Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
გია ექიმი - გზა სოფლის ექიმობიდან თერაპიულ განყოფილების ხელმძღვანელობამდე
გია ექიმი - ყველა ასე იცნობს სოფელ ქვახვრელში, სადაც დაიბადა და გაიზარდა. ვიდრე სოფლის ექიმად მუშაობდა, ის თითქმის ყველა ოჯახის მკურნალი იყო, დღემდე სოფლის საყვარელ ექიმად და იმედად რჩება.

ზამთარსა და ზაფხულში, ნებისმიერ ამინდსა და დროში, დღისით თუ ღამით, დაუზარებლად მიიჩქაროდა პატარა ჩანთით ოჯახებისკენ.

შემდეგ დაიწყო მუშაობა სამხედრო ჰოსპიტალში, იყო სამშვიდობო ბალატიონის მთავარი ექიმი. ამჟამად, 46-წლის გია მღებრიშვილი ,,გორმედის'' თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელია.

,,ჩემს სანათესაოში მხოლოდ მე ვარ ერთადერთი ექიმი. დედაჩემის ძალიან დიდი სურვილი იყო ის, რომ ექიმი გამოვსულიყავი და საბედნიეროდ დედისა, ჩემი და მისი სურვილები ერთმანეთს დაემთხვა.'' - ამბობს გია მღებრიშვილი ინტერვიუში, რომელიც დღეს ,,გორმედმა'' გამოაქვეყნა.

გია მღებრიშვილმა სამხედრო-სამედიცინო ფაკულტეტი 2000 წელს დაამთავრა, შემდეგ 4 წელი, ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო სამედიცინო ბატალიონის ხელმძღვანელი იყო, ბატალიონის დაშლის შემდეგ სოფელ ქვახვრელში ოჯახის ექიმად დაიწყო მუშაობა, 2007 წელს ჰოსპიტალის გახსნისთანავე სამხედრო ჰოსპიტალში გადავიდა, სადაც 2018 წლამდე იმუშავე, 2018 წლის აგვისტოდან კი გორმედის გუნდის წევრი და თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელია.

ჰყავს მეუღლე და 3 შვილი-9, 11, 13 წლის. როგორც თავად ამბობს, ექიმობის სურვილი შუათანა შვილს აქვს.

,,არ არსებობს ჩემთვის სხვა პროფესია, მე იმდენად მიყვარს ჩემი საქმე , რომ ამაზე კარგს რას გავაკეთებდი და რით გამოვადგებოდი ქვეყანას, ვერ წარმომიდგენია.'' - ამბობს გია მღებრიშვილი

იხსენებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ურთულეს პირობებში უწევდა მუშაობა:

,,ეს ურთულესი პერიოდი და ჩემთვის ძალიან სენსიტიური თემაა. ვუყურებდი ახალგაზრდა უსიცოცხლო თვალებს და სისხლში ვცურავდით მედ-პერსონალი მთელი 5 დღის განმავლობაში. არაფრის თქმა არ შემიძლია, გარდა იმისა, რომ არა ომს! არა ძალადობას და მშვიდობა ჩვენს ერს და სრულიად სამყაროს!'' - აღნიშნავს ექიმი.

აღნიშნავს, რომ დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე, ახალ თაობას აღარ სურს ექიმობა, ან ძირითადად საზღვარგარეთ იღებენ განათლებას და შემდეგ იქ აგრძელებენ მოღვაწეობას.

,,ვერ ვიტყვი, რომ ეს მათი ბრალია, მათ სხვა გზა არ აქვთ, ეხლა არის იმის შესაძლებლობა რომ წახვიდე და იმაზე მეტი ისწავლო და გააკეთო, ვიდრე ამას საქართველოს ბაზარი გთავაზობს, თუმცა, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია ის, რომ ეს შესანიშნავი თაობა ამ ქვეყანაში არ მკვიდრდება სამომავლოდ.'' - ამბობს იგი.

იგი მოქალაქეებს ურჩევს, რომ ბევრი არაკეთილსინდისიერი ექიმის გამო, ექიმებზე ნდობა არ დაკარგონ:

,,ეს დიდი შეცდომაა. არ უნდა ენდოთ სხვის გამოცდილებას, არ მოხარშოთ ყველა ექიმი ერთ ქვაბში და არ დაკარგოთ იმედი იმის, რომ არსებობს პროფესიონალი, კვალიფიციური კადრები. მედიცინა არაზუსტი მეცნიერებაა, ყოველი ადამიანი ინდივიდუალური და უნიკალურია, გვახსოვდეს, რომ დროული ვიზიტი ექიმთან სრული განკურნების მთავარი პირობაა. ნუ ენდობით, მეზობლის რჩევებს, ხალხურ მეთოდებს, ნუ გადადებთ საკუთარ ჯანმრთელობას უკანა პოზიციაზე, თორემ არც ის დაგინდობთ თქვენ. პაციენტის ნდობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა მკურნალობის პროცესში, ის უნდა მოგყვეს ბოლომდე, დაასრულოს სრულად და ზუსტად ის კურსი, რაც მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, სხვაგვარად არაფერი გამოვა.'' - ამბობს გია მღებრიშვილი ინტერვიუში.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020