Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
გოგონა სოფელ აძვიდან, რომელმაც ინგლისურ ენაში 78 ქულა მიიღო (MAX/80)
მარიამ ძულიაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვში ცხოვრობს.

მან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისურ ენაში 78 ქულა მიიღო, მაქსიმალური - 80-დან. აბარებს ინგლისურ ფილოლოგიის ფაკულტეტზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

აბიტურიენტებს რჩევას აძლევს, რომ არ ინერვიულონ იმიტომ, რომ ნერვიულობა ხშირად ადამიანს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენაში ხელს უშლის:

,,სწორედ ნერვიულობის გამო შევცვალე სწორად დაწერილი 2 პასუხი და დამაკლდა ის 2 ქულა.  დაუღალავად შრომა ყოველთვის ფასდება.'' - ამბობს მარიამი.



მარიამი, როგორც აღვნიშნეთ, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ აძვში ცხოვრობს.

აძვის სიახლოვეს რუსეთის სამხედრო ბაზაა. ეს ერთ-ერთი იმ სოფელთაგანია, სადაც რუსეთის სამხედრო ტექნიკა სულ რამდენიმე მეტრშია.

,,მინდა აღვნიშნო, რომ გამყოფ ხაზთან ცხოვრება საკმაოდ რთულია, ვინაიდან მას თან ახლავს შიში და ფიქრი იმაზე, თუ რა იქნება ხვალ და კიდევ რამდენი ხანი შევძლებთ საკუთარ სახლში ცხოვრებას. აქ ცხოვრება და სწავლა ყოველდღე უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდება, თუმცა მე და აქ მცხოვრები ყოველი ადამიანი ვიმედოვნებთ, რომ დადგება დღე, როდესაც დავიძინებთ და არ ვიფიქრებთ იმაზე, თუ რა იქნება ხვალ. სწავლა გამყოფ ხაზთან არცთუ ისე მარტივია. რთულია იღვიძებდე და ხედავდე გამყოფ ხაზს, რომელიც დღითიდღე ფართოვდება, თუმცა ეს სრულიად არ მაშინებს, პირიქით მაძლევს მოტივაციას, რომ ვისწავლო და განვვითარდე, რათა შევძლო და ყველანაირად დავეხმარო ჩემს ქვეყანას''- გვეუბნება მარიამი.



2008 წლის აგვისტოს ომის დროს მარიამი 4 წლის იყო.

,,ომის დროს 4 წლისაც არ ვიყავი შესაბამისად ბევრი არაფერი მახსოვს ყველაზე პატარა ვარ კლასში, თუმცა მახსოვს ჩემი ოჯახის წევრებისა და მეგობრების მიერ მოყოლილი ისტორიები ბომბების, ტანკების და ჩვენი გმირი ჯარისკაცების შესახებ, რომლებიც სამუდამოდ დარჩნენ მათ მეხსიერებაში. ბავშვების რაოდენობას რაც შეეხება, ჩემს კლასში ყოველთვის ყველაზე მეტი ბავშვი იყო (16). იყო ისეთი კლასებიც, სადაც 3-4 ბავშვია. მახსოვს, ხშირად ეწყობოდა ღონისძიებები ჩვენს გასამხიარულებლად. მეოთხე კლასში ვიყავი, მგონი, ცნობილი მომღერლები რომ ჩამოვიდნენ და კონცერტი გამართეს სკოლაში.'' - იხსენებს მარიამი.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020