Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
შიდა ქართლის პროკურატურამ მამაკაცის დაჭრის საქმეზე პროცესი წააგო
კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარ დაჭრის ფაქტზე შიდა ქართლის პროკურატურამ პროცესი წააგო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობად არ შეფასდა და ფაქტი სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებად ჩაითვალა.

შესაბამისად, ბრალდებულს მიუსაჯეს შედარებით მსუბუქი, 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა შიდა ქართლის პროკურატურის პროკურორი მიხეილ ბერიაშვილი, თუმცა, მისი ბრძოლა უშედეგო აღმოჩნდა. იგი უფრო მკაცრ სასჯელს ითხოვდა.

საქმე ეხება კასპის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მომდარ ფაქტს.

პროკურატურის მტკიცებით, წარსულში მკვლელობისთვის ბრალდებულმა, საცხოვრებელი სახლის ეზოში, შელაპარაკების ნიადაგზე თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან - ,,MAGNUM ALFA-3520-ის" მოდელის რევოლვერიდან განზრახ მოკვლის მიზნით, ერთხელ ესროლა თანასოფლელს მუცლის არეში და მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები.

პროკურორის არგუმენტები:

პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის პოზიციით, განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენას.

პროკურორის მტკიცებით, მამაკაცს სურდა თანასოფლელის მოკვლა, რადგან ახლო მანძილიდან სიცოცხლისთვის სახიფათო ადგილას, მუცლის არეში ესროლა მიბჯენით. გასროლიდან რამდენიმე წამში მოქალაქე ძირს დაეცა და დაკარგა გონება.

პროკურორის აზრით, ბრალდებულმა მიიჩნია, რომ მუცელში დაჭრილი თანასოფლელი უკვე მკვდარი იყო და აღარ არსებობდა მეტი გასროლის საჭიროება.

მამაკაცს, რომელსაც გონება ჰქონდა დაკარგული, ეძახდნენ და ეხებოდნენ ხელით, მაგრამ - უშედეგოდ.

დაახლოებით ერთი წუთის შემდეგ დაჭრილი მამაკაცი მოვიდა გონს, იყო ნახევრად შოკურ მდგომარეობაში და იტკიებდა ფეხს. იგი შეიყვანეს სახლში და ტანსაცმლის აწევისას მიხვდნენ, რომ იყო დაჭრილი.

პროკურორი აცხადებდა, რომ ბრალდებული წარსულში ნასამართლევი იყო ქალის მკვლელობისთვის:

,,ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ იგი ადვილად, საკმაოდ მცირე საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი იღებს ადამიანის მოკვლის გადაწყვეტილებას. ამავე დროს, აქვს მიდრეკილება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებისკენ"" - აღნიშნა პროკურორმა.

პროკურორის მითითება, რომ ბრალდებული ნასამართლევი იყო განზრახ მკვლელობისთვის,ადვოკატის განცხადებით, არის არასწორი, ვინაიდან დღეის მდგომარეობით ითვლება ნასამართლობის არმქონედ და მის წარსულზე აპელირება არის მიუღებელი.

ადვოკატმა განმარტა, რომ იარაღი არ ეკუთვნოდა ბრალდებულს და მას კონკრეტული მფლობელი ჰყავდა. ხოლო იმ სეიფზე, რომელიც ერთ-ერთი პიროვნების სახლში ინახებოდა იარაღის შესანახად, ბრალდებულის ხელის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა.

,,იარაღი ერთ-ერთმა იპოვა ეზოში და გასინჯვა-დათვალიერებისას გაუვარდათ. იარაღის ხელში დაჭერის სიმაღლე, გასროლის ტრაექტორია და დაზარალებულზე ტყვიის მოხვედრის ადგილი გამორიცხავს სიცოცხლის მოსპობის მცდელობას."" - აღნიშნა ადვოკატმა.

სასამართლოს პოზიცია

სასამართლო არ იზიარებს პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენა.

,,მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება. სადავო გარემოებას წარმოადგენს მკვლელობის განზრახვის არსებობა. ასეთ შემთხვევაში - იმის დასადგენად, რა ამოძრავებდა - მკვლელობის თუ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების განზრახვა - მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული არა მხოლოდ მიყენებული დაზიანების ლოკალიზაცია და ხარისხი, არამედ - ჭრილობების რაოდენობა და ხასიათი, მათი სიმძიმე, დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზები, ბრალდებულისა და დაზარალებულის ურთიერთდამოკიდებულება, მათი ქმედებები დანაშაულის ჩადენამდე, მისი განხორციელების დროს ა.შ. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით არ დადგენილა, რომ სახლში ყოფნისას, მათ შორის მოხდა კონფლიქტი."" - წერს მოსამართლე.

სასამართლოს აზრით, განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ამასთან, ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება.

,,აღსანიშნავია, რომ მოწმეთა ჩვენებებით არ დგინდება, რომ იგი გამოხატავდა მუქარას ან აგრესიას. აღნიშნული კი გამორიცხავს პროკურორის არგუმენტს, რომ ბრალდებულმა მეორედ იმიტომ არ ისროლა, რომ მას თანასოფლელი ეგონა გარდაცვლილი. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულ პირს ჰქონდა საკმარისი დრო, იმისათვის, რომ მიეყენებინა სხვა დაზიანებაც და მკვლელობის განზრახვა, ასეთის არსებობის პირობებში, სისრულეში მოეყვანა, მითუფრო, რომ როგორც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნითაა დადგენილი, იარაღში ვაზნები იყო მოთავსებული."" - წერს მოსამართლე.

სასამართლო არ იზიარებს ასევე პროკურორის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ პირმა იმიტომ ვერ მოიყვანა მკვლელობის განზრახვა სისრულეში, რომ მას წაართვეს ცეცხლსასროლი იარაღი.

,,აღნიშნული მტკიცება არ გამომდინარეობს საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან. კერძოდ, მოწმეების ჩვენებებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულს იარაღი წაართვეს მას შემდეგ, რაც მასპინძელი ოჯახის წევრებმა დაზარალებული შეიყვანეს სახლში და აღმოაჩინეს, რომ იგი იყო დაჭრილი. ყოველივე აღნიშნული კი გამორიცხავს განზრახ მკვლელობის განზრახვის არსებობას."" - ასკვნის მოსამართლე გადაწყვეტილებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020