Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
2023 წლის შემდეგ დაბადებული დევნილები ბინას ვეღარ მიიღებენ - კანონპროექტი
დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება სახელმწიფო ორგანოებზე ვრცელდება 2023 წლის პირველ იანვრამდე დაბადებულ პირებზე.

ამის შესახებ იმ განმარტებით ბარათში წერია, რომელიც საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

კანონპროექტის მიხედვით, დევნილი პირები, რომლებიც 2023 წლის პირველ იანვრამდე იქნებიან არასრულწლოვანები, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისას გათვალისწინებულნი იქნებიან მათი აღმავალი შტოს ოჯახის წევრებთან ერთად და მომავალში აღარ ექნებათ ინდივიდუალურად საცხოვრებლის მოთხოვნის უფლება.

2023 წლის პირველი იანვრის შემდეგ დაბადებულ ის პირებზე, რომელთა ორივე მშობელი გარდაიცვალა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნელყოფამდე, უზრუნველყოფილი იქნებიან ისეთივე საცხოვრებლით, როგორიც უნდა მიეღოთ მათ მშობლებს.

კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული.

სახელმწიფოს გაცხადებული აქვს 2022- 2025 წლებში 5 დიდ ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ზუგდიდი, ქუთაისი, ბორჯომში საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა, რომლის ფარგლებშიც დაკმაყოფილდება 7 000 დევნილი ოჯახი, ხოლო შესყიდვის პროგრამით 6 000 დევნილი ოჯახი, ამისათვის გათვალისწინებული ბიუჯეტი ჯამურად შეადგენს 800 000 000 ლარზე მეტს (მათ შორის მხოლოდ 2023 წლის ბიუჯეტი 258 900 000 ლარი).

კანონპროექტით გათვალისწინებული ჩამკეტი მექანიზმის მიხედვით პოტენციურად ინდივიდუალურ გრძელვადიან განსახლებას არ დაექვემდებარება 58 447 დევნილი პირი, რომელიც სააგენტოს ბაზის მიხედვით ამ ეტაპზე არ არიან დაკმაყოფილებულები გრძელვადიანი საცხოვრებლით და ამავდროულად 2023 წლის 1 იანვრისთვის იქნებიან არასრულწლოვანები.

ამავდროულად დღეს არსებული შობადობის სტატისტიკის მიხედვით თვეში საშუალოდ იბადება პოტენციური დევნილის სტატუსის მიმღები 350 ბავშვი, რის მიხედვითაც 2023 წლის 1 იანვრის შემდგომ დაბადებული პირები, რომლებზეც არ გავრცელდება სახელმწიფოს მხრიდან გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება იქნება წელიწადში 4 200 პოტენციურად ახალი დევნილი პირი.

ამ ეტაპზე გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებულია 43 809 დევნილი ოჯახი (ყველა ის დევნილი პირი/ ოჯახი, რომელსაც აქვს დევნილის სტატუსი და მოქმედი კანონმდებლობით ეკუთვნის სახელმწიფოსგან გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა).
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020