:



ფოტოს ავტორი: მარიამ ცინცაძე
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020