Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
,,სუფთა რეგიონის'' კონკურსის 8 ნომიციაში შიდა ქართლიდან ვერც ერთი ქალაქი, სოფელი, დაბა, ქუჩა და ეზო მოხვდა
გამოვლინდნენ კონკურსის „სუფთა რეგიონი 2021“ გამარჯვებულები. ღონისძიება მეექვსედ აღინიშნა და ის 8 ნომინაციაში ჩატარდა.

კონკურსში მონაწილეობა შეეძლო ყველა მსურველს, რომელთაც საშუალება ჰქონდათ კონკურსის ორგანიზატორებისთვის ჩამოთვლილი ნომინაციების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალები წარმოედგინათ.

2021 წლის „სუფთა რეგიონის“ კონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულები არიან:

-  „სუფთა რეგიონი“ - კახეთის რეგიონი
-  „სუფთა მუნიციპალიტეტი“ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
-  „სუფთა ქალაქი“ - ქ. ლაგოდეხი
-  „სუფთა დაბა“ - დაბა მესტია
-  „სუფთა სოფელი“ - სოფელი ჭკადუაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი)
-  „ლამაზი ეზო" - ბესიკ პერტაიას ეზო (სოფელი ცაიში)
-  „ლამაზი ეზო“ (ორგანიზაციის) - ღვინის კომპანია შპს „მეღვინეობა ხარება“
- „სუფთა ქუჩა“ - მერაბ კოსტავას ქუჩა, ბოლნისის მუნიციპალიტეტი

კონკურსის კომისიის გადაწყვეტილებით სიგელები გადაეცათ:

-  მცხეთა-მთიანეთისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებს - ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის
-  „ლამაზი ეზო“ - კომპანია „შუმი“
-  „ლამაზი ეზო“ - ნუნუ კარდახელაშვილის ეზო (სოფელი ნუმისი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი)
-  „ლამაზი ეზო“- ბორის პაპასკუას ეზო (ქ. ფოთი)
- „სუფთა/ლამაზი ქუჩა“ - ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩა (ახმეტის მუნიციპალიტეტი)

პროექტს „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ არასამთავრობო ორგანიზაციები „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, შვედეთის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებენ.

"საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს" და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, დაჯილდოების ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, ერიკ ილესი ესწრებოდნენ.

"ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსია "სუფთა რეგიონი", რომლის ძირითადი მიზანი ნარჩენების მართვის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა, ასევე, სტიქიური ნაგავსაყრელების და ზოგადად, გარემოს დაბინძურების შემცირებაა. სუფთა ქუჩა და სუფთა რეგიონი სუფთა ქვეყანას ნიშნავს", - აღნიშნა გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020