Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
რა მოხდა მესამე სკოლაში პედაგოგსა და მშობელს შორის - ინტერვიუ
გორის მესამე სკოლაში, რამდენიმე დღის წინ, ერთმანეთს მშობელი და პედაგოგი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ეს ამბავი დიდი ხნის წინ დაწყებული პრობლემის გაგრძელება აღმოჩნდა, რომლის მოგვარება მშვიდობიანი გზით ვერ მოხერხდა.

სკოლამ, მანდატურმა, განათლების სამინისტრომ, შსს-მ სცადა, რომ ეს ამბავი კოლის კედლებს მიღმა არ გასულიყო, თუმცა ჩვენს რედაქციას ინფორმაცია სხვა მესამე პირების წყალობით მიაწოდეს. გვაცნობეს, რომ მშობელმა პედაგოგი თმებით ითრია.

კონფლიქტში მონაწილე მშობელი ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ ყველაფერი პირიქით მოხდა და ის და მისი შვილი თავად არიან პედაგოგის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი.

„ახლაც მიმძიმს ამ ძალადობის ფაქტზე საუბარი, მაგრამ ის რაც ვრცელდება, ვითომ ჩემი მხრიდან იყო მასწავლებელზე თავდასხმა, ეს არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია. ჩემი შვილი დარეგისტრირებული იყო სხვა სკოლაში. ოჯახური პირობების გამო, გადავწყვიტეთ, მესამე სკოლაში მობილობით გადაგვეყვანა. სწავლის დაწყებიდან დაახლოებით თვენახევარში მირეკავს დირექტორი და მიბარებს სკოლაში. როდესაც მივედი, დირექტორის კაბინეტში დამხვდა ბავშვის პედაგოგი და მანდატური. გამიკვირდა და ვერ მივხვდი, რა შეიძლებოდა დაეშავებინა ჩემს პირველ კლასელ შვილს ისეთი, რომ მასწავლებელმა დირექტორის და მანდატურის ჩარევა გადაწყვიტა.“

მასწავლებელმა დირექტორის თანდასწრებით შესთავაზა მშობელს ბავშვის სხვა სკოლაში გადაყვანა, რადგან მას თანაკლასელთან კონფლიქტი მოსდიოდა.

„პედაგოგმა მითხრა, რომ ჩემს შვილს ერთერთ კლასელთან მოსდიოდა კონფლიქტი, რომელსაც თავად ამზადებდა სწავლის დაწყებამდე. ამიტომ შემომთავაზა, რომ ჩემი ბავშვი გადამეყვანა სხვა, ფასიან სკოლაში, სადაც მცირე კონტიგენტია. მაშინვე მივხვდი, რომ პედაგოგი ბავშვებს არ აყენებდა თანაბარ პირობებში და მის პრობლემას ჩემი შვილის სკოლიდან წასვლა მოაგვარებდა. დირექტორმა კი მითხრა, რომ თანაკლასელებს შორის პრობლემის მოსაგვარებლად, ფსიქოლოგი ჩაგვერთო, რასაც, რა თქმა უნდა, დავთანხმდი და ვუთხარი, რომ პროცესი დაეჩქარებინათ.“ - ამბობს მოსწავლის დედა.

მშობელი იხსენებს, რომ მისი შვილიც არაერთხელ მისულა სახლში ნაცემი, რის გამოც მოsთხოვა ფსიქოლოგს შვილის თანაკლასელთანაც ემუშავა.

„პედაგოგთან ერთად, ჩემი შვილის კლასელის დედაც მომიწოდებდა, რომ ბავშვი სხვა სკოლაში გადამეყვანა. რადგან მე ბავშვის გადაყვანაზე უარი ვთქვი, მასწავლებელმა ჩემი შვილი უფრო მეტად აითვალწუნა და კონფლიქტიც მეტად გაღვივდა. ამის შემდეგ, მან ფარულად დაწერა განცხადება, მშობლებს უთხრა, რომ რადგანაც კანონით მას ამის უფლება არ ჰქონდა, ამ განცხადებისათვის ხელი მშობლებს მოეწერათ, უფრო კონკრეტულად მშობლების სახელით მოითხოვდა ბავშვის კლასიდან გაძევებას. რამოდენიმე მშობელმა მოაწერა ხელი, თუმცა მას შემდეგ, რაც კარგად გააცნობიერეს განცხადების შინაარსი, ყველამ ერთად მოითხოვა ამ განცხადების გაუქმება.“- იხსენებს მშობელი.

დედა ამბობს, რომ მასწავლებელი უფრო მეტად გაღიზიანდა იმ ფაქტით, რომ მშობლებმა განცხადება უკან გამოითხოვეს, რის გამოც მისი მხრიდან აგრესია უფრო გამწვავდა.

„ჩანიშნა მშობელთა კრება, სადაც გაგვლანძღა ყველა მშობელი. გვეუბნებოდა „სად გაიზარდეთ“ „სად დაიბადეთ“ „ ხან ერთი გინდათ, ხან მეორე“ უაპელაციოდ ჩემს შვილს უწოდა ავადმყოფი. საუბრობდა მხოლოდ ჩემს შვილზე. შემდეგ გამოაღო კარადა, აიღო ჩემი ბავშვის ნივთები, დამიყარა მერხზე და მითხრა, წაიყვანე ამ სკოლიდანო. ესე იგი გვაგდებ მეთქი? ვკითხე მე. მან კი მიპასუხა „დიახ, გაგდებთ“-ო. არ ვიცი ჩემს მიმართ რატომ იყო ასეთი აგრესიული. მე უბრალოდ ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებოდი ყველა იმ პროცესს, რაც სკოლისგან იყო შემოთავაზებული. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჩემი მხრიდან იყო აბსოლუტური მზაობა. ვფიქრობ, მისი გაღიზიანების მიზეზი ის იყო, რომ მარტივად ვერ დაგვატოვებინა სკოლა. ბავში მეგობრობს თავის კლასელებთან, უყვარს თავის სკოლა, ის კი მიზანმიმართულად აღვივებდა უმნიშვნელო კონფლიქტსაც კი.“- გვიყვება მოსწავლის დედა.

მას შემდეგ, რაც მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა, კლასში სპეცპედაგოგი შევიდა, რადგან დაკვირვება ეწარმოებინა სასწავლო პროცესზე.

„დამატებით პედაგოგს ბავშვებზე დაკვირვებით უნდა გამოეტანა სრული ინფორმაცია. რა თქმა უნდა დამატებითმა პედაგოგმა დაინახა, რომ კლასში საგანგაშო არაფერი ხდებოდა და რეალობა სრულიად ეწინააღმდეგებოდა დამრიგებლის მონათხრობს. ამის პარალელურად მერ დავდიოდი სკოლაში და ჩემს შვილს დერეფანში ვუცდიდი, რადგან თუ პრობლემა ისევ შეიქმნებოდა, პედაგოგს დავხმარებოდი. ინციდენტის დღესაც დერეფანში ვიდექი და ველოდებოდი, როდის შევიდოდა სპეცმასწავლებელი საკლასო ოთახში, რათა მე წავსულიყავი სამსახურში. ამ დროს საკლასო ოთახიდან გამოდის პედაგოგის ბრაზნარევი ხმა. ბავშვებს ხმამაღლა ესაუბრება და ეკითხება: ვინ აიღო ფული? რომელმა მოიპარეთ თქვით! შენ დაინახე, ვინ აიღო?“

,,ჩემთვის უსიამოვნო იყო ამის მოსმენა, დავურეკე დირექტორს, რადგან არ მინდოდა მარტო შესვლა. დირექტორმა მომწერა, რომ გაკვეთილზე იყო.''

,,ვიფიქრე, ჩემი შვილი ისედაც ამოჩემებული ყავს და ბრალი არაფერში დასდოს-მეთქი. ამიტომ შევედი კლასში და ვუთხარი, რომ ჩემი შვილის დაკითხვას დავესწრებოდი. ამ დროს, ჩემთვის მასწავლებელს არ გაუცია არანაირი პასუხი, უბრალოდ წამოვიდა ჩემი მიმართულებით, მწვდა ყელში, მომიქეჩოვა და ბავშვების თანდასწრებით ძალდატანებით მიბიძგა კარისკენ, გაეთრიეო. მე ვუთხარი, რეებს კადრულობთ-მეთქი. ალბათ უცებ გააცნობიერა, რომ ეს არ შერჩებოდა და თავის გადარჩენის მიზნით, აქეთ დამემუქრა და კლასიდან გავარდა. მე კლასში დავრჩი, რადგან ბავშვებს მარტო ვერ დავტოვებდი. გაოგნებული ვიყავი. ამ დროს მოვიდა დირექტორი, იკითხა, რა მოხდაო. მე ვუამბე, რაც მოხდა, ბავშვებიც შემოეხვივნენ დირექტორს და დაუდასტურეს ჩემი მონაყოლი. ბავშვებს გაფართოვებული შეშინებული თვალები ჰქონდათ.“- იხსენებს მშობელი

ბავშვის დედა ამბობს, რომ საპატრულო პოლიცია თავად გამოიძახა, რადგან პედაგოგის მხრიდან წამოსული აგრესია, ვერავინ მოაგვარა, გადაწყვიტა საკუთარი თავი თავად დაეცვა.

„ამ ყველაფრის გადატანის შემდეგ, ისევ მე მომიწია ყველაფრის დათმობა და გაჩუმება, საპასუხოდ კი დეზინფორმაცია და დაუმსახურებელი ლანძღვა მივიღე. ბავშვს, რომელზეც ყველა პედაგოგი, მათ შორის, დამრიგებელიც ამბობდა, რომ უნიჭიერესი და ზე განათლებულია, უბრალოდ ცელქობა ვერ აპატია და არ დაგვაცადა, რომ ერთობლივად მოგვეგვარებინა ეს პრობლემა. ვისაც როგორ უნდა, ისე გაიგოს. მე კი, რომ ვიცოდე, რომ იგივეს გადატანა თავიდან მომიწევს, ისევ ისე მოვიქცეოდი და დავიცავდი, როგორც ჩემი შვილის, ისე სხვა ბავშვების ინტერესებს."

ამავე კლასის სხვა ბავშვის მშობელი, რომელიც ინციდენტის და მთლიანი პროცესების მოწმეა, Qartli.ge სთან იხსენებს, რომ იმ ინციდენტის დღეს, როდესაცსაპატრულო პოლიცია სკოლაში მოვიდა, სიტუაცია იმდენად მძიმე დახვდათ, რომ ადგილზე კრიმინალური პოლიცია გამოიძახეს.

"მშობლის ჩვენებისა და არსებული მდგომარეობის საფუძველზე, კრიმინალური სამსახური პედაგოგის დაკავებას და პოლიციაში გადაყვანას აპირებდა. ამის შემდეგ, იყო თხოვნები, რომ სკოლა მოახდენდა შესაბამის რეაგირებას და მშობელმა არ მისცა ჩვენება. თუმცა, სკოლასაც არ მოუხდენია რეაგირება'' - აღნიშნავს სხვა ბავშვის მშობელი.

რედაქციისგან: აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით, განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა გვაცნობა, რომ ფაქტს სკოლის დისციპლინური კომისია იხილავს. ხოლო იმის გამო, რომ სკოლის კარი ჩვენთვის დაკეტილია, ადმინისტრაციას შეუძლია წერილობითი პასუხი გამოგვიგზავნოს, რასაც გამოვაქვეყნებთ.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020