Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
სახელმწიფო 10 თეთრს გადაუხდის კომპანიას, თუ 1 კგ ვაშლს 24 თეთრად ჩაიბარებს
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ გორში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

შეხვედრას ვაშლის გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

საკოორდინაციო შტაბში 50-ზე მეტი ადგილობრივი ახალგაზრდა დასაქმდა.

„წელს ველოდებით ვაშლის უხვ მოსავალს, დაახლოებით 120,000 ტონის ფარგლებში, საიდანაც, სავარაუდოდ, 40-50 ათას ტონამდე, არასტანდარტულია და გადამუშავდება. სექტორის მხარდაჭერის მიზნით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება - ამოქმედდა ახალი სახელმწიფო პროგრამა. არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების შემთხვევაში, იმ საწარმოებს, რომლებიც გადაიხდიან 1კგ ვაშლზე არანაკლებ 24 თეთრს, ჩვენ 10 თეთრის ოდენობით დავეხმარებით. ეს პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ფერმერებმა სრულად შეძლონ მიღებული მოსავლის დაბინავება; ამავდროულად, არასტანდარტული ვაშლი არის ნედლეული გადამმუშავებელი სექტორისთვის, რომელიც აწარმოებს პროდუქციას - წვენებს, ხილ-ფაფებს; ამ პროდუქციის დიდი ნაწილი გადის ექსპორტზე, მათ შორის, ევროკავშირის ბაზარზე“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

„არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის“ თანახმად, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2022 წლის 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

გარდა ამისა, არასტანდარტული ვაშლის შეუფერხებლად დაბინავების ხელშეწყობის მიზნით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ქვეკომპონენტი „არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი საწარმოებისთვის“ ამოქმედდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020