Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
სადულის გოგოები ჩამოვიდნენ გუჯარეთის ხეობაში


,,იზო, იმას ხომ ხედავ რამხელაა?“

,,ხო, ის კაცი?“

,,ჰო, დედამისი ძაღიათის გვარისაა“

,,ძაღიათისას ემგვანება, აბა ვის ემგვანება. იმიტომ არის მაგხელა


ზინამ ეს იმიტომ უთხრა თავის დეიდაშვილს, რომ იზო გვარად ძაღიათია, იგივე ჯაგიევი..

სახუმარო დიალოგებით იყო სავსე მგზავრობა ძამის ხეობიდან გუჯარეთის ხეობამდე.

ზემფირა, ზინა და აზა მამების საფლავებზე წავიდნენ. ზემფირა და ზინა დები არიან, იზო კი, - მათი დეიდაშვილი.

ყველაფერი ორი წლის წინ დაიწყო, როდესაც ზინა სანაკოევმა შემოგვჩივლა, რომ მშობლიურ სოფელში, 30 წელზე მეტია არ არის ნაყოფი. მამის სოფელში წაყვანა ჩვენ შევთავაზეთ, თუმცა შინაური საქონლისა და ფრინველის ჯავრი ჰქონდა.

ზინა ძამის ხეობაში, ორთუბანში ცხოვრობს. მისი შვილები და შვილიშვილები ვლადიკავკაზში არიან.

,,საქონელი არსად გაგექცევა, იქ კიდევ ვინ იცის კიდევ როდის ახვალო, ამიტომ გაყევი ჟურნალისტებსო“ - შემოუთვალეს შვილებმა ვლადიკავკაზიდან.

მას შემდეგ ზინა ყოველ წელს ადის სოფელ ღვთისმშობელში (ყოფილ აიდაროვში), ღვთისმშობლის დღესასწაულზე.

პანდემიის გამო ზინასთან შვილები და შვილიშვილები თითქმის ორი წელი ვერ ჩამოდიოდნენ. პანდემიის შემდეგ, სტუმრები წელს ჩამოვიდნენ, მათ შორის და და დეიდაშვილი.

მანქანა ორთუბანშივე იშოვეს.




ზემფირა, ზინა და იზო იმ დროს დაიბანდნენ, როდესაც ბორჯომიდან გუჯარეთის ხეობაში ურმით და ცხენებით დადიოდნენ.

,,ჩვენს ბავშვობაში, მამა რომ ჩადიოდა ბარში, ბორჯომში, იქიდან უნდა ამოეტანა მთელი წლის მარაგი. ყიდიდა თავის ნაშრომს და მერე დაბლა ბორჯომში ყიდულობდა. ისე ვიზრდებოდით, რომ ოსი ადამიანის გარდა, არავინ გვყავდა ნანახი. სკოლაში გამოგზავნეს ქართველი მასწავლებელი. სპეციალურად მივდიოდით ხოლმე, რომ გვენახა როგორი იყო ქართველი ადამიანი; როგორ და რა ენაზე საუბრობდა, ძალიან გვაინტერესებდა“ - იხსენებენ დები.

მოგვიანებით, სამანქანო გზების მოწესრიგება დაიწყო. გუჯარეთისა და ძამის ხეობების მოსახლეობას ერთმანეთში მიმოსვლა შედარებით გაუმჯობესდა. ამ ორი ხეობის მოსახლეობას შორის დანათესავების ტრადიცია საკმაოდ დიდი იყო.

ასე აღმოჩდნენ გოგოები გუჯარეთის ხეობიდან ქარელის რაიონში. შემდეგ კი, ვლადიკავკაზში წავიდნენ, ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს.

ზემფირას და ზინას მამას ერქვა სადული. მას გოგონები გამორჩეულად უყვარდა. ამიტომაც, შვილებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია მამის საფლავზე მისვლა.

დღეს საფლავები გადაქელილია, დიდი ალბათობით საქონლისგან. თუმცა, მამების საფლავს მიაგნეს.

ერთ-ერთ სოფელში ნახეს ქალი, რომელიც 30 წელია ამ სოფელში ცხოვრობს: ,,ჩვენ სოფელ მოხისიდან ამოვედით აქ, 1995 წელს, 30 წელია აქ ვცხოვრობთ, ზამთარ-ზაფხულ'' - უთხრა მასპინძელმა ზემფირას.

90-იანი წლების ტრაგიკული ისტორიების შესახებ აზამ საკმაოდ ბევრი გვიამბო. განსაკუთრებით, ის პერიოდი, 9 სოფლის მოსახლეობამ გახიზვნა რომ დაიწყო. ვინც ვერ მოასწრო წასვლა, ტყისკენ გაიქცა. სამი დღედაღამე ტყეში გაატარეს – მაისში.

,,კარგ ცხოვრებას რომ მივაღწიეთ, ავეწყეთ. წყალსაც სოფელი ერთი წყაროდან აღარ ზიდავდა. მილები ჩაყარეს და ისე ვიყავით უკვე რომ - აბანოც გავაკეთოთო. მაგრამ 1992-93 წლებში დაიწყო რაღაც არეული დრო, ხალხმა ლაპარაკი დაიწყო - რეკავენ, რეკავენო; ქართველები აირივნენ, „სტუმრად იყავით და ახლა წადითო!“ და წუხდა ხალხი, აბა თავიანთი ნაწვალები, ამდენი ხანი აქ ცხოვრობდნენ, - როგორ ვიქნებით ახლა, საით წავიდეთო. ვლადიკავკაზისკენ ბევრმა გზაც არ იცოდა, აქ დავიბადეთ, ჩვენი სამშობლო ეს იყო და აქ ვცხოვრობდით. ჰო და ახალგაზრდებმა თავიანთი ოჯახები გაარიდეს და დარჩა მხოლოდ ასაკიანი ხალხი.“ - იხსენებს იზო ჯაგიევი.

ერთ საღამოს სოფლები პანიკამ მოიცვა. არაფორმალების შესვლისა და სოფლების დაწიოკების შესახებ გავრცელდა ხმა. მოსახლეობა მთებისკენ და ტყეებისკენ გაიქცა.

,,მაისი იყო, მაისში აქ თოვლია ხოლმე. და ტყეში დარჩნენ სამი დღე და ღამე. მერე ვიღაც გამოჩნდა მაშველად. წალკაში შეატყობინეს - ასე, ოსები ტყეში დარჩნენ და უშველეთო. ხო და წალკელები გადმოვიდნენ, წაიყვანეს, საავადმყოფოებში მიიყვანეს; ბევრიც დაიღუპა იქ. ბევრს უშველეს. ვლადიკავკაზში შეატყობინეს და ვერტმფრენით გადაიყვანეს ხალხი. კიდევ მთლიანად არ ვყვები, მეც გათხოვილი ვიყავი, აქ აღარ ვიყავი, მაგრამ ასე იყო ზუსტად.“ - ამბობს იზო.

სოფლები საკმაოდ დიდ მანძილზეა გადაჭიმული. ამინდი მუდმივად იცვლება. გუჯარეთამდე კიდევ 2-3 კმ იყო დარჩენილი, თუმცა ხეობის მთავარ სალოცავთან – ღვთისმშობლის ეკლესიასთან გავჩერდით საბოლოოდ:



,,აგერ გუჯარეთს რომ ეძახიან, დიდი სოფელია, ჩვენი ნათესავი გოგო იყო გათხოვილი, კატო. მივიდნენ ბოროტმოქმედებები მათთან. ვიღაცამ მოისმინა, - ბალიშებზე იჩხუბეს ქალებმაო; „არა, დიდი ბალიში მე მინდაო, ეს მე დავნიშნეო“ - ლოგინზე. იქ მამიდაჩემს გასათხოვარი გოგო ჰყავდა და სახლი სავსე ჰქონდათ მზითევით. ხოდა ზიდავდნენ, წაიღეს კასრი ყველით სავსე და ერბოთი სავსე და იძახდნენ - „ოი, არ ვიცოდით ასე მდიდრულად თუ ცხოვრობდნენ აქ ოსებიო.“ - ასე წაიღეს იმათი ქონება.“

იზომ საქართველოს ისტორიის ტრაგიკული პერიოდი გააცოცხლა, ცდილობდა 90-იანი წლების დაპირისპირების ეპიზოდები, ცადაზიდულ მთებს შეხიზნული ხალხი უკეთ წარმოედგინა. ამ ყველაფერს მოყვა ის ამბავი, რომ ადამიანებმა, მათ შორის, ასაკიანმა ხალხმა ახალი ცხოვრება დაიწყეს.

,,ძნელია მეორე ცხოვრების დაწყება, ხომ გესმის? ძალიან ძნელია. და აქ ვინცაა შეჩვეული ამ ჰაერს, იმათაც ენატრებათ. ახლაც ჩემი დეიდაშვილი,ზემფირა, ამდენი წელია დეპრესიაშია, შვილი მოუკლეს და თავის შვილს ისე არ გლოვობს ალბათ, როგორც ამ ადგილის მიტოვებამ მის გულს დიდი ტკივილი მოუტანა, ასეთი რამ არ ვიცი. ხოდა აქ ვიღაცები იყვნენ ამოსულები, ფოტოები გადაიღეს და რომ გავუგზავნე - „ოი, ნუ მიგზავნი, გული გამითბაო“ ხოდა ახლა წამოვედით იმიტომ, რომ ამ გოგომ ნახოს. მეც როგორ არ მაინტერესებდა, ჩემი სახლი ვნახო, ავალთ და ვნახავთ, მაგრამ ამას უფრო აინტერესებდა და უნდოდა აქ წამოსვლა.“

დღის ბოლოს ღვთისმშობლის ეკლესიის ეზოში სუფრა გაიშალა.

წლები გადის... აქაური ოსების წუხილი არ ნელდება, ფიქრობენ, რომ მოვლენებს შესაბამისი შეფასება არ მიეცა. სადღესასწაულო დღეებში მშობლიურ სოფლებს ვლადიკავკაზიდან ჩამოსული ბევრი ადამიანი ნახულობს.

გუჯარეთის ხეობა ნელ-ნელა მაინც იცვლება. მთის კალთებზე უკვე ხშირად დაინახავთ საქონელს; ახალ-ახალ შენობებს – ფერმებს; ფერმერები არიან როგორც ადგილობრივები (ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან), ასევე ეთნიკური აზერბაიჯანელები.

ხეობაში მისასვლელი გზა კი საკმაოდ დაზიანებულია. წვიმიან პერიოდში გაუვალიც კი ხდება. 


Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020