Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
როგორ შეცვალა ლეილას გაკვეთილებმა ყარაჯალაში ქალების ყოველდღიურობა
თელავიდან 6 კილომეტრში ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფელი ყარაჯალაა. სოფლის ცენტრში, საჯარო სკოლასა და მეჩეთს შორის, ყარაჯალის სათემო ცენტრის შენობაში, ლეილა ბალაშვილი ეთნიკურად აზერბაიჯანელ ქალებსა და ბავშვებს ქართულ ენას ასწავლის.

ლეილა მასწავლებელი, როგორც მას ადგილობრივები იცნობენ, ქმართან და 4 ძაღლთან ერთად მეზობელ სოფელში, რუისპირში ცხოვრობს. იმის გამო, რომ სოფლებს მუნიციპალური ტრანსპორტი არ ემსახურება, კვირაში ორჯერ, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს, ქართულის გაკვეთილების ჩასატარებლად ჯერ თელავში ჩადის, იქიდან კი — ყარაჯალაში.



როცა გაკვეთილზე მივდივარ, წინასწარ ვღელავ. ვემზადები, რომ პროცესი მოსაწყენი არ იყოს. ზოგიერთმა მოსწავლემ ქართული საერთოდ არ იცის, ზოგს ლაპარაკის კომპლექსი აქვს, ჰგონია, დასცინებენ. მათთვის სულ სხვანაირად ვემზადები“, — ამბობს ლეილა.

ყარაჯალელი ქალების მსგავსად, ლეილას ყოველი დღე საოჯახო საქმეებით იწყება, დროდადრო სახლის უკან მდებარე მიწის ნაკვეთს ამუშავებს და გაზაფხულისთვის ამზადებს. მებოსტნეობა მისი საყვარელი საქმიანობაა.

პროფესიით ფილოლოგია. 14 წელი ნაფარეულის საჯარო სკოლაში მასწავლებლად იმუშავა. მოგვიანებით, როცა შვილებზე ზრუნვამ მისგან დამატებითი ძალისხმევა მოითხოვა, იძულებული გახდა, სამსახური მიეტოვებინა. წლების შემდეგ ყარაჯალის ბაღში აღმზრდელად დასაქმდა. სწორედ აქედან იწყება ლეილას ბრძოლა ყარაჯალელი ქალებისთვის.



ბაღში რომ დავიწყე მუშაობა, ჩემი შვილები აქ აღარ ცხოვრობდნენ, უკვე სტუდენტები იყვნენ. რომ ვთქვი, მუშაობას ვიწყებ-მეთქი, ისეთი აღფრთოვანება გამოხატეს... მაშინ მივხვდი, ჩემს შვილებს მოსწონდათ და უხაროდათ დედა, რომელიც თავისი პროფესიით მუშაობდა და საზოგადოებასთან ადაპტირებული იყო“, — გვიყვება ლეილა.

ყარაჯალაში მცხოვრები ქალების ნაწილი ადრეულასაკში, ზოგჯერ იძულებით ქორწინდება. ქართული ენის არცოდნის გამო მათ ნაკლებად მიუწვდებათ ხელი სახელმწიფო სერვისებზე, განათლებაზე, ჯანდაცვაზე, რეგულარულ ანაზღაურებად სამსახურზე, შემოსავალსა და ქონებაზე. არ აქვთ საზოგადოებრივ ცხოვრებასა და გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის შესაძლებლობა.

„ჩემთან მშობლები რომ მოდიოდნენ, ეტყობოდათ, რომ რაღაცნაირად დათრგუნულები იყვნენ. რომ გეთხოვა, აი, ცოტა ხანს დარჩით, სასაუბრო მაქვს, გეტყოდათ, დედამთილი ან მამამთილი გამიბრაზდება, რომ დავიგვიანოო. ასეთი პრობლემები ჰქონდათ“, — აღნიშნავს ლეილა.
ამ მოცემულობაში ლეილას მიზანი მხოლოდ ქართულის სწავლება არასდროს ყოფილა. მას სურდა, ყარაჯალელ ქალებს გაძლიერებასა და სოციალიზაციაში დახმარებოდა.



"სულ მაწუხებდა ის, რომ მშობლებთანაც კი ვერ ვახერხებდი კომუნიკაციას, არამცთუ — ბავშვებთან. ოჯახები არ ლაპარაკობდნენ ქართულად. მოდიოდნენ მშობლები, რომლებიც რუსულად მესაუბრებოდნენ. სასტიკად ავუკრძალე, არცერთ შემთხვევაში არ დამელაპარაკოთ რუსულად, ქართულად მელაპარაკეთ-მეთქი. კაცებმა იციან ქართული. სერიოზულად. იციან და ლაპარაკობენ. თელავთან არიან ძალიან ადაპტირებულები. ქალები ჩაკეტილები არიან. ძირითადად, ოჯახს, ბოსტანს, ცხოველებს უვლიან. მაღაზიაშიც კი ქმარი მიდის ან მამამთილი", — გვიყვება ლეილა.

სწორედ ყარაჯალის ბაღში, პანკისის უხუცეს ქალთა საბჭოს წარმომადგენლებისგან შეიტყო, რომ ორგანიზაცია ქალები საერთო მომავლისთვის (WECF), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პროექტ "ქალების ძალას" ახორციელებდა, რის შემდეგაც მისი ყოველდღიურობა შეიცვალა. ლეილას იდეა დაფინანსდა და ასე შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია, ყარაჯალის სათემო ცენტრი, რომლის მიზანია, ქალებს ცნობიერების ამაღლებასა და პიროვნულ განვითარებაში დაეხმაროს.

პროექტი მიზნად ისახავს ქალების მხარდაჭერას, რათა ისინი ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბრად მონაწილეობდნენ და პატრიარქალური აზროვნება თუ სტერეოტიპები შეცვალონ. თუმცა, ვიდრე ქართულის მასწავლებელი და მისი წამოწყება ყარაჯალის მცხოვრებლების ნდობას დაიმსახურებდა, არაერთი დაბრკოლება გადალახა.

"ეჭვის მომენტი ჰქონდათ, "უფასოდ ვინმე რამეს გვასწავლის, ვინმე რამეს გაგვიკეთებს"? ზოგიერთ ქალს გაკვეთილებზე ოჯახის წევრები არ უშვებდნენ, ვიღაცებს ქმრები აცილებდნენ და აქ ელოდებოდნენ. შევხვდი ამ ადამიანებს, ისინიც მოვიწვიე. სხვათა შორის, ერთი დედამთილი რძალთან ერთად მოვიდა", — იხსენებს ლეილა.

მისი მთავარი გაკვეთილია, ყველა ქალი იყოს ბედნიერი და წარმატებული, პირველ რიგში — საკუთარი თავისთვის.

„ყველა ქალს მინდა, გავაგებინო, თუ თქვენ არ გაქვთ პრეტენზია არაფერზე და არაფერს აკეთებთ, არც თქვენს შვილზე არ გექნებათ პრეტენზია. იმ ჯგუფთან, რომელთანაც ვმუშაობ, ნამდვილად მივაღწიე ამას: ყველა ქალმა დარწმუნებით თქვა, რომ არა, მე ჩემს გოგოს სკოლიდან არ გამოვიყვან და განათლებას მივცემ“, — ამბობს ლეილა.

დღეს ლეილამ ყარაჯალელი ქალების პრობლემები ზეპირად იცის. ახალგაზრდა გოგოებს საგანმანათლებლო დაწესებულებების შერჩევაში ეხმარება.

"როცა დედაჩემმა შემატყობინა ამ კურსის შესახებ, ძალიან გამიხარდა. მარტო სკოლა და სახლი მოსაბეზრებელი იყო ჩემთვის. აქ მეგობრები შევიძინე, ბევრი რაღაც ვისწავლე, გავატარეთ მხიარული დრო", — გვიყვება ლეილას მოსწავლე, მარიკა ასანოვა, თან დროდადრო მასწავლებელს გახედავს. ასე რწმუნდება, რომ მისი ყოველი ქართული სიტყვა გამართულია.



ლეილას დახმარებით ერთ-ერთი მოსწავლე სამხატვრო სკოლაში მოხვდა, მეორეს კი მასწავლებელი ოპერაციისთვის დაფინანსების მოპოვებაში დაეხმარა. ახლა ლეილა ერთ გოგოზე წუხს, რომელსაც ვეტერინარიის შესწავლა უნდა, თუმცა თელავში შესაბამისი კოლეჯი არ არის, თბილისში კი წასვლას ვერ შეძლებს.

"ბევრმა ქართულად ხელის მოწერაც კი არ იცის. შარშან ლეილა მასწავლებელი დამეხმარა, სამხატვრო სკოლაში წავსულიყავი და დღემდე იქ ვსწავლობ. მინდა, ბიჭებიც ჩაერთონ ასეთ პროექტებში", — გვეუბნება აისელ ოსმანყიზი.

ლეილა ამბობს, რომ მისთვის და ყარაჯალელი ქალებისთვის ქართულის გაკვეთილები საკუთარი თავისთვის დათმობილი დროა, რაც მათთვის განსაკუთრებით ძვირფასია.

"ჩემი ცხოვრება ნამდვილად შეცვალა ამ პროექტმა. იმან, რომ ქალებთან უნდა წავიდე შესახვედრად და ჩემი ცოდნა გადავცე, სიცოცხლისუნარიანი გამხადა, უფრო ხალისიანი.

სოფლად მცხოვრებ ქალებს არ გვაქვს მარტივი ცხოვრება. განა ვინმე მიშლის, რომ სადმე წავიდე, გავერთო, მაგრამ გამოთვლილი მაქვს დრო, ამ საათიდან ამ საათამდე ეს მაქვს გასაკეთებელი, მისახედი, ვენახში ვარ წასასვლელი, სახლი, სადილი. ამიტომაც ორშაბათი და პარასკევი ჩვენთვის არის ზეიმის, სიამოვნების დღე. მოვწესრიგდებით, საოჯახო საქმეებისგან გამოვერთვებით და საკუთარი თავებისთვის ვართ", — გვიხსნის ლეილა.



"ძალიან მიხარია, რომ ამ კურსებზე დავდივარ. 64 წლის ვარ, მაგრამ ახალგაზრდა გოგოებთან ერთად ვარ. ძალიან ბევრი ახალი ვისწავლე. საჭიროა გაგრძელება. შარშან თუ ცოტა ძნელი იყო, წელს უფრო ადვილი იქნება. 15 წელი ვიყავი ყაზახეთში, ქართული დავიწყებული მქონდა. რუსულად ვლაპარაკობდი", — თითქმის გამართული ქართულით გვეუბნება ხეირანი და მადლიერია, რომ თავისი სოფლის პრობლემებზე საუბარი შეუძლია.

კიდევ ერთი მოსწავლე, მადინა ბაღაკაშვილი კი იმაზე გველაპარაკა, რამდენად პრობლემურია განათლების საკითხები ყარაჯალაში და როგორ სჭირდებათ ახალგაზრდებს ქართული ენის კურსი.

სამომავლოდ ლეილას მიზანი მისი ორგანიზაციის კიდევ უფრო გაფართოება და ახალი წევრების მიღებაა, რათა მეტი ქალი იყოს დაცული, მხარდაჭერილი და მოტივირებული. იმ ქალებს კი, ვისაც ჯერ არ უპოვიათ საკუთარი საქმე ან მსგავსი შესაძლებლობა არასდროს ჰქონიათ, ლეილა მარტივ კითხვას უსვამს და რამდენიმე რჩევას უტოვებს:

თქვენი დედების შემხედვარეებს ხომ გჯერათ, რომ ძალიან ძლიერები არიან ქალები?! არასდროს არაფერი არ არის გვიანი. გაჩერება, ხელების ჩამოყრა, ბედთან შეგუება, "მაინც არ გამომივა", "რაღა დროს ჩემი ეგ არის", უნდა დაივიწყოთ. იყავით თამამები გადაწყვეტილების მიღებისას, მერე სხვებიც აგყვებიან“.

ავტორი: ლანა როყვა

სტატია მომზადებულია პროექტ EU NEIGHBOURS east-თან თანამშრომლობით. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის სტატიის ავტორს.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020