Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
მარიამ ჭალიძე თბილისის სამხატვრო აკადემიაში 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა
18 წლის მარიამ ჭალიძე თბილისის სამხატვრო აკადემიაში 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა. ამბობს რომ არ ელოდა, ამიტომაც ემოციების კადრებზე აღბეჭდვა ვერ შეძლო. ისე უბრალოდ ,,შეიხედა’’ ვებგვერდზე და საკუთარი შრომის სასიამოვნო შედეგი აღმოაჩინა.

,, იმდენად დიდი კონკურენცია იყო არც ველოდი თუ გრანტს ავიღებდი. უბრალოდ გადავამოწმე "ყოველი შემთხვევისთვის" და დავრჩი ზედმეტად ბედნიერი და ატირებული. კიდევ ის შემიძლია ვთქვა, რომ გრანტს ვერ ავიღებდი ჩემი უსაყვარლესი ხატვის მასწავლებლის გაბრიელ ველიჯანაშვილის თავდაუზოგავი შრომის გარეშე. ტელე-მხატვრობის ფაკულტეტზე ჩავირიცხე.‘’ - გვიზიარებს ემოციებს მარიამი.



მარიამი აპირებს ფილმის ჩანახატებზე, სცენარსა და გაფორმებეზე იმუშაოს.

,, კინო-ტელე მხატვრობა მოიცავს თეორიულ, პრაქტიკულ და ანალიტიკურ მუშაობას მხატვრობის სფეროში. ამასთანავე ხდება ძალიან ბევრი და საინტერესო თემის დამუშავება, როგორიცაა მაგალითად კომპიუტერული გრაფიკის სამგანზომილებიანი და ორგანზომილებიანი საანიმაციო და სამონტაჟო პროგრამები. რატომ ეს ფაკულტეტი? ალბათ იმიტომ რომ კინო-მხატვრობა ძალიან საინტერესო და ამასთანავე მნიშვნელოვანი სფეროა, რომელიც საჭიროებს განვითარებას.



მინდა აღვნიშნო ისიც, რომ კინო მხატვრებს არც თუ ისე იოლი საქმე აქვთ და ფაქტობრივად კინოს სილამაზე და მისი ესთეტიკურობა სწორედ კინო მხატვრის ხელშია.’’

მარიამ ჭალიძე გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარალეთში ცხოვრობს. დაამთავრა კარალეთის 1-ელი საჯარო სკოლა. 2019 წელს განათლების სამინისტროსგან წარჩინებული სწავლისთვის საჩუქრად ლეპტოპიც მიიღო. არის ოქროსმედალოსანი. მე-6 კლასიდან იყო გორის ანა ფერაძის სახელობის სამხავრო სკოლის მოსწავლეც. მარიამის საყვარელი მხატვრები ვან გოგი და ლეონარდო და ვინჩი არიან. ყველაზე მეტად უყვარს ლურჯ ფერში მუშაობა. ამბობს, რომ როცა ხატვა დაიწყო იმდენად პატარა იყო რომ არ ახსოვს. უყვარს ადამიანებისა და მათი ემოციების ხატვა. არაერთი ნამუშევარი აქვს შექმნილი პანდემიისა და კარანტინის თემატიკაზე.

მარიამისა და კიდევ რამდენიმე მხატვრის შემოქმედებაა გორში, მესამე საჯარო სკოლასთან განთავსებული პანო.



Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020