Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
სკოლა-ბიზნესის ფორუმზე ლიბერთიმ ორი პროექტი: "შეიყვარე წიგნი" და "მეტი ინკლუზია ბიზნესში" დააფინანსა
შიდა ქართლში გამართულ სკოლა-ბიზნესის ფორუმზე ლიბერთიმ ორი პროექტი: "შეიყვარე წიგნი" და "მეტი ინკლუზია ბიზნესში" დააფინანსა. 

ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული:

,,რამდენიმე დღის წინ, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში შიდა ქართლში, USAID-ის “სკოლა-ბიზნესის ფორუმს” ვესტუმრეთ.

“სკოლა-ბიზნესის ფორუმზე” მოსწავლეების უამრავ საინტერესო პროექტს გავეცანით და დაფინანსების მიზნით, ორი პროექტი შევარჩიეთ:

▪ „შეიყვარე წიგნი“, რომელიც ქარელის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარადგინეს და მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას უწყობს ხელს

▪ სოფელი ახალციხის საჯარო სკოლის მოსწავლეების პროექტი - „მეტი ინკლუზია ბიზნესში“, რომლის მიზანიც ახალგაზრდებში ინკლუზიის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ამ მიმართულებით ბიზნესის დაინტერესებაა
,,მნიშვნელოვანია კერძო სექტორმა წაახალისოს მოსწავლეების ასეთი ინიციატივები და მათი პროექტები რეალობად აქციოს.

ვფიქრობ, ლიბერთის გვერდით დგომა მოსწავლეებისთვის არაერთი იდეის განხორციელების სტიმული იქნება. ჩვენ მათთან დავმეგობრდით‘’ - თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.
განათლება თავისუფლებისთვის.'' - აღნიშნულია პრესრელიზში.

გორში გამართულ სკოლა-ბიზნესის ფორუმზე კერძო სექტორის წარმომადგენლები მოსწავლეების მიერ შექმნილ 15 პროექტს გაეცნენ. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი ხედვა გაეზიარებინათ კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის და ეპოვათ მსგავსი საკითხებით დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც ჩაერთვებიან პროექტების განხორციელებაში. ამავდროულად, სკოლა-ბიზნესის ფორუმზე კომპანიებმა მოსწავლეებს შესთავაზეს სტაჟირების შესაძლებლობები.

ღონისძიება გახსნა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორმა მარინა უშვერიძემ. ფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ გარემოს დაცვის სპეციალისტი ნინო სუხიტაშვილი, კომპანია „კულას“ დირექტორი ვანო გოგლიძე, ლიბერთი ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი ტაპი ზაქარიაძე და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი.

შიდა ქართლის რეგიონში USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორია საზოგადოება ბილიკი.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020