Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
ბიუჯეტიდან ეპარქიის დაფინანსება სასამართლომ დისკრიმინაციად ჩათვალა
თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ეპარქიების დაფინანსება სასამართლომ დისკრიმინაციად მიიჩნია. საქმე ეხება ქვემო ქართლში, ბოლნისის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ,,სოციალური სამართლიანობის'' ცენტრის სარჩელის საფუძველზე მიიღეს.

როგორც ცენტრის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე აცხადებს, სასამართლომ ბათილად ცნო და დისკრიმინაციად მიიჩნია კონკრეტულად მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ადგილობრივი ეპარქიის დაფინანსება.

,,სასამართლო დავა 2019 წელს დავიწყეთ, რასაც დიდი წინააღმდეგობა მოყვა ადგილობრივი ეპარქიის მხრიდან და იყო უპასუხისმგებლო კამპანია თითქოს ჩვენ ვასაჩივრებთ მარნეულის სოფლებში ჯვრების აღმართვას, რაც იმთავითვე ავხსენით, რომ დაუსაბუთებელი პროვოკაცია იყო სარჩელის და ჩვენს წინააღმდეგ. ჩვენი მიზანია, რომ საჯარო რესურსები სეკულარული საჯარო მიზნებისთვის იხარჯებოდეს და სახელმწიფო პოლიტიკა გათავისუფლდეს რელიგიურ ორგანიზაციებს და ჯგუფებს შორის იერარქიზებისგან და უთანასწორობისგან.'' - ამბობს თამთა მიქელაძე.

იგი ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებას პრეცედენტული მნიშვნელობა ექნება სხვა მუნიციპალიტეტებში მსგავსი დისკრიმინაციული და არასეკულარული პრაქტიკების აღმოფხვრისთვის.

,,როგორც იცით, საბიუჯეტო დაფინანსების მიღმა, საპატრიარქო სარეზერვო ფონდებიდან და ადგილობრივი თვითმმართველობების ისედაც მცირე ბიუჯეტებიდან ხშირად იღებს დამატებით დაფინანსებებს (წლიურად თვითმმართველობებიდან დაფინანსება 3-4 მილიონს აღწევს ხოლმე). ცხადია, რომ ამგვარ პრაქტიკას იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები ცხოვროვენ დამატებითი სოციალური და კულტურული უსამართლობების კონტექსტი აქვს. ასე არის მარნეულის მუნიციპალიტეტშიც.'' - ასკვნის სოციალური სამართლიანობის ცენტრის დირექტორი.

ეპარქიების დაფინანსება შიდა ქართლში

2020 წელს, ქარელის მერიის ბიუჯეტიდან, 140 000 ლარი რუის-ურბნისის ეპარქიას გადაურიცხეს. ააიპ ,,ქარელის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის'' ანგარიშის მიხედვით, 140 000 ლარი საკულტო ნაგებობების აშენებისა და რეაბილიტაციის მიზნით დაიხარჯა.

მათ შორის, 100 000 (ასი ათასი) ლარი, ქარელში, სამღვდელმთავრო რეზიდენციის, ხოლო 30 000 ლარი, ქოზიფას მონასტერში, კელიების რეაბილიტაციას მოხმარდა.

როგორც აიპის ხელმძღვანელი ანგარიშში განმარტავს, ქოზიფას მამათა მონასტერში, კელიების გარდა, რეაბილიტაცია ბიბლიოთეკას ჩაუტარდა.

რაც შეეხება დანარჩენ 10 000 ლარს, ეს თანხა ბრეთის ეკლესიის ეზოს რეკონსტრუქციის მიზნით, გადარიცხეს.

2019 წელს გორის მუნიციპალიტეტმა ატენისა და გორის ეპარქიას 200 000 ლარი გადაურიცხა. მათ შორის 70 000 ლარი - ელექტროენერგიის გადასახადისთვის და 130 000 ლარი - ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაციისთვის.

2019 წელს ქარელის მუნიციპალიტეტმა - 110 000 ლარი გადაურიცხა.

2019 წელს კაპის მუნიციპალიტეტმა - 70 000 ლარი გადაურიცხა.

2019 წელს ხაშურის მუნიციპალიტეტმა - 100 000 ლარი.



იხ. ამავე თემაზე 

შიდა ქართლში ეპარქიების დაფინანსება გაზრდილია
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020