Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
ხაშურში მოლარე-ოპერატორი გაათავისუფლეს იმის გამო, რომ ბანკის მმართველზე ,,გაიშაყირა"
ხაშურში მოლარე-ოპერატორმა ბანკის მმართველს სასამართლო დავა მოუგო, განაცდურიც აინაზღაურა და 2022 წლის მარტიდან სამსახურშიც დაბრუნდა.

დავა მაშინ დაიწყო, როდესაც ბანკის მმართველისთვის ცნობილი გახდა, რომ მის შესახებ მოლარე-ოპერატორმა კლიენტს საღლიცინო და საარშიყო წერილი გაუგზავნა.

სასამართლო პროცესზე ბანკის იურისტმა განაცხადა, რომ მოლარე-ოპერატორმა შეურაცხყოფა მიაყენა მენეჯერს. კერძოდ, ელექტრონული ფოსტით მენეჯერის შესახებ კლიენტს ,,საარშიყო", ,,საღლიცინო" წერილი გაუგზავნა.

ეს წერილი პროცესზე ფოტოსურათის სახით წარადგინეს. საიდან მოხვდა ბანკის მმართველის ხელში აღნიშნული წერილი უცნობია.

გარდა ამისა, ბანკის მმართველის ინტერესების დამცველი იურისტი განმარტავდა, რომ მოლარე-ოპერატორი სოციალურ ქსელში აქვეყნდება ბანკისთვის შეუფერებელ პოსტებს. ასე მაგალითად:

,,გაყიდვების გეგმის შესრულების მიზნით, საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც პირთა განუსაზღვრელ წრეს სთხოვდა, მიეყვანათ შვილები ბანკში ანგარიშის გასახსნელად. შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება სრულიად კანონიერი და პროპორციული იყო." - განმარტა ბანკის იურისტმა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის შინაარსი კი ასეთი იყო:

"მეგობრებო, რომელიც არ ტოვებთ ჩემს პოსტებს უყურადღებოდ, ხომ არ გაქვთ სურვილი, თქვენს შვილებს ანაბარი გაუხსნათ?"

ეს პოსტი, ბანკის წარმომადგენელმა ძლიერი საფინანსო ინსტიტუტის რეპუტაციის შელახვად მიიჩნია. პოსტმა ფეისბუქმომხმარებლებში სხვადასხვა ემოცია გამოიწვია - ზოგმა სასაცილოდ მიიჩნია, ზოგი გაოცებითა და აღშფოთებით, ზოგიც ცინიკური და ირელევანტური კომენტარებით გამოეხმაურა.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ბანკმა თანამშრომელს, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, რამდენიმე საყვედური გამოუცხადა. რაც შემდგომ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა. საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ მოლარე-ოპერატორი არც საყვედურების გამოცხადების შემდეგ ჩერდებოდა და აგრძელებდა ბანკის მენეჯერისთვის შეუფერებელ საქციელს.

სასამართლომ დაადგინა, რომ მოლარე-ოპერატორს არ ჩაუდენია ისეთი ქმედება, რომელიც სამსახურიდან მისი გათავისუფლების საფუძველი გახდებოდა. მოლარე-ოპერატორი ბანკში დიდი ხანია მუშაობდა, ის უკვე უვადო ხელშეკრულებით სარგებლობდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბანკმა სადავო მეილის გაგზავნის დასადასტურებლად სათანადო მტკიცებულება ვერ წარადგინა.

,,ზოგადად, ელექტრონული შეტყობინება, თუ ის წარმოდგენილია შესაბამისი წესითა და ფორმით, შესაძლოა, მიჩნეულ იქნეს სადავო ფაქტის დამადასტურებელ სათანადო და საკმარის მტკიცებულებად, მაგრამ, მოცემულ შემთხვევაში, მხარე სადავო ფაქტის დადასტურებას მხოლოდ ფოტოსურათის სახით წარმოდგენილ ელექტრონული წერილის საფუძველზე ცდილობს. რაიმე სარწმუნო მტკიცებულება (მაგ: ფაქტების კონსტანტაციის მასალები, კერძოდ, დასაქმებულის ელექტრონულ ფოსტაზე არსებული მიმოწერის ფაქტის კონსტანტაცია) სადავო საკითხის თაობაზე საქმეში წარმოდგენილი არ არის." - აღნიშნავს მოსამართლე.

რაც შეეხება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, ბანკის იურისტმა განმარტა, რომ მოლარე-ოპერატორმა დაარღვია შინაგანაწესი. კერძოდ,

,,დასაქმებული ვალდებულია, არ გამოაქვეყნოს ინტერნეტსა და სოციალურ მედიაში საკუთარი მოსაზრება ან კომენტარი, რის გამოც ბანკის რეპუტაციას ზიანი მიადგება. დასაქმებული ვალდებულია, დაიცვას "ინტერნეტსა და სოციალურ მედიაში ქცევის სახელმძღვანელოში" დადგენილი მოთხოვნები.""

სახელმძღვანელოს მიხედვით კი, თუ დასაქმებული სოცქსელში გამოაქვეყნებს საკუთარ მოსაზრებას ან დაწერს კომენტარს, რის გამოც ბანკის რეპუტაციას ზიანი მიადგა, ბანკს უფლება აქვს, გამოიყენოს კორპორაციულ სახელმძღვანელოთი გათვალისწინებილი სანქციები, მათ შორის, შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება.

იმისათვის რომ ბანკს მითითებული პუნქტების საფუძველზე დასაქმებულთან ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება წარმოშობოდა, დასაქმებულის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მოსაზრებას ან კომენტარს, ბანკის საქმიანი რეპუტაციისათვის ზიანი უნდა გამოეწვია.

სასამართლოს განსჯით, ვინაიდან დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება უკიდურესი ღონისძიებაა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები აუცილებლად უნდა ადასტურებდეს სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევის ფაქტს.

,,ბანკს ასეთი მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, მან ვერ შეძლო იმ ფაქტების დადასტურება, რომ დასაქმებულმა ელექტრონული ფოსტით თანამშრომლის შესახებ შეურაცხმყოფელი წერილი გაუგზავნა ბანკის კლიენტს და სოციალურ ქსელში განათავსა ბანკის იმიჯისათვის შემლახველი ინფორმაცია"" - დაასკვნა მოსამართლემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020