Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
მსვლელობა ავტობანზე - პროტესტის მე-12 წელი ზეღდულეთში
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში 13 მოქალაქე დააჯარიმეს იმის გამო, რომ ისინი კერძო მესაკუთრების ნაკვეთებში იყვნენ შეჭრილები და განთავისუფლებაზე უარი განაცხადეს.

ამის გამო, ადგილობრივმა მცხოვრებმა დღეს დილიდან საპროტესტო აქციის გამართვა დაიწყეს. ისინი გორში მიემართებიან, რომლის კადრები, ავტობანზე, ტელეკომპანია ფორმულად გადაიღო.

თავის მხრივ ზეღდულეთში კერძო საკუთრების დაცვას ითხოვს ინვესტორის წარმომადგენელი. ადვოკატმა სასამართლოს მიმართა და მოითხოვა ტერიტორიის განთავისუფლება.

მისი თქმით, მიწის ნაკვეთების უკან დგანან ის ინვესტორები, რომლებსაც ქვეყნის აღმშენებლობა სურთ, მიწის ნაკვეთის დამუშავება, ადგილობრივების დასაქმება და ბევრი სიკეთის გაკეთება სურთ. ადვოკატ მერაბ დაღელაშვილის განმარტებით, კონკრეტული პირების განცხადება, რომ ,,არაბებს მიწებს არ დავუთმობთ'', ეს პროპაგანდისტული მიდგომა, რომელიც გარკვეულწილას მუშაობს საზოგადოებაში.

,,ეს ნაკვეთები ეკუთვნის ადამიანებს, რომლებმაც კეთილსინდისიერად შეიძინეს და სურთ მეურნეობის განვითარება. ამ დროს, მიდიან, დგამენ კარვებს და ამბობენ, რომ ეს მიწა ჩვენია და არაბებს არ დავუთმობთ. ჩემი მარწმუნებლის სახელით, მივმართეთ სასამართლოს, რომ მოხდეს ტერიტორიის განთავსიფლება. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სახელმწიფო მიმართავს სხვადასხვა ფორმას'' - ამბობს ადვოკატი.

10 წელზე მეტია სოფელ ზეღდულეთში ასეულობით ჰა მიწის ნაკვეთი ხელიდან ხელში გადადის, თუმცა ამით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მიწების პრივატიზაციით უკმაყოფილოები არიან, არაფერი იცვლება. ერთ-ერთი პირველი მასშტაბური აქცია 2011 წელს გაიმართა.

ბიზნესმენი, რომელსაც 2011 წელს ზეღდულეთის მოსახლეობა დაუპირისპირდა, გახლავთ ინდოელი ჯაგპალ სინგჰი. ის კანადაში, ტორონტოში ცხოვრობს. საქართველოში მან 2010 წლის 27 ოქტომბერს შპს ,,ფუდლენდი" დაარსა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი თავადაა. შპს ,,ფუდლენდის" დანიშნულებაა კვების პროდუქტების წარმოება და დისტრიბუცია.

2011 წლის 25 თებერვალს ჯაგპალ სინგჰმა გორის რაიონის სოფელ ზეღდულეთში 747 112 კვ.მ (75 ჰა) ფართი მიწის ნაკვეთი თამაზ მღებრიშვილისგან შეისყიდა. რამდენიმე ხანში სახნავ-სათესი სამუშაოების დაწყება სცადა. მიწის გაყიდვამდე, ყოფილი მფლობელი თამაზ მღებრიშვილი მიწას არ ამუშავებდა. ხოლო მოსახლეობას საქონლის ძოვებას არ უშლიდა.

საჯარო რეესტრის მიხედვით, 2021 წლის ოქტომბრიდან კერძო პირები არიან: გიგა ქათამაძე, ლაშა ჯღენტი, კახა შავდათუაშვილი (კომპანია ელგრანდის სახელით), რომლებმაც 2021 წლის განმავლობაში, მიწა კომპანია ,,ფუდლენდისგან'' შეიძინეს.

,,ფუდლენდს'' საკუთრებაში მხოლოდ მცირე რაოდენობა დარჩა. ფუდლენდი დააფუძნეს ინდოელმა ინვესტორებმა. თავდაპირველად ეს მიწის ნაკვეთები 2009 წელს შეიძინა კერძო პირმა თამაზ მღებრიშვილმა. მღებრიშვილმა კი ის ფუდლენს მიჰყიდა.

ამ კომპანიებს ინდოელი ინვესტორი ხელმძღვანელობდა. იგი მიწის ნაკვეთს 2011 წლიდან ვერ ამუშავებდა.

მიწის საერთო ფართობია 75 ჰა, რომელიც შემდეგ დანაწილდა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020