Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
ვინ ითხოვს მზოვრეთში სავაჭრო ობიექტის ჩადგმას? - ქარელის მერი მღვდლებთან შეხვედრას აპირებს
დიდი გამოხმაურება მოყვა ინფორმაციას, რომელიც ქართლის ამბების ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა მზოვრეთის ციხემდე გზის მოასფალტების შესახებ.

ერთ-ერთმა მოქალაქემ კომენტარებში მიუთითა, რომ სასულიერო პირები გზის მოასფალტებას დიდი ხანია ითხოვენ, თუმცა ქარელის მერია სანაცვლოდ სავაჭრო ჯიხურის ჩადგმას ითხოვდაო.

ამ კომენტარს ქარელის მერი ზაზა გულიაშვილი გამოეხმაურა. იგი მოქალაქეს მოუწოდებს, რომ დაასახელოს კონკრეტული სასულიერი პირი, რომელიც ასე საუბრობს მრევლში:

,,ამ ზაფხულს, მონასტერში მოღვაწე მამებს რომ ვკითხეთ, რატომ არ იყო იქ გზა აქამდე გაკეთებული? გვიპასუხეს, რომ მოითხოვეს თვითონაც, მაგრამ გზის გაკეთების სანაცვლოდ /მერიიდან/ ასეთი პირობები შესთავაზეს, რომ ან თვითონ ტაძარში უნდა, ასე ვთქვათ, ჩაედგათ გასაყიდი ნივთების მაგიდა, ან მანდვე ახლოს სადღაცას სასტუმროს ვარიანტის მშენებლობა უნდა წამოეწყოთ, რა თქმა უნდა ორივე შეთავაზებაზე უარი უთხრეს.. საინტერესოა ახლა რის სანაცვლოდ აკეთებენ მაგ გზას. ვინც ნამყოფია იქ, ეცოდინება, რომ შიგნით საერთოდ არაფრის გაყიდვა არ ხდება, არანაირი საეკლესიო ნივთების, მათ შორის, არც სანთლების, შეგიძლია აიღო რაოდენობა, რაც გჭირდება, მხოლოდ შესაწირის ყუთი დევს და იქაც შენი სურვილით აგდებ თანხას'' - წერს მოქალაქე. მითითებულია სახელი და გვარი.

სწორედ ამ კომენტარს გამოეხმაურა ქარელის მერი ზაზა გულიაშვილი და აღნიშნავს:

,,მამებზე რასაც წერ. რომელმა გითხრა მაინტერესებს. უნდა ავიდე და ეს უნდა წავაკითხო რაც თქვენ მათზე დაწერეთ. რომელ მამაოსთან გქონდათ მაგ საკითხზე საუბარი ??? საუბდუროდ იქ თქვენაერად მოჭორავე ბევრი დადის და ვისგან რა მოისმინეთ ეგ არც მაინტერესებს. რასაც ვკითხულობ იმის პასუხი მომწერეთ. ან დაანებე ამსაკითხზე წერას თავი....'' - აცხაედბს ზაზა გულიაშვილი.

,,ციდან ჩამოფრენილ ამბავს არ ვწერ რაც ჩემი ყურით მოვისმინე ისაა და უკაცრავად ადგილზე დაკითხვას ვერ მოვუწყობდი სასულიერო პირს და გამოძიებას ვერ ჩავატარებდი და ჭორიკანებიც თქვენსკენ მოიკითხეთ'' - პასუხობს მოქალაქე მერს.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020