Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
,,დრო მოვა, სტიგმა საერთოდ აღარ იარსებებს'' - ფსიქიატრი მარინა განჯელაშვილი
მარინა განჯელაშვილი ფსიქიატრად 1981 წლიდან მუშაობს. 1979 წლიდან გორში ფსიქო-ნევროლოგიური დისპანსერი არსებობდა. დღეს გორმედის ფსიქიატრიული განყოფილების ხელმძღვანელია.

ათეული წლის განმავლობაში მის ხელში უამრავმა ადამიანმა გაიარა. დღეს უკვე თვლის, რომ საზოგადოებაში სტიგმა დაძლეულია:

,,სტიგმას რაც შეეხება, ნაკლებად არის ეს პრობლემა, წინა დროსთან შედარებით. ბევრი პაციენტი, რომელმაც გადალახა ეს პრობლემა, იწყებს საუბარს ამაზე და ურჩევს სხვას, ტელევიზიით მედიით, ისე სოციალურ და ოჯახურ ცხოვრებაში, სწორედ, ეს განაპირობებს იმას, რომ, ასე თუ ისე, სტიგმა დაძლეულია და დრო მოვა, როცა საერთოდ აღარ იარსებებს და ეს მედიცინას ძალიან დაეხმარება"" - აღნიშნავს ექიმი.

მარინას დედა იყო ექიმი-კარდოლოგი, 3 წლის ასაკიდან თავისთან სამსახურში მიყავდა, რომელსაც მაშინ არამიანცის კლინიკა ეწოდებოდა:

,,ფაქტობრივად ბავშობიდან მქონდა შეხება სამედიცინო გარემოსთან და ამ ასაკიდანვე გამიჩნდა დიდი სიმპატიები. ყველაფერი მიზიდავდა: გარემო, თეთრი ხალათები, ინსტრუმენტები, კარდიოგრამა და სხვა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 3 წლიდან დღემდე ერთი წამით არ მინანია და არ შეიცვლია აზრი ჩემი პროფესიის სიყვარულისა და ერთგულებისადმი, პირიქით რაც გავიზარდე უფრო და უფრო გაძლიერდა ეს პასუხისმგებლობა ჩემში."" - ამბობს მარინა განჯელაშვილი.

ჯერ კიდევ მეორე კურსის სტუდენტი იყო, როდესაც თბილისში ასათიანზე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დაიწყო მუშაობა:

,,მაშინ რომ მივიღე ეს გადაწყვეტილება, მას მერე არ შემიცვლია ჩემი მოსაზრება. ეს იყო სამედიცინო ფსიქიატრიული ექსპერტიზის განყოფილება, რომელ განყოფილებაშიც მე თავი ყველაზე ბედნიერად და საინტერესოდ ვიგრძენი.""- იხსენებს მარინა განჯელაშვილი.

იგი 1986 წლიდან გორის დისპანსერის მთავარი ექიმი იყო. 2000 წლიდან ეს დისპანსერი გახდა "შპს ფსიქია"" და მუშაობას უკვე დირექტორად აგრძელებდა, ხოლო ბოლოს კი გაერთიანდა "შპს გორმედთან" და მას მერე გორმედის ფსიქიატრიული განყოფილების ხელმძღვანელია.

აღნიშნავს, თუ რამდენად რთულია ემოციების მართვა უამრავ პაციენტებთან ურთიერთობის დროს:

,,უნიკალური რჩევა არ არსებობს, რომელიც ყველა ადამიანს მოერგება, თუმცა ვურჩევდი, რომ მიმართონ პროფესიონალებს დროულად! თანაგრძნობა მაქვს ყველა პაციენტის მიმართ, არ ვიცი ექიმი, რომელსაც პაციენტი არ ამახსოვრდება. არასდროს შემიხედავს ჩემი პაციენტებისთვის შაბლონურად და ზედაპირულად, თუმცა პროფესიულ დეფორმაციას არ განვიცდი და შემიძლია, ვმართო ჩემი ფსიქიკური მდგომარეობა, სწორედ ამიტომ ვარ ექიმი და თანაც ფსიქიატრი, რომელსაც შეუძლია ემოციების ისე ლავირება, რომ ეს ფსიქიკურ მდგომარეობაზე არ აისახოს. პაციენტებს ზუსტად ამას ვასწავლით, რომ დააკომპენსიროს დადებითი და უარყოფითი, გაათანაბროს ისე, რომ ემოციურად გაწონასწორებული იყოს."" - აღნიშნავს ფსიქიატრი.

კითხვაზე, თუ რას ფიქრობს ახალ თაობაზე, მარინა განჯელაშვილი აღნიშნავს:

,,საქართველოს მედიცინას ყოველთვის მაღალი დონე ეჭირა, ფსიქიატრია რომ ავიღოთ მსოფლიოს ხუთეულში ვიყავით, ეს პატარა მიღწევა არ არის. რატომ? არ შეგვიძლია? არ გვყავს მასწავლებლები? წარმატებული ექიმები, რომელბიც ახალგზარდა თაობას შეასწავლიან და გაზრდიან პროფესიონალებად?კი გვყავს, რა თქმა უნდა, პოტენციალი ძალიან დიდია, თუმცა ხშირად იკარგება, თვითრეალიზაციისთვის ისინი ტოვებენ ქვეყანას და ამას ხელშეწყობა სჭირდება ოჯახისგან, სახელმწიფოსგან. თუ ადამიანი მიდის მედიცინაში, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გახდეს ექიმი ეს ისეთი პროფესიაა, თუ მოწოდებით არ ხარ და შემართებით ისე არაფერი გამოვა.""

წყარო ,,გორმედი"
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020