Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
მოქალაქემ ახალი მართვის მოწმობის ასაღებად მომსახურების სააგენტოში საბჭოთა მართვის მოწმობა წარადგინა - საახალწლო ამბავი
სასამართლომ გაამართლა მამაკაცი, რომელიც დოკუმენტის გაყალბების ფაქტზე, პასუხისგებაში იყო მიცემული. საქმე ეხება საბჭოთა პერიოდის მართვის მოწმობის გაყალბების ფაქტს.

2019 წლის 29 დეკემბერს, ერთ-ერთი მოქალაქე გამოცხადდა მომსახურების სააგენტოში და ითხოვა, 1978 წელს გამოშვებული მართვის მოწმობის შეცვლა.

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა განმარტა, რომ საკუთრებაში არასოდეს ჰყოლია ავტოსატრანსპორტო საშუალება. სამხედრო - სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ შეხებაც არ ჰქონია მასთან:

,,ვინაიდან 29 დეკემბერს მაქვს დაბადების დღე, გადავწყვიტე მცირედი საჩუქარი გაეკეთებინა საკუთარი თავისთვის. ის ძველი მართვის მოწმობით მივედი მომსახურების სააგენტოში, ერთხელ მაინც მქონდეს-მეთქი მართვის მოწმობა'' - განაცხადა სასამართლოზე ბრალდებულმა.

მართვის მოწმობისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მიუხედავად, იმავე დღეს არ შეუცვალეს მართვის მოწმობა, აუხსნეს, რომ რაღაც შეუსაბამობა იყო და საკითხი საჭიროებდა დაზუსტებას.

რამდენიმე დღის შემდეგ მას დაურეკა გამომძიებელმა, სთხოვა პოლიციაში გამოცხადება. პოლიციაში უთხრეს, რომ მის მიმართ გამოძიება დაიწყო დოკუმენტის გაყალბების ფაქტზე.

მომსახურების სააგენტოში დაცული დოკუმენტაციის თანახმად, აღნიშნულ პიროვნებაზე გაცემული იყო მხოლოდ „C“ კატეგორიის ავტომანქანების მართვის მოწმობა, ხოლო მოქალაქის მიერ წარდგენილი მართვის მოწმობა „C“ კატეგორიას მიკუთვნებული ავტომანქანების მართვის უფლების გარდა, ითვალისწინებდა ნებართვას „B“ კატეგორიის ავტომანქანების მართვაზეც, რაც მიანიშნებდა დოკუმენტის სიყალბეზე.

მოქალაქემ გამომძიებელს აუხსნა, რომ მასთან ერთად მართვის მოწმობის მისაღებად გათვალისწინებული სასწავლო კურსი გაიარა დაახლოებით 300-მა მსმენელმა და გამოდიოდა, რომ ყველას მართვის მოწმობა იყო გაყალბებული. მისი არგუმენტები გამომძიებელმა არ გაიზირა და პოლიციის სხვა თანამშრომელიც არწმუნებდა, რომ ყალბი დოკუმენტი გამოიყენა.

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა გაიხსენა, რომ 1977 წელს, სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევამდე, გამოიძახეს თბილისში, ოცდაექვსი კომისრის რაიონის სამხედრო კომისარიატში, საიდანაც სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მისაღებად გაგზავნეს „დოსააფის“ ავტოსკოლაში, რომელიც მდებაროებდა ქალაქ თბილისში, კერძოდ: ბაგების დასახლებაში.

„დოსააფის“ 6 - თვიანი სასწავლო კურსის გავლის შემდეგ, სახელმწიფო ავტოინსპექციის საგამოცდო კომისიას სხვა მსმენელებთან ერთად, ჩააბარა გამოცდა ავტომანქანის მართვის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებში.

მანვე დააზუსტა, რომ ვინაიდან მსმენელთა სიმრავლის გამო, პრაქტიკული გამოცდა მიმდინარეობდა ორი ავტომანქანით და უშუალოდ მან პრაქტიკული გამოცდა ჩააბარა - „უაზის“ მარკის (ექვს ადამიანზე გათვალისწინებული, მსუბუქი ტიპის) ავტომანქანაზე.

სწავლების პროცესში მასწავლებლისგან იცოდა, რომ მსმენელები მიიღებდნენ ,,B“ და ,,C“ კატეგორიების მართვის მოწმობას.

სასამართლო სხდომაზე დაადგინეს, რომ 1978 წელს თბილისში, აღნიშნულმა პიროვნებამ ,,დოსააფის“ ავტოსკოლაში, გაიარა მართვის მოწმობის მიღების კურსი, რის შემდეგაც მან ჩააბარა გამოცდები შესაბამის სამსახურში და აიღო მართვის მოწმობა „C“ კატეგორიით, თუმცა მართვის მოწმობის აღების დროს მას ჩაუწერეს „B“ კატეგორიაც ისე, რომ არ ჩაუბარებია შესაბამისი გამოცდები აღნიშნული კატეგორიისათვის.

ამ დოკუმენტით, ის 40 წლის შემდეგ, 29 დეკემბერს მივიდა მომსახურების სააგენტოში, წარადგინა კუთვნილი მართვის მოწმობა სერიით А. ,,B”, ,,C” კატეგორიებით და მოითხოვა მისი შეცვლა იმავე ,,B”, ,,C” კატეგორიებით. მომსახურების სააგენტოში ნახეს, რომ მის მართვის მოწმობაში ,,B” კატეგორიასთან დაკავშირებით შეტანილი იყო არასწორი, ყალბი მონაცემები.

3-წლიანი განხილვის შემდეგ დადგინდა, რომ დოკუმენტში ყალბი მონაცემის შეტანა არ იყო მოქალაქის ბრალეულობა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დოკუმენტი დამზადებული იყო ქარხნული წესით და მასში რაიმე ცვლილება, ხელით შეტანილი არ იყო. მოსამართლეც დარწმუნდა, რომ მოქალაქე მომსახურების სააგენტოში მივიდა იმ განწყობით, რომ დოკუმენტში მცდარი ინფორმაცია არ იყო შეტანილი. ამიტომაც, მას მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების მოტყუება და ყალბი დოკუმენტით სარგებლობის განზრახვა არ ჰქონია.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020