Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
დასასვენებელი სივრცე გარაყანისძეების სასახლის ეზოში / ლამისყანა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში სკოლის მოსწავლეები დასასვენებელი სივრცე მოაწყეს. 

სკვერი მდებარეობს ისტორიული სასახლის ეზოში, რომელიც თითქმის მთლიანად დანგრეულია. აღნიშნული სასახლე ეკუთვნოდა გარაყანისძეებს. შემდეგ ის ქსნის ერისთავებმა შეისყიდეს.

ისტორიული ნაგებობა დღეს ასე გამოიყურება. ბოლშევიკების პერიოდში სასახლე სკოლად და სპორტულ დარბაზად იყო გადაკეთებული.

ამ სასახლეს უკავშირდება დავით გურამიშვილის სიყვარულის ისტორია. გურამიშვილის მეუღლემ, აზნაურ გარაყანისძეების ქალიშვილმა, ქეთევანმა თავი ამ შენობის მარანში მოიკლა.

ბოლო დრომდე, ბავშვებს მოხუცები აფრთხილებდნენ, რომ ტერიტორიას ახლო არ მიკარებოდნენ, რადგან შენობა ,,ავ ფუძედ" ითვლებოდა.



საქმე იმაშია, რომ ეს სასახლე ქსნის ერისთავებმა აზნაურ გარაყანისძეებისგან მას შემდეგ იყიდეს, რაც ქეთევან გარაყანისძემ თავი მოიკლა.

აზნაურის ქალის ტრაგედიის მიზეზი მისი მეუღლის, დავით გურამიშვილის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების ამბის გაგება გახდა.

გურამიშვილის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების მონაწილე გარაყანისძეების ოჯახიც ყოფილა.

დავით გურამიშვილი ვახტანგ მეექვსის მომხრე იყო, ხოლო ქსნის ხეობის ერისთავები და აზნაურები სპარსული ორიენტაციის.



ვახტანგ მეექვსე ცდილობდა რუსეთის სამეფო კართან დაახლოებას, რაც ქართველ დიდებულებს არ მოსწონდათ. ამიტომ, დაუპირისპირდნენ მას. ვახტნგ მეექსვე იძულებულები გახდა რუსეთში 1200 კაციანი ამალით გადახვეწილიყო.

რადგანაც მეფის მომხრე დავით გურამიშვილს საგურამოში სახლკარი გადაუწვეს, უძლებული გახდა სიმამრის, გარაყანისძეების მამულში საცხოვრებლად გადასულიყო.



,,ახლა, შევხედოთ იმ დროინდელ სიტუაციას? ქსნის ერისთავებისა და სპარსული ორიენტაციის აზნაურებისთვის მისაღები იყო თუ არა მათ საგვარეულოში ისეთი ხიზანის ყოფნა, როგორიც დავით გურამიშვილი იყო? რა საკვირველია, არა. ამიტომ, დავით გურამიშვილი ლეკებმა წყაროდან კი არ გაიტაცეს, არამედ გაატაცებინეს. ეს ისტორია თავად გარაყანისძეებმა შემოგვინახეს" - ამბობს საგურამოს ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლის ხელმძღვანელი სოფიო ცუცუნაშვილი. ამ მუზეუმში ცალკე ადგილი, სწორედ, დავით გურამიშვილის ცხოვრებას ეძღვნება.



დავით გურამიშვილი ,,დავითიანში" დეტალურად ყვება თავის გატაცების ისტორიას. ის, ორ გლეხთან ერთად, წყაროზე იმყოფებოდა, თოფის გარეშე. მოულოდნელად 12 ლეკი თავს დასხმია. ,,დავითიანში" იმ ორი თანხმლები პირის შესახებ შემდგომში არაფერია ნათქვამი.

ლამისყანელები იხსენებენ, რომ მდევარიც იმ მიმართულებით არ დაადევნეს, საითკენაც ლეკებმა გურამიშვილი წაიყვანეს. ესეც სპეციალურად გაკეთდა, რადგან ვერ დაეხსნათ გურამიშვილი.

სოფიო ცუცუნაშვილი ამბობს, რომ ეს ტრაგიკული ისტორია ისევ გარაყანისძეების შთამომავლებმა შემოინახეს.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020