Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
გორში მოლარეს ჯერ ფული მოპარეს, მერე სამსახურიდან გაათავისუფლეს
გორში ქსელური მარკეტ ,,ჯ-დან'' ქალი გაათავისუფლეს სამსახურიდან, რომელსაც 3 დღის წინ, ფული სალაროდან ამოაცალეს.

როგორც დადგინდა, მოპარული იყო თანხა 1000 ლარის ფარგლებში. იმ ღამით გორში კიდევ ერთი მაღაზია - ელიტელექტრონიკსი გაქურდეს. ასევე, მცირე ზომის მაღაზიაც.

როგორც გორელი სამოქალაქო აქტივისტი მინდია გოდერძიშვილი აღნიშნავს, კოკრეტულ შემთხვევაში საქმე ეხება ახალგაზრდა ქალს, რომელიც მარტო ზრდის შვილს:

,,ერთ-ერთ ქსელურ მაღაზიაში მოლარეს ამოაცალეს თანხა 1000 ლარის ფარგლებში....დამნაშავე დააფიქსირა კამერამ და დააკავეს, მაგრამ ის მოლარე სამსახურიდან დაითხოვეს, სავარაუდოდ უყურადღებობის გამო....ვისაც უმუშავია მსგავს პოზიციებზე, ყველამ იცის, რა მძიმე ასატანია მთელი დღის განმავლობაში ათას მყიდველთან ურთიერთობა.... ყველას უნდა ეფერო,უღიმო და ხშირად თვალი დახუჭო მათ, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულ გამოხტომებზე....ჩვენში გამყიდველი და მოლარე ხომ ხშირად არ აღიქმება საზოგადოების სრულფასოვან წევრად და შესაბამისად უხეში მოპყრობაც მოსულა...მოლარე გახლავთ ახალგაზრდა ქალი, რომელიც მარტო ზრდის შვილს და თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად იხარჯება, პატიოსნად ირჯება იმისათვის, რომ გადარჩეს....გადარჩეს თვითონაც და ელემენტარული კომფორტი შეუქმნას თავის შვილსაც, რომელსაც ისედაც ბევრი რამ აკლია....'' - აღნიშნავს მინდია გოდერძიშვილი.

მისი განმარტებით, ბიზნესი კერძოა, მაგრამ მიუხედავად ამისა დასაცავია აუცილებელი ნორმები, როგორც განრიგის და ანაზღაურების,ა სევე დასაქმება-დათხოვნის კუთხით.....

,,კარგი იქნება კომპეტენტური ორგანიზაციები თუ აქტიურად ჩაებმებიან მსგავსი შემთხვევების წამოწევასა და სათანადოდ პასუხის გაცემაში, ჯეროვნად გამოექომაგებიან ამ საჭიროების მქონე ადამიანებს და პრეცედენტებს შექმნიან სამართლიანობისა..... იმ ქსელური მაღაზიის მეპატრონე კი, როცა გადაწყვეტს ხალხის თვალში ანგელოზებთან წილნაყარი გამოჩნდეს და საკუთარი ჯიბიდან რაიმე მოწყალებას გაიღებს, მაშინვე უნდა შევახსენოთ, როგორ გაიმეტა სტაჟიანი, ერთგული და თავწახრილი თანამშრომელი მარტოხელა დედა ....'' - აცხადებს მინდია გოდერძიშვილი.


Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020