Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
გიორგი სოსიაშვილს ეროვნული პრემია მიენიჭა მონოგრაფიისთვის - „პატარა ლიახვის ხეობის ისტორია“
გორის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ გიორგი სოსიაშვილს მონოგრაფიისთვის - „პატარა ლიახვის ხეობის ისტორია“ ეროვნული პრემია მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრემია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2021 წლის საგრანტო კონკურსზე წარდგენილი პროექტის ფარგლებში მომზადდა.

„პატარა ლიახვის ხეობის ისტორია“ ენციკლოპედიური ხასიათის ნაშრომია და მკითხველს სრულფასოვან ინფორმაციას აწვდის ხსენებული ხეობის, ისტორიული გეოგრაფიის, პოლიტიკური და ეკონომიკური ისტორიის, მოსახლეობის, მატერიალური ძეგლების და სხვა არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე.

„ნაშრომში გაანალიზებულია პატარა ლიახვის ხეობის, შიდა ქართლის ამ უძველესი ნაწილის ისტორიული წარსული. მასში კარგად არის ასახული პატარა ლიახვის ხეობის მნიშვნელობა შუა საუკუნეების საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ავტორი მრავლად იყენებს კვლევისთვის აუცილებელ როგორც ქართულ, ასევე უცხოენოვან დოკუმენტურ წყაროებს, მემუარულ და სამეცნიერო ლიტერატურას, პერიოდიკას.''

,,წიგნის მნიშვნელოვანი ნაწილი დათმობილი აქვს ისტორიული გეოგრაფიის მიმოხილვას, სადაც პატარა ლიახვის ხეობის გეოგრაფიული მხარეების ისტორიის დეტალური ანალიზი არის გაკეთებული. კარგად არის წარმოჩენილი მხარის ონომასტიკონი, გაკეთებულია მისი მეცნიერული ანალიზი. ავტორს შესწავლილი აქვს ხეობის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის და მიგრაციის თემა. ასევე, მისი მიზეზები და შედეგები.''

''ნაშრომში ერთი თავი ეძღვნება ხეობის არქეოლოგიურ მასალას, რაც ადგილზე ადამიანის ცხოვრების ინტენსიური კვალს ადასტურებს. მონოგრაფიაში ვრცლად არის მიმოხილული საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნის, პატარა ლიახვის ხეობის მის შემადგენლობაში შეყვანის ისტორია და ამასთან დაკავშირებთ მოსახლეობის პროტესტის საკითხი.''

''მონოგრაფიას ღირსებას მატებს დანართის სახით არსებული პატარა ლიახვის ხეობის სიძველეების, საკულტო და საფორტიფიკაციო ნაგებობებისა და იქ არსებული ლაპიდარული და ფრესკული წარწერების ანოტაციები და ფოტოები.''
'
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ გიორგი სოსიაშვილის ორენოვანი მონოგრაფიის სახით ქართულ ისტორიოგრაფიას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და საფუძვლიანი გამოკვლევა შეემატა. წიგნი სპეციალისტთა გარდა, ისტორიის მასწავლებლებს, პოლიტიკოსებს, სტუდენტებს და ფართო საზოგადოებასაც დააინტერესებს, მისი ინგლისური თარგმანი კი, საქართველოს ამ ძირძველ კუთხეს უცხოელ მკითხველსაც გააცნობს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020