Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
მიუსაფარ ცხოველების შესახებ გორის საკრებულოში გახარიას გუნდის წევრებმა 14 რეკომენდაცია შეიმუშავეს
გორის საკრებულოს წევრებმა გახარიას გუნდისგან, შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიუაფარ ცხოველების პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება.

აღნიშნული რეკომენდაციები შემუშავებულია, როგორც საკრებულოს წევრების, ასევე კინოლოგების და ცხოველთა დამცველების მიერ.

საკრებულოს წევრები საკრებულოს თავმჯდომარეს დავით რაზმაძეს მიმართავენ, რომ ერთობლივად განიხილონ და შექმნან საკრებულოში სამუშაო ჯგუფი პრობლემის ეფექტურად და კორდინირებულად მოსაგვარებლად. ასევე შევიდეს ცვლილელები საკრებულოს N 57 დადგენილებაში.

1. აუცილებელია დადგენილებაში შევიტანოთ ცვლილება და გავამკაცროთ ნორმები! მუნიციპალიტეტი უფრო მეტად მომთხოვნი უნდა გახდეს იმ პირთა მიმართ ვისაც საკუთრებაში ყავს შინაური ცხოველი (ძაღლი/კატა) ან არის მიმკედლებელი.
2. გამკაცრებული წესები უნდა შეეხოს, გამრავლებას, ჰიგიენას, სამედიცინო სერვისებს და ქუჩაში უსაფრთხოების წესებს.
3. ცხოველთა ყოლის წესში უნდა დაკონკრეტდეს, აღნიშნული ნორმების დარღვევის ფაქტებზე მუნიციპალიტეტის მხრიდან დაჯარიმებაზე პასუხისმგებელი სამსახური.
4. დადგენილება შესაცველია, დოკუმენტში ნახსენებია ტერმინი თავშსერაფარი და შესაბამისი ღონისძიებები, რაც ახალ პოპულაციის მართვის სააგენტოში არ ხორციელდება.
5. აუცილებელია ჩატარდეს მუნიციპალიტეტის მაშტაბით ყველა ცხოველის (ძაღლი/კატა) აღრიცხვა, ყველა ცხოველზე შედგეს ინდივიდუალური პასპორტი (ფიზიკური+ელექტრონული) და შეიქმნას ერთიანი ბაზა ცხოველეთა კლასიფიკაციის მიხედვით.
6. აუცილებელია დადგენილებაში შემოვიტანოთ მიმკედლებლის სტატუსი და პრივილეგიები, რომელსაც მისცემს მუნიციპალიტეტი სპეციალური პროცედურის გავლის შემდეგ (პროვილეგიებში იგულისხმება დახმარება მუნიციპალიტეტის მხრიდან ცხოველთა საკვებით და სამედიცინო სერვისებით)
7. აღწერის პარალელურად უნდა ჩატარდეს ყველა ცხოველის (ძაღლი/კატა) დაჩიპვა (ელექტორნული ჩიპით) ასევე უნდა მოხდეს ყვითელი „ბირკით“ მონიშვნა, რათა ვიზუალურად იყოს გარჩევადი.  კლასიფიკაციის მიხედვით უნდა დაიჩიპოს უფასოდ მუნიციპალიტეტის მიერ, მეორე ნაწილი კი (პატრონიანი) ცხოველი უნდა დაიჩიპოს კერძო პირის სახსრებით.
8. აუცილებლად უნდა მოხდეს მეტისების სავალდებულო კასტრაცია/ სტერილიზაცია და ცოფზე ვაქცინაცია. (კლასიფიკაციის მიხედვით ცხოველთა ნაწილი უნდა გასტერილდეს და აიცრას უფასოდ მუნიციპალიტეტის მიერ, მეორე ნაწილი კი (პატრონიანი) ცხოველი უნდა გასტერილდეს და აიცრას
კერძო პირის სახსრებით.
9. აღწერის შედეგად გამოვლენილი სუფთა ჯიშების მფლობელებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია და გონივრული ვადა (პატრონიანი ცხოველის) ვაქცინაციაზე და დაჩიპვაზე.
10. აღწერის შედეგად გამოვლენილი ავადმყოფი ძაღლების შესახებ უნდაგაკეთდეს ცალკე საინფორმაციო ბაზა, რომლებსაც უნდა ჩაუტარდეს მკურნალობა (მიუსაფარს მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, კერძო მფლობელებაში მყოფს თვით დაფინანსებით) უკურნებელი სენით დაავადებულ ძაღლებზე უნდა გავრცელდეს დადგენილებაში მოქმედი ნორმები.
11. სააგენტოში აუცილებელია შეიქმნას 24/24 ქოლცენტრი, რომელსაც ექნება საშუალება ელექტრონულად ჩაიწეროს მოქალაქეთა ზარები და ასევე ქონდეს რეპორტინგის ფუნქცია.
12. აუცილებელია პროფესიონალი კინოლოგის დასკვნის საფუძველზე განსაკუთრებით აგრესიული ძაღლების მიმართ მკაცრი პოლიტიკის შემუშავება, საუბარია ცხოველებზე რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს მოქალაქეებს.
13. მუნიციპალიტეტში მომრავლებული ცხოველების (ძაღლი/კატა) პრობლემის მოგვარების სწორი პოლიტიკის შესამუშავებლად, აუცილებელია შეიქმნას დროებითი სამუშაო ჯგუფი საკრებულოში, რომელის მუშაობაშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც მერიის, საკრებულოს, სააგენტოს, კერძო კლინიკების მფლობელები და ცხოველთა უფლება დამცველები, ასევე სხვა დაინტერესებული მხარეები.
14. უნდა გაძლიერდეს და გამკაცრდეს სააგენტოს სწრაფი რეაგირების ჯგუფების მუშაობა, გამოძახების ვადების კონტროლი, პერიოდული რეიდები, ტექნიკური აღჭურვა სწრაფი რეაგირებისთვის


,,შიდა ქართლში არსებულ პრობლემათა შესახებ მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ რეგიონის ნომერ პირველ პრობლემას მიუსაფარ ცხოველთა საკითხი წარმოადგენს. ფრაქცია " გორი საქართველოსთვის" წარმომადგენლებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ იმსჯელეს და ეს ფრაქციის სხდომაზეც იქნა განხილული მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის ხელმძღვანელთან (ბ.გიუნაშვილი), ცხოველთა უფლებების დამცველებთან და მოქალაქეებთან ერთად. მიგვაჩნია, რომ მიუსაფარ ცხოველთა მოვლა-პატრონობის პრობლემა გაცილებით სერიოზულ და პროფესიონალურ დონეზე მიდგომას საჭიროებს, რომლის წარმატებით გადადაწყვეტაში აქტიურად უნდა ჩაერთოს როგორც შესაბამისი სამსახურები, ასევე სამოქალაქო აქტივის წარმომადგენლებიც, რათა თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებით, დროულად მოხდეს პრობლემაზე რეაგირება და მისი მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული სასიკეთოდ მოგვარება. აქედან გამომდინარე, ფრაქცია "გორი საქართველოსთვის" წევრები წერილობით მივმართავთ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ დავით რაზმაძეს, რომ მიუსაფარ ცხოველთა მოვლა-პატრონობის შესახებ არსებულ დადგენილებაში გათვალისწინებულ იქნეს ჩვენს მიერ შემუშავებული და წარმოდგენილი რეკომენდაციები და დამატებანი'' - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც გახარიას გუნდის წევრებმა დღეს შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020