Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
გორის ბაღებში ,,ამალთეას მაწონს'' აღარ შეიტანენ
გორის საბავშვო ბაღებში ,,ამალთეა ჯგუფის'' მაწონი აღარ შევა. ამის შესახებ გორის საბავშვო ბაღების სააგენტოში 27 იანვარს იმსჯელეს.

სააგენტოს სატენდერო კომისიამ ბათილად სცნო ის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ,,ამალთეა ჯგუფი'' გამარჯვებულად იყო გამოაცხადებული.

ქრონოლოგია ასეთია:

,,ამალთეა ჯგუფს'' 2023 წლის 3 იანვარს დისკვალიფიკაცია მისცეს, ორი დღის შემდეგ ეს გადაწყვეტილება შეცვალეს, შეცდომა მოგვივიდაო და 5 იანვარს გამარჯვებულად გამოაცხადეს, ხოლო 27 იანვარს კვლავ დისკვალიფიკაცია მისცეს. სააგენტომ 27 იანვარს განმარტა, რომ კვლავ შეცდომა მოუვიდათ, რადგან კომისიაში კვების სპეციალისტი არ ჰყავთ.

,,გამომდინარე იქიდან , რომ სატენდერო კომისიაში არ არის კვების სპეციალისტი, სატენდერო კომისია შევიდა შეცდომაში'' - აღნიშნულია 2023 წლის 27 იანვარის კომისიის ოქმში, სადაც განიხილეს კომპანია ,,ამალთეა ჯგუფის'' წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი.

რა მოხდა?

ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ 2022 წლის ნოემბერში, გორის საბავშვო ბაღებში, რძის პროდუქტების შესასყიდად დაახლოებით 600 000-ლარიანი ტენდერი გამოცხადდა.

ტენდერის მიხედვით, გამარჯვებული კომპანია საბავშვო ბაღებს გარკვეული პერიოდის მანძილზე მოამარაგებს როგორც მაწვნით, ასევე ყველით, არაჟანით და ა.შ. 

გორის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ  ყველაზე დაბალი ფასის მქონე ,,ამალთეა ჯგუფის'' წინადადება განიხილა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ,,ამალთეა ჯგუფს'' 3 იანვარს დისკვალიფიკაცია მისცეს, 5 იანვარს გამარჯვებულად გამოაცხადეს, რადგან წინა დღეს შეცდომაში შევედითო. 27 იანვარს კი ოფიციალურად ადასტურებენ, რომ 5 იანვარს შეცდომაში შევიდნენ, შესაბამისად, ,,ამალთეა ჯგუფს'' დისკვალიფიკაცია მისცეს.

ვინ უჩვლა ,,ამალთეა ჯგუფს''?

გორის საბავშვო ბაღების გაერთიანების გადაწყვეტილების მიხედვით, ,,ამალთეა ჯგუფს'' უჩივლა კომპანია ,,ემ პროდუქტმა'',.

რომ არა ,,ემ პროდუქტის'' საჩივარი, როგორც ჩანს, გორის ბაღებში ის მაწონი შევიდოდა, რომელიც  რძის ფხვნილით იქნებოდა დამზადებული.

,,ამ პროდუქტის'' საჩივარში ვკითხულობთ, რომ გორის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ 5 იანვარს მცდარი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მაწვნის ეტიკეტზე ვერ ამოიკითხა მშრალი რძე:

,,მაწონი დამზადებული უნდა იყოს პასტერიზებული, ნორმალიზებული ნედლი რძისაგან, რაც გულისხმობს იმას, რომ მაწვნის შემადგენლობაში არ უნდა იყოს მშრალი რძე, იგივე რძის ფხვნილი. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ნიმუშზე კი აშკარად ჩანს, რომ მაწვნის დასამზადებლად მას გამოყენებული აქვს როგორც ნედლი რძე, ისე მშრალი უცხიმო რძე, რაც აშკარად ეწინააღმდეგება სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ პარამეტრებს.'' - წერს ,,ემ პროდუქტის'' წარმომადგენელი.

რატომ ვერ შეამჩნია გორის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ ეტიკეტზე ,,მშრალი რძე?''. ამაზე პასუხი ასეთია: არ გვყავს კვების სპეციალისტიო.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020