Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
,,თურმე რამდენი ადამიანის გადარჩენა შეიძლებოდა ომის დროს, მედიცინა წინ წავიდა'' - ექიმი მერაბ მაისურაძე
გორმედის ექიმი მერაბ მაისურაძე აცხადებს, რომ დღეს მედიცინა იმდენად წინაა წასული, რომ მაგალითად 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, უფრო მეტი ადამიანის გადარჩენა შეიძლებოდა.

ამის შესახებ ქირურგი იმ ინტერვიუში საუბრობს, რომელიც გორმედის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

მერაბ მაისურაძე საავადმყოფოში 1999 წლიდან მუშაობს და ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელია.

კითხვაზე, თუ რას ნიშნავს მისთვის აგვისტოს ომის მძიმე დღეები, მერაბ მაისურაძე პასუხობს:

- დიახ ნამდვილად ასე იყო, 9 აგვისტო ძალიან კარგად მახსოვს, რადგან ამ დღეს დაიბომბა გორში სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობა, რის შედეგადაც, ტრავმა მიიღო ჩვენმა ერთმა ექიმმა, რომელსაც დასჭირდა სასწრაფო ოპერაცია. იმ პერიოდში, ფაქტობრივად, ნახევრადგანადგურებული სამედიცინო ინფრასტრუქტურის პირობებში მოხერხდა ოპერაციის ჩატარება. დღეს ეს ექიმი ჯანმრთელად არის, საზღვარგარეთ მუშაობს.

,,გვახსოვს, როცა 12 აგვისტოს რაკეტა ჩამოვარდა ქალაქის ცენტრში, მაშინაც მასობრივი შემოყვანა იყო პაციენტების ჩვენს კლინიკაში. ეს ორი დღე ყველაზე რთული იყო. ძალიან რთულია იყო ამ ტრაგედიის თანამონაწილე მითუმეტეს მაშინ, როცა დღევანდელი გადასახედიდან, თურმე რამდენიმე ავადმყოფის გადარჩენა შეიძლებოდა, რომელიც ვერ გადავარჩინეთ, რადგან წარსულში ასე წინ წასული არ იყო მეცნიერება და არ არსებობდა თუნდაც ისეთი ტიპის სასუნთქი აპარატები, რომელიც დღესდღეობით გვაქვს". მედიცინა ძალიან სწრაფად ვითარდება და ამ სფეროში 1 საათიც, 1 დღეც და 1 წელიც ძალიან ბევრს ნიშნავს.'' - განაცხადა მერაბ მაისურაძემ.

მერაბ მაისურაძე ამბობს, რომ გორმედის კლინიკას ქირურგიის სარეზიდენტო პროგრამა ემატება:

,,ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, რეგიონული მასშტაბით გორმედი ბევრ ისტორიას ინახავს, გამოცდილებამ და პრაქტიკამ, სასწავლო მიზნებისთვის ადაპტაციამ, სურვილი გააჩინა იმის, რომ ისტორიაში ჩავეწეროთ არა მხოლოდ ომითა და თავდადებით, არამედ მომავლისკენ ჭვრეტით, გვეამაყება ის, რომ ვზრდით ექიმებს და ექიმის სტატუსს პირველად ჩვენს გუნდში ვანიჭებთ.''

მერაბ მაისურაძეს ჰქონია შემთხვევა, როდესაც ერთდროულად ორი პაციენტისთვის უნდა ჩაეტარებინა ქირურგიული ოპერაცია:

,, 2 თვის წინ ავტოკატასტროფის შედეგად იყო შემოყვანილი ორი უმძიმესი პაციენტი, ორივე ერთდროულად საჭიროებდა კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას მათ ერთად ჩაუტარდათ სასწრაფო ოპერაცია, თითოეული მათგანი სრულად გამოჯანმრთელდა და დღეს აქტიურ ცხოვრების წესს ეწევა.''

წაიკითხეთ უფრო ვრცლად მერაბ მაისურაძის ინტერვიუში გორმედის გვერდზე
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020