Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
კარალეთში საბავშვო ბაღი 3 წელია რემონტება - რატომ?
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში, #1 საბავშვო ბაღი 3 წელია რემონტდება. ამჟამად სამუშაოები შეჩერებულია.

ბაღის, ფაქტობრივად, ხელახლა მშენებლობა 2020 წლიდან დაიწყო. კომპანია ,,აღმაშენებელი 2012''-მა მოიგო ტენდერი. მან ტენდერი 135 000 ლარად მოიგო, თუმცა საბოლოოდ 131 000 ლარი გადაურიცხეს. კომპანიის დირექტორი გრიგოლ როსტომაშვილმა ბოლოს ის თანხაც მოითხოვა, ხარისხის შემოწმების მიზნით რომ დაუგვიანა მერიამ. ჩვენ ვწერდით, რომ საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია 2020 წლის ივნისში დაიწყო და 6 თვეში, 2020 ნოემბერში უნდა დასრულებულიყო. თუმცა 2022 წლამდე ვერ დაამთავრა. აღნიშნული კომპანია არ დაუსჯიათ.

აღმოჩნდა, რომ საბავშვო ბაღს კიდევ სჭირდებოდა რეაბილიტაცია. ამის გამო, მერიამ 2021 წელს მერიამ ახალი ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის ღირებულება იყო 42 000 ლარი. ამ ტენდერში ,,აღმაშენებლი 12'' - ისევ მონაწილეობდა, თუმცა წააგო.

მის ნაცვლად მოიგო თბილისში რეგისტრირებულმა კომპანიამ ,,მეგა დიზაინი'' - 37 072 ლარად.

სამუშაოების დაწყებისთანავე ,,მეგა დიზაინს'' უამრავი პრობლემა დახვდა. მაგალითად, დახვდა ისეთი სამუშაოები, რაც ,,აღმაშენებელ 2012-ს'' უნდა გაეკეთებინა.

2021 წლის ზაფხულში ,,მეგა დიზაინი''  მერიას უგზავნის პირველ წერილს:

,,2021 წლის 18 ივნისის ჩვენს შორის გაფორმებული N67 ხელშეკრულების თანახმად ვაწარმოებთ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. სადემონტაჟო სამუშაოების წარმოების დროს გამოიკვეთა მთელი რიგი სამუშაობის დაკორექტირების საჭიროება, კერძოდ:

1.ხარჯაღრიცხვით გათვალისწინებული ხის იატაკის დემონტაჟის დროს გამოჩნდა, რომ არსებული ხის იატაკი და კონსტრუკცია, რაზედაც არის მოწყობილი არსებული საფარი, არის კარგ მუშა მდგომარეობაში და არ საჭიროებს დემონტაჟს. მასზე შეიძლება მოწყობილ იქნას ლამინირებული იატაკი მაღალი ხარისხის გარანტიით. შესაბამისად აღარ იქნება საჭირო იატაკის ქვეშ შევსება ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით, დატკეპნით და ცემენტის მჭიმის, მოწყობა იატაკზე სისქე 50 მმ (მთელ ფართზე).

2.სადემონტაჟო სამუშაოებში საღებავის ჩამოფხეკა კედლიდან და ფერდილებიდან არის ტენიკურად შეუძლებელი, რადგან არსებული საღებავი მყარადა შეხორცებული არსებულ ფითხთან, გთხოვთ დაგვრთოთ ნება, რათა საღებავის ჩამოფხეკა შეიცვალოს გარკვეულ ფართზე დაკეჭვნით.

3.გასარემონტებელ ოთახებში განთავსებულია საბავშვო ბაღის ბალანსზე არსებული ავეჯი, რაც აფერხებს სამუშაოების წარმოებას.

ყოველივე ზემოთ ხსენებული გარემოებები ავტომატურად ცვლის სამუშაოთა წარმოების ფინანსურ და კალენდარულ გეგმა გრაფიკს. წარმოგიდგენთ. კორექტირებულ ხარჯთაღრიცხვას და ასევე გამოთავისუფლებულ და დამატებით შესასრულებელი სამუშაოების ნუსხას. გთხოვთ განიხილოთ ჩვენი თხოვნა კორექტირების შესახებ.''

ამ წერილის საფუძველზე მერიამ გარკვეული ხნით გადაუვადა, თუმცა მალევე ახალი წერილი ჩნდება:

,,ისევ მოუგვარებელია ქ. გორის საბავშვო ბაღების გაერთიანების ბალანსხე მყოფი ინვერტარის გატანა, რომლითაც დაფარულია მთელი სარეაბილიტაციო სივრცე. რომელიც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის იატაკების რეაბილიტაციის და სხვა ტიპის სამუშაოების წარმოების საშუალებას. შპს,, მეგა დიზაინ"-ს არანაირი იურიდიული უფლებამოსილება და არც მოვალეობა არა ააქვს თავის შეხედულებისამებრ აწარმოოს არსებული ავეჯის გატანა, დასაწყობება ან სხვაგვარი ქმედება.

იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება, რომ მიმწოდებლის მიერ დაგეგმილი სამუშაოებიდან რომელიმე კონკრეტული სამუშაოს განხორციელებისათვის მიმწოდებელს არ აქვს მოპოვებული საჭირო დოკუმენტაცია ან ნებართვა, მიმწოდებელი ვალდებულია, სათანადო დოკუმენტაციის ან ნებართვის მოპოვებამდე შეაჩეროს აღნიშნული სამუშაოს განხორციელება (რაც შევასრულეთ კიდეც) და დაუყოვნებლივ გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები მათ მოსაპოვებლად; რაც ჩვენ მოგახსენეთ წერილი (01.07.2021წ წერილი და 09.07.2021წ წერილი). ამ შემაფერხებელი ფაქტორის შესახებ, მაგრამ დღესაც აღმოუფხვრელია ეს პრობლემა, რომელმაც კარდინალურად შეცვალა სარეაბილიტაციო სამუაშოების წარმოების გრაფიკი.

კერძოდ ვერ მოხერხდა ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული შემდეგი სამუშაოების წარმოება:

- ლამინირებული პარკეტის ფილის მოწყობა, დასაგები ღრუბელით და პლინტუსებით.
- ხაოიანი კერამიკული ფილების მოწყობა იატაკებზე, პლინტუსების ჩათვლით
- ამის გარდა არსებობს მთელი რიგი შემაფერხებელი ფაქტორები, რომლებიც ითხოვს დაუყოვნებელ, მყისიერ გადაწყვეტას რათა კიდე უფრო არ მოხდეს მეტი დროის ფუჭად კარგვა.
- ლითონის კარების მოწყობა - 3,30მ2 თუმცა არ არის ნაჩვენები სად , რომელ ოთახზე და რომელ ღიობზე უნდა მოეწყოს ეს კარი ( არცერთი არსებული ღიობი არ არის ამ მოცულობის).
- კარ-ფანჯრების ფერდილების საღებავის დაკეჭვნა 94გ/მ, თუმცა არ არის ნანგარიშები ფერდილების დაკეჭვნის შემდგომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების საფეძველზე დაყრდნობით არც შებათქაშების და არც დამუშავება შეღებვისთვის საჭირო ღესურსების განფასება.
- კერამიკული ფილების აყრა იატაკიდან, თუმცა არ არის მოცემული ექვემდებარება თუ არა არსებული იატაკის მოჭიმვა ( სტიაშკა) დემონტაჟს.'' - ვკითხულობთ წერილში.

ამ წერილის საფუძველზე კომპანიამ მოითხოვა ვადის გადაწევა 2021 წლის აგვისტომდე. დღეს უკვე 2023 წლის თებერვალია.

მერიამ ,,მეგა დიზაინს' თანხის მხოლოდ 40% გადაურიცხა. შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე ჯერჯერობით არ ჩამს მიდის თუ არა ,,მეგადიზაინის'' მიმართ სამართლებრივი ღონისძიებების გატარება. რაც შეეხება ,,აღმაშენებელ 2012''-ს, უცნობია, რატომ არ შეასრულა ის სამუშაოები, რასაც ,,მეგა დიზაინი'' წერს, რომ ეს მათი გასაკეთებელი არ იყო, კერძოდ - ნაგვის გატანა.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020