Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
ქარელის მერიაში ჩივიან, რომ ერთ-ერთ კომპანიას 42 000 ლარით მეტი გადაურიცხეს
ქარელის მერიამ სასამართლო პროცესი წააგო კომპანიასთან, რომელსაც, მისი აზრით, უკან 42 000 ლარი უნდა დაებრუნებინა.

2022 წლის მარტის გადაწყვეტილებით, კომპანია ,,ხალი" ქარელის მერიას არ დაუბრუნებს 42 000 ლარს, რომელიც მას სამუშაოს შესრულების შემდეგ, პირგასამტეხელოს სახით, დააკისრეს.

კომპანია ,,ხალმა"" შეადგინა სოფელ ფცა-ღოღეთისა და სხვა დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის საჭირო პროექტი.

პროექტი ქარელის მერიაში 75 დღის დაგვიანებით წარადგინა. სამუშაოს ასანაზღურებულად კი 69 500 ლარი გადაურიცხეს. მოგვიანებით, ქარელის მერიამ კომპანიას მისწერა წერილი, რომ თანხის 65% უკან დაებრუნებინა.

კომპანია ,,ხალი"" ჩიოდა, რომ პირგასამტეხელოს თანხა უსაშველოდ გაბერილია. ქარელის მერია კი ამტკიცებდა, რომ კომპანიას თანხა არ ეკუთვნის, მიუხედავად იმისა, რომ პროექტი შედგენილი იყო.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე თვის შემდეგ, ,,ხალის"" მიერ შედგენილი პროექტის საფუძველზე ფცა-ღოღეთის გზა მოასფალტდა.

კომპანიის წარმომადგენელი ქარელის მერიის სახელზე გაგზავნილ ერთ-ერთ წერილში აღნიშნავდა სწორედ იმას, რომ სწორედ მისი პროექტით ნახა სარგებელი მერიამ და, შესაბამისად, პირგასამტეხელოს თანხა ამ მასშტაბის არ უნდა იყოს.

საიდან გამოთვალა მერიამ 42 000 ლარი? ამ საკითხზე იმსჯელეს სასამართლოზე. ქარელის მერიის იურისტი ამტკიცებდა, რომ პირგასამტხელოს თანხა გამოიანგარიშეს იმ ღირებულიდან, რაც გზის მოასფალტებისთვის იყო საჭირო. ასე მაგალითად, პროექტის მიხედვით, ფცა-ღოღეთის გზის მოასფალტება 2 მლნ ლარი ჯდებოდა. შესაბამისად, 0.02% გამოითვალეს 2 მლნ-დან და არა 69 000 ლარიდან.

სასამართლოს განმარტებით, ვალდებულების დარღვევის ფაქტი უდავო იყო და მერიას მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობაზე უნდა ემსჯელა;

სასამართლომ მიიჩნია, რომ ასეთი მაღალი პირგასამტეხლოს გათვალისწინება ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს.

ქარელის მერიის განმარტებით, სასამართლომ არ შეაფასა ვალდებულების დარღვევის ხარისხი, რომელიც არ იყო მცირე, რამეთუ მუნიციპალიტეტის მოთხოვნით შემსრულებელს კონკრეტულად ფცა-ღოღეთის ასფალტირების პროექტი უნდა წარედგინა იანვრამდე.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანია ,,ხალმა"" ქარელის მერიას მხოლოდ 1042 ლარი უნდა დაუბრუნოს.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020