Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
,,დამცინეს, რომ ვსწავლობ ტურიზმის ფაკულტეტზე'' - ნინო ღონღაძე აბისიდან
ნინო ღონღაძე ქარელის სოფელ აბისიდანაა. სწავლობს თბილისში. ერთხელ დედაქალაქში აღმაშენებლის გამზირზე  რესტორანში უცხოელ მეპატრონეს გამოელაპარა.

,,აღმაშენებელზე ვზივარ და რესტორნის უცხოელი მეპატრონე დამცინის, რომ ვსწავლობ ტურიზმის ფაკულტეტზე.  ხომ წარმოგიდგენიათ, ახლა როგორ ვარ? 10 წელია ტურიზმში ვარ და მე ვერ ვიტყვი ამაყად, რომ ამ სფეროში ყველაფერი ვიცი."

ნინო qartli.ge-სთან ტურიზმის სფეროში არსებულ პრობლემებზე საუბრობს..

,, ეს იმიტომ დავწერე, რომ იმის მიუხედავად, რომ ტურიზმის მიმართულებით გავიარე ამდენი კურსი და დავამთავრე ორი უმაღლესი წითელ დიპლომზე. საქართველოში უცხოელებს მარტივად შეუძლიათ დასაქმება ამ სფეროში. სახელმწიფო არ მუშაობს ამ კუთხით, რის გამოც იმედგაცრუებული ვარ."" - გვეუბნება ნინო.

ნინო ღონღაძე გორის უნივერსიტეტში ტურიზმის ფაკულტეტზე სწავლობდა, ამჟამადაც ტურიზმის მიმართულებით იღრმავებს ცოდნას, თუმცა საკუთარი პროფესიით დასაქმება არათუ საკუთარ ქალაქში, ქვეყანაშიც კი რთული აღმოჩნდა, ამიტომაც ერთ-ერთ კომპანიაში კურიერად მუშაობს.

,, ადრეული ასაკიდან მაინტერესებდა მოგზაურობა და ისეთი საქმიანობა, რაც ბუნებას და ხალხთან კომუნიკაციას უკავშირდებოდა. ჩავაბარე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტურიზმის ფაკულტეტზე, ნათესავები წინააღმდეგი იყვნენი ჩემი არჩევანის და მიიჩნევდნენ, რომ ტურიზმი არაა მომგებიანი სფერო. მიუხედავად ყველაფრისა, ოთხი წლის შემდეგ, გავაგრძელე მაგისტრატურა სასტუმროს მენეჯმენტის მიმართულებით. ახლა კი ვსწავლობ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სადოქტორო პროგრამაზე. ვეძებ სამსახურს ტურიზმის მიმართულებით, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ."" - ამბობს ნინო.

ნინოს უკვირს, რომ უცხოელებს თბილისის ცენტრალურ უბნებში გახსნილი აქვთ რესტორნები, სასტუმროები და ტურისტული სააგენტოები. მათ მიერ გახსნილს ტურისტულ სააგენტოებს კი არ ჭირდებათ ნინოსნაირი კადრი:

,,ზოგიერთ შემთხვევაში ის ადამიანი, რომელიც ტურისტებს ემსახურება (ამ შემთხვევაში მძღოლი), არ ფლობს უცხო ენას და ქვეყნის ისტორიული და კულტურული ძეგლების შესახებ ინფორმაციას. პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ხშირად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტურისტული ინფრასტუქტურის გაუმართაობის გამო ტურისტი ვერ რჩება და იგი ვერ ხარჯავს ფულს ამ რეგიონის ეკონომიკის განსავითარებლად."" - გვეუნება ნინო და სამომავლო გეგმებსაც გვიზიარებს.

,, მომავალში ძალიან მსურს მქონდეს ჩემს სოფელში საოჯახო სასტუმრო და განვავითარო ქარელის რაიონში სოფლის ტურიზმი, რაც ვფირობ რომ ამჟამინდელი გადმოსახედიდან შორეული პერსპექტივაა თუმცა მიღწევადი.""

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020