Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
შშმ პირები – საზოგადოებრივ საქმიანობაში


2022 წლის ივნისიდან საქართველოში ამოქმედდა პროგრამა, რომლის მიხედვით, სოციალურად დაუცველებს საზოგადოებრივ საქმიანობაში დასაქმების შესაძლებლობა მიეცათ. ამ პროგრამის მიხედვით, მიღებული თანხა 300 ლარის ოდენობით არ ჩაითვლება შემოსავლად.

როგორც გავარკვიეთ, ამ პროგრამაში წეროვანში მცხოვრები ია ქოქაშვილი ჩართეს, რომელიც შშმ პირი და სოციალურად დაუცველია. ამავე რეგიონში კიდევ რამდენიმე ადამიანი დასაქნდა საზოგადოებრივ საქმიანობაში.

აღნიშნულის შესახებ საზოგადოება ბილიკმა გვაცნობა. ბილიკის კოორდინატორის თამარ მაისურაძის განცხადებით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონი პირველია საქართველოში, რომელმაც ეს პროგრამა კონკრეტულად შშმ პირებს მოარგო.

ია ქოქაშვილი ახალგორიდან დევნილია.



,,რაც ყველაზე ძვირფასია ჩემთვის და ვერ მივდივარ და ყოველთვის გული მტკივა - ეს მამაჩემის საფლავია. ვერ შევდივარ ვერც აღდგომას. საბუთი არ მაქვს, ვერ ვაკეთებ.

,,22 წლის წინ ავარიაში მოვყევი. ახალი პატარძალი ვიყავი.ჩემი მეუღლე იჯდა საჭესთან. დედამთილი ადგილზევე დამეღუპა. მე ხერხემლის უმძიმესი ტრამვა მივიღე. მის შემდეგ 2 წელი გაუნძრევლად ვიწექი. მხარსახვევებით მატრიალებდნენ მშობლები.

მამა როგორ მატრიალებდა ხოლმე მხარსახვევით. მის შემდეგ 2 წელი რომ გავიდა, გავაჩინე ბიჭი, საკეისრო კვეთით. კიდევ ორი ბავშვი მეყოლა გოგონა და ბიჭი.
შემოვდივარ სამსახურის შემდეგ, საჭმელს ვაკეთებ, ბავშვებს ვუვლი, სარეცხს ვფენ. სარეცხი, სარეცხი,მარტო სულ სარეცხი…

გოგონას აქვს დაუნის სინდრომი. საავადმყოფოშიც მეუბნებოდნენ, გოგონა დატოვე საავადმყოფოშიო. მძიმე სტრესი განვიცადე ეს რომ საავადმყოფოს ექიმმა მითხრა. მაგრამ მე ვუთხარი, რომ არა! არაუშავს, ცალი ხელი რომ არ ჰქონდეს, ცალი ფეხი რომ არ ჰქონდეს-მეთქი მე მაინც უნდა წავიყვანო გოგონა სახლში-მეთქი.

მთავრობამ დამასაქმა კულტურული ღონისძიებების დამხმარედ. სახლიდან გამოვდივარ, ვახერხებ თავის მოწესრიგებას. ვცდილობ, უფრო მეტი გავაკეთო ჩემი შვილებისთვის. ‘’

გია გაბრიელაშვილი მეეზოვე



დუშეთის მახლობლად არის სოფელი, რომელსაც რადიოს დასახლებას უწოდებენ. ამ სოფელში ცხოვრობს გია გაბრიელაშვილი. ის მეეზოვედ მუშაობს. მას კომუნიკაციაში დისშვილი ეხმარება:

,,დაახლოებით ორი წლის იქნებოდა, როდესაც ფილტვების ანთება დაემართა.
ნემსებს უკეთებდნენ და გადაჭარბებული პრეპარატებით სმენა დაუწვეს. სმენა რო აღარ აქვს, საუბარსაც ვეღარ ახერხებს. ‘’ - ამბობს გიას დისშვილი.

გია გაბრიელაშვილი ჟესტების ენას თავისუფლად ფლობს. იცის წერა-კითხვა ქართულად , რუსულად და ინგლისურადაც.

,,სპეციალური განათლება აქვს მიღებული. მიუხედავად სოფლის ცხოვრებისა ჩემმა პაპამ და ბებიამ იზრუნეს იმაზე, რომ როცა თვითონ აღარ იქნებოდნენ ,ადაპტაცია ადვილად შესძლებოდა; რადგან მოგეხსენებათ შშმ პირია. მისცეს განათლება, რომ შემდგომში აღარ გასჭირვებოდა ცხოვრება და კომუნიკაცია სხვა ადამიანებთან.’’ - გვეუბნება დის შვილი.

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხედიდში, ტყის შესასვლელში ტყის მცველად მუშაობს სპარტაკ გალუსტაშვილი. ის წლების განმავლობაში არსად მუშაობდა. მხოლოდ საშინაო მეურნეობაში ეხმარებოდა ოჯახს და ასევე მცხოვრებლებს.



სპარტაკ გალუსტაშვილი: დარაჯი ვარ ტყის. მძიმის აწევა არ შეიძლება, თვალების ტკივილის გამო. რამოდენიმე ვაკანსია იყო და ეს ავირჩიე. იმიტომ რომ ტყეს კარგად ვიცნობ და მომწონდა ეს საქმე ტყეში სიარული. მოვდიოდი ამ ტყეში ხან შვინდის მოსაკრეფად , ხან ყვავილების მოსაკრეფად კაკლის მოსაკრეფად და ზეპირად ვიცი ყველა კუთხე -კუნჭული.’’

სოფელ ძეგვში სპორტ დარბაზის დარაჯად დაიწყო მუშაობა ოლეგ ირემაშვილმა. მან სამი წლის წინ მძიმე დაზიანება მიიღო:

,,ვმუშაობ ამჟამად სპორტ დარბაზის დარაჯად. მე მივიღე ტრამვა. დავვარდი, ფეხი დამიცურდა. შემდეგ გავიკეთე ურთულესი ოპერაცია, ვიყავი კომაში. საშინელი დღეები გადავიარე. მაგრამ ღვთის მადლით ამჟამად თავს კარგად ვგრძნობ,ნორმალურად. კარგად ვერა მაგრამ ნორმალურად ვარ. ყველაფერში სახელმწიფო ვერ დაგვეხმარება, ცოტა ჩვენც უნდა ვიაქტიუროთ,ჩვენც უნდა გავახილოთ თვალები. არ არის აუცილებელი ადამიანი მუშაობდე საჯარო სამსახურში . არის ათასნაირი სამსახურები, რომელსაც თუ არ ითაკილებ ადამიანი იმუშავებ, იშრომებ. ‘’



როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, შშმ პირთა დასაქმების იდეა სოციალურ პროგრამაში ეკუთვნის გუბერნატორის მოადგილეს გოჩა ქავთარაძეს.

გოჩა ქავთარაძე ამბობს, რომ ადამიანები კმაყოილები არიან იმით, რომ მათთვის შესაფერის გარემოს და პირობებს სთავაზობენ:

,,მიმდინარე წლის მაისში საზოგადოება ბილიკის და სლოვაკური ორგანიზაციის ტენენეტის ერთობლივი თანამშრომლობით. გაიმართა შეხვედრა, სადაც ძირითადი აქცენტები გაკეთებული იყო შშმ პირების ჩართულობასთან და დასაქმებასთან დაკავშირებით. სლოვაკურმა ორგანიზაციამ და მათმა წარმომადგენლებმა გვიჩვენეს ის გზები, თუ რა საშუალებებით და რა მეთოდებით შეიძლებოდა შშმ პირების ჩართულობა სხვადასხვა საზოგადოებრივ საქმიანობაში.’’ - ამბობს გოჩა ქავთარაძე.

მისი ინფორმაციით, მცხეთის მუნიციპალიტეტში 40-მდე შშმ პირია დასაქმებული.

რაც შეეხება დუშეთს, აქ 3 ადამიანი დაასაქმეს. დუშეთის მერიის სოციალური სამსახურის უფროსის თამილა ნადირაშვილის ინფორმაციით, ამ მიმართულებით მუშაობა კვლავ გრძელდება.

,,სლოვაკეთის ორგანიზაციამ სლოვაკეთის შშმ პირთა დასაქმების სლოვაკური გამოცდილება გაგვიზიარა. და ვფიქრობ, რომ მათგან ბევრი რამეა მისაღები. და შესაძლებელია, ჩვენს რეალობაშიც განვახორციელოთ.’’ - ამბობს თამილა ნადირაშვილი.

შედეგით კმაყოფილია საქართველოს დასაქმების სააგენტო. მისი დირექტორი ნინო ველთაური აცხადებს, რომ მცხეთა-მთიანეთის მაგალითი მთელ საქართველოზე გავრცელდება:

,,ადგილობრივმა თვითმმართველობებმა შეძლეს მოეძიებინათ შშმ პირებისთვის მისადაგებული საზოგადოებრივი სამუშაოები, შეეთავაზებინათ მათთვის და დღეს ეს ადამიანები არიან რეალიზებული და ახორციელებენ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას. ‘’ - ამბობს ნინო ველთაური.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020