Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
რა მოხდა გორის მერის მამის სახელობის ტურნირზე
უხმაუროდ არ ჩაუვლია მასშტაბურ ტურნირს, რომელიც გორში, 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გორის მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მამის, გიორგი ხინჩეგაშვილის სახელობის ტურნირზე სპორტის სააგენტოს თანამშრომლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

სხვადასხვა მედიამ ამ ამბავის გასხვავებული ვერსიები შემოგთვაზა. აღნიშნეს, რომ მამაკაცი და ქალი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. თუმცა, მოგვიანებით უარყვეს.

ჩვენ შევეცადეთ, ზუსტად გაგვერკვია რა მოხდა.

საქმე ეხება გორის მერიის სპორტის ხელშეწყობის სააგენტოს თანამშრომლებს, კერძოდ, ამ სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფ სპორტული სკოლის მენეჯერსა და მწვრთნელს. მენეჯერია ბესო გიორგაშვილი, ხოლო კალათბურთის სექციის მწვრთნელი თეა კეჩხუაშვილი.

მოხდა თუ არა დაპირისპირება ტურნირზე

კალათბურთის სექციის მწრვთნელი თეა კეჩხუაშვილი ამბობს, რომ მენეჯერთან დაპირისპირება მოხდა, თუმცა მხოლოდ სიტყვიერი. თუმცა მას სხვა პირებმა აცნობეს, რომ მენეჯერს გაკაწრული აქვს სახე. რამდენად რეალურია ეს ამბავი და ვისგან მიიღო დაზიანება მენეჯერმა, ამის შესახებ თეა კეჩხუაშვილმა არაფერი იცის.

,,მე ვმუშაობ სპორტსკოლაში მწვრთნელად. ორი დღის წინ დავუკავშირდი სპორტის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს გიორგი პურიჭამიაშვილს, მასთან შეხვედრა მსურდა. მითხრა, რომ გიორგი ხინჩეგაშვილის სახელობის ტურნირზე იმყოფებოდა და მისი და ყველას ნახვა იქ შემეძლო. ტურნირზე იმყოფებოდა ჩვენი სკოლის მენეჯერიც. მასთან შელაპარაკება მომიხდა კონრეტულად ჩემ საკითხზე. ხმამაღალი საუბარი გქვონდა, თუმცა ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა ნამდვილად’’ - აცხადებს თეა კეჩხუაშვილი.

სპორტსკოლის მენეჯერი ბესო გიორგაშვილი აცხადებს, რომ ხმამაღალი საუბარი გამოწვეული იყო მხოლოდ იმიტომ, რომ დარბაზში დიდი ხმაური იყო, ამიტომაც შესაძლა ხმამაღალი საუბარი ამან გამოიწვია:

,,დარბაზში ისეთი ხმაური იყო, რომ ვინ რას საუბრობდა ან ლაპარაკობდა, ახლაც არ ვიცი. ისიც არ ვიცი, რაზე საუბრობდა იქ ქალბატონი თეა. ის პრეტენზიები, რაც მას ჰქონდა, მე ნამდვილად არ მეხებოდა. კადრების დანიშვნა ჩემ საქმიანობაში არ შედის.’’ - ამბობს ბესო გიორგაშვილი, სკოლის მენეჯერი.

სპორტსკოლა ექვემდებარე აიიპ სპორტის ხელშეწყობის სააგენტოს, რომლის ხელმძღვანელია გიორგი პურიჭამიაშვილი. პურიჭამიაშვილმა ჩვენს ზარებს არ უპასუხა, შესაბამისად, უცნობია, ტურნირზე მომხდარი დაპირისპირების მისეული ვერსია. ჭიდაობის ტურნირზე კი კალათბურთის მწვრთნელი თეა კეჩხუაშვილი მან მიიწვია.

რას ედავებიან კალათბურთის მწვრთნელს

თეა კეჩხუაშვილი ამბობს, რომ აპრილის დასაწყისში, მას სპორტის სააგენტოში იმ გადაწყვეტილების შესახებ აცნობეს, რომელიც მასსა და სპორტსკოლას შორის, ხელშეკრულების არგაგრძელებას ეხებოდა:

,,მიმდინარე წლის დასაწყისიდან, სპორტსკოლასთან გაფორმებული მქონდა 3-თვიანი ხელშეკრულება. მარტის გასვლის შემდეგ, მაცნობეს, რომ ხელშეკრულებას არ მიგრძელებენ. მიზეზის დასახელება მოვითხოვე. მითხრეს, რომ არსებობს ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მიიღეს ხელშეკრულების არგაგრძელების გადაწყვეტილება. ძალიან მაინტერესებს, რატომ არ მაქვს მე ამ დრომდე ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება? ან საერთოდ არსებობს თუ არა და თუ არსებობს, რატომ არ მაცნობეს? ხომ შეიძლება გამესაჩივრებინა და გამეუქმებინა? ასეთი რამ არ მომხდარა. წესით, 3-თვიანი ხელშეკრულების შედმდეგ, სპორტსკოლასთან უნდა გაფორმებულიყო გრძელვადიანი ხელშეკრულება’’ - გვეუბნება თეა კეჩხუაშვილი.

სპორტული სკოლის მენეჯერი ბესო გიორგაშვილი ამბობს, რომ მას კადრების დანიშვნის საკითხი არ ეხება, შესაბამისად, თეა კეჩხუაშვილის ხელშეკრულების საკითხი მასთან არ უნდა გარკვეულიყო:

,,მე ვარ სკოლის მენეჯერი. რა სიასაც მომიტანენ, იმ სიის მიხედვით ვსარგებლობ. თანამშრომელთა სიას მაწვდის სააგენტოს ხელმძღვანელი. ახალი თანამშრომლების სიები ჯერ არ მომსვლია. შესაბამისად, გაუვიდათ თუ არ გაუვიდათ ვადა, ეს მე არ ვიცი. ჩემთან საკადრო საკითხების გარკვევა არ ხდება და არც უნდა მოხდეს’’ - ამბობს მენეჯერი.

მენეჯერი აცხადებს, რომ მას არაფერი სმენია ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების შესახებ თეა კეჩხუაშვილთან დაკავშირებით:

,,მე ასეთი დოკუმენტი არ მინახავს. სხვა დროს, ეთიკის კომისია გვიგზავნის ხოლმე მასალებს, რომ შემოწმების დროს აღმოჩენილი დარღვევების გამო, ამა თუ იმ თანამშრომელს საყვედური გამოეცხადა. თეა კეჩხუაშვილთან დაკავშირებით მე მსგავსი დოკუმენტი არ მომსვლია.’’ - განმარტავს სკოლის მენეჯერი.

სპორტის განვითარების სააგენტომ ეთიკის კომისია 10 ადამიანისგან დააკომპლექტა. ამ კომისიის წევრია უშუალოდ სპორტსკოლის მენეჯერიც. ბესო გიორგაშვილი განმარტავს, რომ როდესაც ეთიკის კომისია ამოწმებს სპორტსკოლას, ის, ინტერესთა კონფლიქტიდან გამომდინარე, გამოთიშულია კომისიის საქმიანობიდან.

თეა კეჩხუაშვილი ამტკიცებს, რომ ეთიკის კომისიის დოკუმენტი ნამდვილად არსებობს, სადაც თურმე 3 საყვედურია გამოცხადებული:

,,ძალიან მაინტერესებს სად და როგორ შეადგინეს ეს დოკუმენტები, როცა მე ამის შესახებ არაფერი ვიცი. ხომ მაქვს უფლება მოვითხოვო, რამდენად რეალურია ან არარეალურია არგუმენტები? და ვიდრე ეს არ გაირკვეოდა, რატომ უნდა მაცნობონ, რომ არ მიგრძელდება ხელშეკრულება?’’ - განმარტავს თეა კეჩხუაშვილი.

სად არის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება? რატომ არ გაუგრძელეს ხელშეკრულება მწვრთნელს?

ამ კითხვით, სააგენტოს დირექტორს, მის იურისტს და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსს მივმართეთ.

სააგენტოს დირექტორმა გიორგი პურიჭამიაშილმა ჩვენთან საუბარი არ ისურვა, იურისტის პავლე ცაბაძის განცხადებით კი, წარმოდგენა არა აქვს, რა ხდება ამ საკითხზე. პავლე ცაბაძემ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსთან გადაგვამისამართა. ქალბატონი ირმა კი, რომელიც სააგენტოში ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს უძღვება, გაოცებულია იურისტის პოზიციით, რომელმაც ჟურნალისტი რესერსების მართვის სამსახურში გაგზავნა:

,,მე დავურეკე ქალბატონ თეა კეჩხუაშვილს და ვაცნობე, რომ მას აღარ გაუგრძელდებოდა ხელშეკრულება. მიზეზიც ვუთხარი, რომ არსებობს კომისიის დასკვნა. სხვა დეტალებს ნუ მკითხავთ, სხვებმა გაგცენ პასუხი. რატომ არ იცოდა ქალბატონმა თეამ ამ კომისიის დასკვნის შესახებ, ეს მე არ მეხება. ვინ დამავალა თეასთან დარეკვა, არც ამაზე შემიძლია პასუხის გაცემა. სააგენტოს ჰყავს ხელმძღვანელი, სკოლას ჰყავს მენეჯერი და არის იურისტიც.’’ - გვითხრა ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა.

ასეთი ხმაურინი ამბით დასრულდა გორის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მამის სახელობის ტურნირი. არაოფიციალური წყარობიეთ ცნობილია, რომ გორის მერი აპირებს სპორტის განვითარების სააგენტოში რეორგანიზაციის განხორციელებას. სააგენტოს შიგნით დაძაბულ ფონს სწორედ ამ მოსალოდნელ რეორგანიზაციას უკავშირებენ. რა ღონისძიებების გატარებას აპირებს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი სპორტის სააგენტოში, ეს ჯერ უცნობია.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020