Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
ნდობის აღდგენის შესაძლებლობების შეფასება წარსულის გააზრების საფუძველზე
14 და 15 ივნისს ადამიანის უფლებათა ცენტრის ორგანიზებითა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფონდის IFA (Institut für Auslandsbeziehungen), Funding programme zivik მხარდაჭერით, გაიმართა კონფერენცია - „ნდობის აღდგენის შესაძლებლობების შეფასება წარსულის გააზრების საფუძველზე“ რომელიც 1990-იანი წლების ქართულ-ოსურ და ქართულ-აფხაზურ კონფლიქტებს მიეძღვნა. კონფერენციაზე განხილულ იქნა წარსულის გადაფასებისა და ნდობის აღდგენის ტენდენციები, რომლებზეც მოწვეულმა ექსპერტებმა და ანალიტიკოსებმა ისაუბრეს. კონფერენციას ესწრებოდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლები.

„1990-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტების შემდეგ 30 წელი გავიდა. შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესში, ქართულ მხარეს ჰქონდა მიღწევები, მაგრამ იყო შეცდომებიც, რამაც ჩიხში შეიყვანა დაპირისპირებულ მხარეებს შორის ნდობის აღდგენა და საზოგადოებებს შორის გაუცხოების შემცირების პროცესი. საჭიროა გასული 30 წლის შეცდომებისა და მიღწევების გადაფასება, რათა დაიგეგმოს სამომავლო, შედეგზე ორიენტირებული ქმედებები როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე - სამშვიდობო პროცესში ჩართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და წარმომადგენლების მიერ.“ - აღნიშნულია ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებაში.



14 ივნისის კონფერენცია ძირითადად კონფლიქტის რეტროსპექტივას, წარსულის შეცდომების გაანალიზების აუცილებლობას, შერიგებისა და უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მიმართულ ინიციატივებსა და საქართველოში კონფლიქტების ტრანსფორმაციის მიმდინარე დინამიკას დაეთმო. კონფერენცია ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორმა, ალეკო ცქიტიშვილმა გახსნა, რომელმაც ისაუბრა საკითხის აქტუალობასა და მის აუცილებლობაზე. კონფერენციას მოდერატორობას - ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე, ნინო კალანდარიშვილი უწევდა. მომხსენებლები იყვნენ: კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მალხაზ სალდაძე, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებელი უჩა ნანუაშვილი და კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი ვანო აბრამაშვილი. კონფერენციის მიმდინარეობის დროს მონაწილეებს შორის არაერთხელ გაიმართა დისკუსია და შემუშავდა რეკომენდაციები.

გორელმა სამოქალაქო აქტივისტმა და ლექტორმა, არინა თავაქარაშვილმა ისაუბრა სოფელ მეჯვრისხევის ბაზრობაზე, რომელმაც ბუნებრივი მომრიგებლის როლი ითამაშა, კონფლიქტის შემდეგ, მეჯუდის ხეობის ოს და ქართველ ხალხებს შორის:

,,შეიძლება ბევრს ღიმილი მოჰგვაროს ამან, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ არ შეიძლება რომ არ აღვნიშნოთ მეჯვრისხევის ფაქტორი, (მე თვითონაც ამ მხრიდან გახლავართ) სადაც გასულ საუკუნეში, ქართველებისა და ოსების მიერ ბუნებრივად შექმნილმა ბაზრობამ დააახლოვა ხეობის ქართველები და ოსები, იქ ყოველ კვირას ეწყობოდა დიდი ბაზრობა და ამან მოგვიტანა ის, რომ 2008 წლის ომის დროს, რუსულ ტანკებს გადაუდგნენ ოსები და რით გადავუხადეთ მათ მადლობა? - რით და ასე ურცხვად და დამამცირებლად, პომიდვრები დაუჭყლიტეს მათ ქართველებმა...“ - აღნიშნა ქალბატონმა არინამ.



კონფერენციას ესწრებოდნენ აგრეთვე საქართველოს ქურთთა ასოციაცია „რონაის“ წარმომადგენლები, რომლებმაც ადამიანის უფლებათა ცენტრს შესთავაზეს, რომ იმ საკითხებში, რომლებიც საქართველოს ეთნოსებს შორის კონფლიქტებსა თუ სხვა ურთიერთობებს ეხება, ჩართულები იყვნენ არა მხოლოდ ქონფლიქტის მონაწილე მხარეები, არამედ საქართველოში მცხოვრები სხვა ეთნოსების წარმომადგენლებიც, რადგან ის პროლემები, რომლებიც საქართველოს აქვს, საქართველოს ყველა მოქალაქეს თანაბრად უნდა ეხებოდეს და მონაწილეობას იღებდნენ მის პრევენციაში.

15 ივნისს გამართულ კონფერენციას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილე, ტანია ჰუტი, საელჩოს წარმომადგენლები და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დიმიტრი სანაკოევი ესწრებოდნენ.

ქალბატონმა ჰუტმა თავისი სიტყვა მისალმებით დაიწყო და მადლობა გადაუხადა ადამიანის უფლებათა ცენტრს ასეთი აქტიური მონაწილეობისთვის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და მხარეებს შორის ნდობის აღდგენის საქმეში. კონფერენციის ძირითად თემას წარსულის გადაფასების მნიშვნელობა წარმოადგენდა, შერიგების პროცესში. კონფერენციის მოდერატორმა, ნინო კალანდარიშვილმა - სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, კონფლიქტოლოგებისა და ექსპერტების მიერ შემუშავებული ხედვისა და რეკომენდაციების შესახებ ისაუბრა.

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმღვანელმა, დიმიტრი სანაკოევმა კი აღნიშნა, რომ - მხარეები ჯერ კიდევ არ არიან მზად შერიგებისთვის და ერთმანეთის შეცდომებზე საუბარს, ისევ დაპირისპირებისკენ მივყავართ. კონფერენციის მსვლელობისას არაერთხელ აღინიშნა, რომ დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც რუსეთის ყურადღება უკრაინისკენაა მიპყრობილი, საქართველომ უნდა გადადგას გონივრული ნაბიჯები და დაანახოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას, რომ საქართველო აღარ აპირებს ძალისმიერი გზებით მათ დაბრუნებას.


Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020