Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
შიდა ქართლის პოლიციას ქალზე ძალადობის შესახებ მღვდელმა აცნობა
სასამართლომ მამაკაცს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა იმის გამო, რომ მეუღლეს იარაღიდან მოკვლით ემუქრებოდა.

ქალი ძალადობის შესახებ სისტემატიურად უყვებოდა მოძღვარს. როგორც საქმის მასალებით ჩანს, მღვდელი ურჩევდა, რომ ინფორმაცია პოლიციისთვის ეცნობებინა. თუმცა, ქალი შიშის გამო პოლიციას არ მიმართავდა.

საბოლოოდ, შს სამინისტროს სასულიერო პირმა მიმართა. სასამართლომ განაცხადა, რომ სრულიად სარწმუნოა სასულიერო პირის ინფორმაცია და ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ხოლო 3 წლით იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა.

რაც შეეხება იარაღს, პოლიციამ მამაკაცს ჩამოართვა ჩხრეკის შედეგად ამოღებული, 7,62 კალიბრიანი „მოსინის“ კონსტრუქციის №BE 5913 ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა.
.
პროკურორ ნიკა მახარაძის განმარტებით, ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით; ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა.

პროკურორის განმარტებით, თანაცხოვრების პერიოდში მეუღლესთან ჰქონდა სისტემატური კონფლიქტი. კონფლიქტის მიზეზს ცუდი ხასიათი წარმოადგენდა.

,,იგი სისტემატურად ძალადობდა მასზე და ამავდროულად აფრთხილებდა, რომ თუ იგი მისი ძალადობრივი ქმედებების შესახებ უამბობდა ვინმეს, არ აცოცხლებდა. გვიან ღამით, მამაკაცის მობილურ ტელეფონზე შევიდა მოკლე ტექსტური შეტყობინება. მეუღლემ მობილური ტელეფონი ხელში აიღო, რა დროსაც ქმარს გაეღვიძა, გაღიზიანდა და გახდა აგრესიული. ამ დროს მამაკაცმა ხელში აიღო თიხის ქოთანი და ქალს სახის არეში ჩაარტყა. ამის შემდეგ, ყელში მოუჭირა ხელი და დააგდო საწოლზე. ძალადობის ფაქტს შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილები’’ - აღნიშნა პროკურორმა პროცესზე.

რამდენიმე დღის შემდეგ, ბრალდებული მივიდა მეუღლესთან და მკაცრად გააფრთხილა, რომ თუ აღნიშნული ფაქტის შესახებ ვინმეს ეტყოდა, მოკლავდა, რაც მას არ გაუჭირდებოდა. სახლში ინახავდა რეგისტრირებულ ცეცხლსასროლ იარაღს, ამიტომ ქალმა მეუღლის მუქარა რეალურად აღიქვა და შეეშინდა.

პროცესზე დაკითხეს მოწმის სახით სასულიერო პირი. მისი ჩვენების მიხედვით, იგი რამდენიმე წელია, იცნობს ოჯახს.

სასულიერო პირის განმარტებით, მამაკაცს კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა მეუღლესთან, რის გამოც ქალი ხშირად სთხოვდა მას, როგორც ოჯახის მოძღვარს, დახმარებას. მამაკაცი მეუღლეს ხშირად აყენებდა შეურაცხყოფას, ფიზიკურად ძალადობდა მასზე და იარაღის გამოყენებით ემუქრებოდა.

,,ერთ დღესაც დამიკავშირდა და ისევ ძალადობის შესახებ მიამბო; რომ მეუღლე იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, თუმცა ქალი შიშის გამო პოლიციას ვერ მიმართავდა. ამიტომ პოლიციას თავად შევატყობინე“ - აღნიშნა ჩვენებაში სასულიერო პირმა.

,,ოჯახური დანაშაულების სპეციფიკიდან გამომდინარე, სრულიად ბუნებრივია დაზარალებულის თავშეკავებულობა და სამართალდამცავი ორგანოებისადმი დაგვიანებით მიმართვა ან სრულიად გაუბედაობა. შეშინებული პოზიცია დადასტურებულია სრულიად ნეიტრალური მოწმის სასულიერო პირის ჩვენებით. ამასთან, დადასტურებულია, რომ ჩხრეკისას ამოღებული 7,62 კალიბრიანი „მოსინის“ კონსტრუქციის №BE 5913 იარაღი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, ვარგისია გამოსაყენებლად. სწორედ აღნიშნულ იარაღზე მიუთითა დაზარალებულმა, როდესაც განმარტა, რომ მუქარის ეშინოდა, რადგან იგი სახლში ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს.’’ - განმარტა მოსამართლემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020