Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
ხაშურის ,,მიქელაანთ ვერხვების'' სამარხით ქართულ-ავსტრიული არქეოლოგიური ექსპედიცია დაინტერესდა
ფოტოზე: მიქელაანთ ვერხვების ტერიტორიაზე გათხრილი სამარხი

ხაშურის სოფელ წაღვლში, მიქელაანთ ვერხვების ტერიტორიაზე არსებულ სამარხს ქართულ-ავსტრიული არქეოლოგიური ექსპედიციის წევრები ესტუმრნენ.

როგორც ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ადმინისტრაცია ირწმუნება, ამ ექსპედიციამ მუშაობა შესაძლოა წაღვლშიც დაიწყოს.

მიზეზი ისაა, რომ სამარხში აღმოჩენილია ძვ.წ. აღ-ის მე-15 საუკუნის მასალები. ანუ იმ პერიოდის მასალები, რომელ პერიოდსაც ხოვლე-გორაში აღმოჩენილი მასალები უკავშირდება.

როგორც ირკვევა, ხაშურს ის ექსპედიცია ესტუმრა, რომელიც ხოვლე-გორაში არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებს.



ფოტოზე: ხოვლე-გორას სამარხი

უფრო კონკრეტულად, ხოვლე-გორას ნამოსახლარის ორ ფენაში გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა თარიღდება ძვ. წ. მე-15 - მე-14 საუკუნეებით, ხოლო ხაშურის სოფ. წაღვლის "მიქელაანთ ვერხვების" სამაროვანი ძვ. წ. მე-17 - მე-15 საუკუნეებით თარიღდება.

ხოვლე-გორას ექსპედიცია კი ხაშურს, მე-15 საუკუნით დათრიღებული მასალების შესწავლის მიზნით ესტუმრა.

დელეგაციაში ავსტრიის ქალაქ ინსბრუკის უნივერსიტეტის ანტიკური ისტორიისა და ძველი ახლო აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტის დოქტორი, არქეოლოგი ვალტერ ქუნთნერი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის მაგისტრანტი, საბა ბუგიანიშვილი და ქ. ინსბრუკის უნივერსიტეტის მაგისტრანტები: ფერდინანდ ქლეიჰონსი, ილარია ოტავიანი, პასკალ ქოსითსი შედიოდნენ..

,,მუზეუმში შედგა ძალიან საინტერესო დისკუსია, რის შემდეგაც მივედით დასკვნამდე, რომ აღნიშნულ მასალაზე ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ. ამ თანამშრომლობაში, რასაკვირველია, ჩართული იქნება ხაშურის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი, ბიძინა მურვანიძე. მასთან კონტაქტმა სამომავლო თანამშრომლობის სრულიად ახალი კონტურები გამოაჩინა. სტუმრების დაინტერესება იმდენად დიდი იყო, რომ გადაწყვიტეს აღნიშნული ძეგლების ლოკაციების ადგილზე გაცნობა. მაშინვე, დაიგეგმა და განხორციელდა ძეგლებზე მივლინება, რათა მომხდარიყო არქეოლოგიური დაზვერვითი სამუშაოები (ფოტოგრაფირება, აეროგადაღებები "დრონით" - აღნიშნავს მუზეუმის თანამშრომელი მზია ლობჟანიძე.

ვიმყოფებოდით სოფ. წაღვლში და ადგილ საციხურის გორაზე, სადაც, მიწის ზედაპირზე საინტერესო კერამიკული ჭურჭლის ნატეხები შეგროვდა.

ბოლოს, დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების საფუძველზე, გამოიკვეთა შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმსა და სოფ. ხოვლეს ქართულავსტრიულ არქეოლოგიურ ექსპედიციას შორის. მათ დიდი ინტერესი გამოხატეს, ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალის მიმართ, რომელიც მუზეუმში შემოტანილია როგორც გეგმაზომიერი არქეოლოგიური კვლევების შედეგად, ისე შემთხვევითი აღმოჩენების გზით.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020