Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
,,ჩვენი ფორმების დანახვაზე ძაღლები იწევენ'' - ჩივიან გორის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები
გორის კეთილოწყობის სამსახურის თანამშრომლები აცხადებენ, რომ მიუსაფარი ცხოველები მათ მიმართ აგრესიულები არიან.

ამის შესახებ ერთ-ერთმა თანამშრომლებმა წერილობით მოგვმართა და შეგვატყობინა, რომ მათ თანამშრომელს ქალაქის ცენტრში ძაღლმა უკბინა:

,,ქალაქი სავსეა უპატრონო ძაღლებით, ხალხზე იწევენ, იქნებ მიეხედოს მაგ ამბავს. მესამე სკოლასთან ვერ გაივლი, ვერც კარფურთან. ყველგან ერთი და იგივე სიტუაციაა. ზოგადად ქალაქში ვერ გაივლი. თან თუ ფორმა გაცვია, მით უმეტეს. ჩემები ფორმებით არიან ხოლმე, ყველანაირ ფორმაზე იწევენ, გამწვანების ფორმებზეც. საშიშია ქალაქში გასვლა, მით უმეტეს, ღამით'' - გვაცნობა კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელმა.

ცხოველთა დამცველების განმარტებით, ერთი მიზეზი, რატომაც მიუსაფარ ძაღლებს კონფლიქტი აქვთ კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელთა ფორმებზე, არის ის, რომ მსგავსი ფორმები აცვიათ ააიპ ,,შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა სააგენტოს'' თანამშრომლებს, რომლებიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მიუსაფარი ძაღლების დაჭერით, მათი სტერილიზაცია/ კასტრაციით არიან დაკავებულნი.

მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ცხოველების დახოცვა არ არის მათი პრიორიტეტი, კერძოდ, მიუსაფარი ძაღლების გამრავლების შემცირება უნდა მოხდეს ჰუმანური გზით:

,,ჰუმანური გზით გამრავლების შესაძლებლობის შეწყვეტა ცხოველისთვის სასარგებლოა, რადგან კასტრაცია და სტერილიზაცია პოზიტიურად ცვლის ცხოველის ქცევას - მცირდება აგრესია და ტერიტორიის მონიშვნის სურვილი; ჰუმანური გზით მცირდება ქუჩის ცხოველების რაოდენობა.- აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ მაქსიმალურად ყურადღება მიაქციონ ისეთ შემთხვევებს, როდესაც ადგილი აქვს მიუსაფარი ცხოველების უკანონო გამრავლების შესაძლებლობას.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020