Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
ირინა გელაშვილი - ერთადერთი დეპუტატი ხაშურის საკრებულოში, რომელმაც ინიციატივები წარადგინა
გასული ერთი წლის განმავლობაში ხაშურის საკრებულოში 21 სხდომა ჩატარდა. აქედან ინიციატივები მხოლოდ ერთი დეპუტატმა ირინა გელაშვილი წარადგინა.

ის საკრებულოში წარმოადგენს ფრაქცია ,,ხაშურისთვის'' და არის ,,გახარია საქართველოსთვის'' წარმომადგენელი მუნიციპალიტეტში.

იმ ანგარიშების მიხედვით, რომელიც დეპუტატებმა წლის ბოლოს შეადგინეს, ირკვევა, რომ ირინა გელაშვილის გარდა, ინიციატივები არავის წარუდგენია.

საკრებულოს წევრებმა 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშები გამოაქვეყნეს: მაგალითად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა ნოდარ ლომიძემ, ცოტნე ნოზაძემ და ლევან გამრეკელმა. მათ გრაფაში, სადაც წარდგენილი ინიციატივების შესახებ, ინფორმაცია მოსთხოვეს, ჩაწერეს, რომ ინიციატივები არ ჰქონიათ. ასევე, მიუთითეს, რომ ხაშურის მერიის ყველა პროექტს მხარი დაუჭირეს.

რაც შეეხება სხვა წევრებს. საკრებულოს თავმჯდომარემ ნინო ლიპარტელიანმა წარადგინა არა სპეციალური ფორმა, არამედ ,,ფაუერპონტში'' მომზადებული ანგარიში, სადაც არაა საუბარი ინიციატივებზე.

,,ნაციონალური მოძრაობის'' წევრები ლელა ხარატიშვილი, ეკატერინე პაპუაშვილი, ელენე ნოზაძე, ვახტანგ მურჯიკნელი და გივი ძამანაშვილი აღნიშნავენ, რომ ინიციატივები არ ჰქონიათ, თუმცა მხარი არ დაუჭირეს მერიის ისეთ პროექტებს, როგორიცაა ხელფასების მატება და საკრებულოს თანამდებობის პირთა არჩევის ფარული წესი. ეკატერინე პაპუაშვილმა მიუთითა ისიც, რომ მან მხარი არ დაუჭირა ბილაინის ანტენების განთავსებას.

,,ქართული ოცნების'' სხვა წარმომადგენლები, რომლებმაც ანგარიში გამოაქვეყნეს, არიან: ზაზა სხილაძე, მერაბ ცხოვრებაზე, თათია ბროლიძე, მუხრან ჩადუნელი, მარინე დიდებულიძე, დავით მეტრეველი, ალექსანდრე სიმონიშვილი, მიხეილ ჯანაშვილი, დავით გელაშვილი, ნიკა თიკანაშვილი, მაყვალა მაისურაძე. მათ მხოლოდ ის საკითხები ჩაწერეს, რომ ესწრებიან სოფლის კრებებს და ისმენენ მოსახლეობის პრობლემებს.

რაც შეეხება ირინა გელაშვილს, ის წერს, რომ ხაშურის საკრებულოს წინაშე შემდეგი ინიციატივები წარადგინა: ახალგაზრდული საბჭოს შექმნა, აუტიზმის სპექტრის მქონე მოზარდების დაფინანსების გაზრდა, სურამის გენგეგმის შესაბამისად რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია.

რა არის ინიციატივა? ხაშურის საკრებულოს დებულების მიხედვით, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა საკრებულოს წევრისთვის. ფაქტობრივად, ეს უფლება უთანაბრდება მერიისა და საკრებულოს თავმჯდომარის ფუნქციას, რომელთაც ასევე აქვთ ინიციატივის წარდგენის უფლება. საკრებულოს წევრმა ინიციატივა უნდა წარადგინოს წერილობითი სახით, პროექტის სახით. როგორც დეპუტატების მიერ შედგენილ ანგარიშებით იკვეთება, მსგავსი შესაძლებლობას დეპუტატები, ირინა გელაშვილის გარდა, არ იყენებენ.


იხ. ანგარიშები

 

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020