Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
პერსონალური ასისტენტი / Qartli.ge
ტრენერმა იკითხა, გუშინ ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათო. ყველაზე მეტად დამამახსოვრდა და ცხოვრებაში არ დამავიწყდება ბათუმის ქუჩებში სეირნობაო, რადგან წლებია არ ვყოფილვარ ზღვიპირა ქალაქშიო. ბათუმის დათვალიერება კი მან პერსონალური ასისტენტის წყალობით შეძლო.

გორელი ზვიად ზვიადაძე 27 წელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. მას დიდი ხანია ,,პერსონალური ასისტენტი"" ჰყავს, უფრო სწორად, მისი მეგობარი 11 წელია გვერდით უდგას. ის ადამიანი, რომელიც წლებია მას ეხმარება, მალე ოფიციალურად გახდება პერსონალური ასისტენტი, რადგან სახელმწიფომ  ამ ინსტიტუტის დამკვიდრება და დაფინანსება უკვე გადაწყვიტა:



,,ამ ინსტიტუტის შემოღება აუცილებელია. მე უკვე დიდი ხანია მყავს პერსონალური ასისტენტი, მაგრამ სრულიად უსასყიდლოდ. მხოლოდ ჩემ ხარჯზე. ის რომ არ იყოს, მე ძალიან ბევრ ადგილზე გადაადგილება გამიჭირდებოდა, არა მარტო გადაადგილების კუთხით, ძალიან ბევრი საკითხია, რაშიც ის უკვე დახელოვნებულია. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ყველას არ შეუძლია შშმ პირის ასისტენტობა, ეს მოითხოვს ძალიან დიდ უნარს და გამოცდილებას."" - გვეუბნება ზვიადი.

ზვიად ზვიადაძე ჯერ კიდევ 22 წლის იყო, როდესაც ქვედა კიდურზე დაზიანება მიიღო.

,,ტრავმა მივიღე ცეცხლსასროლი იარაღით, 7 თვე გავიარე რეაბილიტაციის კურსი ერევანში. იქ შევისწავლე, თუ როგორც ცხოვრობენ შშმ პირები. ამან ჩემთვის შეცვალა ცხოვრება. მე ვუყურებდი ისე, რომ დასრულდა ცხოვრება, მაგრამ სინამდვილეში სულ სხვა რამ ხდებოდა. რეაბილიტაციის კურსი აუცილებელია. მაშინ 1995 წელი იყო, ისეთი პერიოდი იყო, რომ ყველაფერი წარმოუდგენელი იყო. ერევნიდან ჩამომიტანეს მეორად ეტლი"



,,დღეს დამოკიდებულება ბევრად შეიცვალა. არის უკვე ისეთი ორგანიზაციები, სასაც შშმ პირების დასაქმებაც შეიძლება. ყოფილა პერიოდი, რომ 3 დღის განმავლობაში ვნერვიულობდი, რომ ექიმთან მივდიოდი. ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ უნდა გაწვალებულიყვნენ ჩემ ჩასაყვანად. წარმოიდგინეთ, ამაზე 3 დღის მანძილზე ვნერვიულობდი. დღეს ეს ვითარება მკვეთრად შეცვლილია, თუმცა ბევრი სამუშაო მაინც ჩასატარებელია."" - გვიხსნის ზვიაიდი.

დღეს ქობულეთში სამუშაო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო, სადაც ის ადამიანები იყვნენ შეკრებილები, რომლებიც 3 რეგიონის (შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის) მუნიციპალიტეტებში მცხოვრები შშმ და სსმ პირების პრობლემებზე მუშაობენ.



ფოტოზე: ზვიადი ადაპტირებულ გარემოში 

აღნიშნულ შეხვედრას ორგანიზება საზოგადოება ,,ბილიკმა"" გაუწია. ეს ორგანიზაცია სლოვაკურ ორგანიზაციასთან ერთად, შშმ და სსმ (სპეციალური საჭიროების მქონე) პირების დასაქმების ხელშეწყობაზე მუშაობს.

ზვიად ზვიადაძე აქ წარმოდგენილი იყო გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის სახელით. ეს ორგანიზაცია კი წლებია შშმ და სსმ პირების პირობების გაუმჯობესებისთვის მუშაობს. ზვიადი ტიხრულ მინანქარს ამზადებს.

როდესაც სასტუმროში მივიდა, ზვიადს აქაც შეხვდა პრობლემები, მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო 5-ვარსკვალიავიანია, სასტუმროს ფოიეში პერსონალური ასისტენტის დახმარება მაინც დასჭირდა:



ფოტოზე: ზვიადი ადაპტირებულ გარემოში

,,თითქოს ყველაფერი მოწესრიგებია, თითქოს პანდუსიცაა, მაგრამ მაინც იყო ერთი მონაკვეთი, სადაც მარტო მე ვერ შევძელი გადაადგილება და დახმარება დამჭირდება. სასტუმროს ადმინისტრაციის თანამშრომელი შეეცადა დახმარებას, მაგრამ იცი რა მოხდა? მან არ იცოდა ის წესები და ამიტომ ვერ შეძლო დახმარება. ასეთ დროს შეიძლება უფრო სავალალო შედეგი დადგეს, რადგან ეტლი გადაყირავდეს. ამიტომ, რომ არ ყოფილიყო ჩემ გვერდით ჩემი ასისტენტი, ძალიან გამიჭირდებოდა ნომრამდე მისვლა"" - ამბობს ზვიადი.

,,ეს არის პიროვნება, რომელიც დიდი დროის მანძილზე შშმ პირთან ატარებს დროს. ახდენს დაკვირვებას გარემოზე, აფასებს სიტუაციას და რეაგირებს. მიწევს დახმარებას. გია ჭოჭელი ჩემი მეგობარია, ისედაც წლებია ვიცნობთ. უბრალოდ, ეს ნიუანსები, თუ როგორ ხდება დახმარება, ეს მოიტანა დროიმ, იმის ახსნამ, რა დროს რა ხდება, დროთა განმავლობაში, მიხვდა ამ ყველაფერს, შეისწავლა ყველაფერი და მოვდივართ ასე""

,,რომ იყოს დაფინანსების წყარო, სასურველია, რომ ადგილობრივმა მთავრობამ, ან სოციალურმა სამსახურებმა ეს გაითვალისწინონ. დიდი მნიშვნელობა აქვს პერსონალური ასისტენტისა და კლიენტის ურთიერთობა. არის რაღაც ნიუანსები, რასაც უცხო ადამიანს ვერ გაუზიარებ"



ფოტოზე: ზვიადი ადაპტირებულ გარემოში


ახალი დადგენილების მიხედვით, რომელიც 2022 წლის 18 თებერვალს მიიღეს, განსაზღვრულია, თუ ვინ შეიძლება იყოს პერსონალური ასისტენტი, რადგან აღნიშნული მომსახურების გაწევა ყველას არ შეუძლია.

პერსონალური ასისტენტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უწევს სათანადო დახმარებას დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და საკუთარი ცხოვრების კონტროლის გაზრდის მიზნით, აგრეთვე განათლების მიღებისას, სამუშაო ადგილზე, საჯარო სერვისებით სარგებლობისას ან ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას.

პერსონალური ასისტენტის მომსახურების წარმოდგენილი სტანდარტი არ ეხება განათლების სისტემაში პირის სპეციალიზებულ მომსახურებას და მხარადჭერას, რადგან აღნიშნული მიმართულება რეგულირდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეგულაციებით. თუმცა, ასეთ მომსახურებებთან დაკავშირება და მომსახურების მიღებაში ხელშეწყობა შეიძლება იყოს პერსონალური ასისტირების ნაწილი.

დადგენილების მიხედვით, პერსონალური ასისტენტის მომსახურების მიმწოდებლად კონკრეტულ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იურიდიული პირია (ორგანიზაციაა), რომელიც ასრულებს მუნიციპალიტეტის ორგანოს/დაწესებულების ან სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ პერსონალური ასისტირების მომსახურებას.

დამატებითი ინფორმაციით, დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ მერიის შესაბამის სამსახურებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020