Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
,,ეს რაღაც უბადრუკი კანონპროექტი'' - ქარელის რესურსცენტრის ხელმძღვანელი
ქარელის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი გიორგი კობახიძე იმ კანონპროექტს ეხმარება, რომელიც საქართველოს პარლამენტშია ინიცირებული.

საუბარი ეხება უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს. გიორგი კობახიძის თქმით, ჩანს, რომ ,,უბადრუკი კანონპროექტი'' დასავლეთის დახმარების წინააღმდეგაა მიმართული:

,,მე არ ვიცი, რანაირია ამერიკული კანონი, რომლის გადმოთარგმნასაც ეს ხალხი აპირებს, ან რა წერია იმ კანონპროექტში, რაც უკვე დაწერეს, მაგრამ მე ვიცი, აქ რა ხდება, ჩვენს ქვეყანაში და აქ ხდება ის, რომ მთელი ქვეყნის განვითარება, ამ წუთში, დამოკიდებულია დასავლურ ფულზე.''

,,როცა ვიღაც განათლების რეფორმებს გიფინანსებს, სკოლებს გიშენებს და გირემონტებს, ჯარს გიწვრთნის, სამოქალაქო საზოგადოებას გივითარებს, ეკონომიკურ პროექტებს გიფინანსებს და კიდევ უამრავ სიკეთეს გიკეთებს, რის ჩამოთვლაც აქ შორს წაგვიყვანს, მაგას გავლენა კი არა, დახმარება ჰქვია.''

,,...და რამდენადაც, ხსენება რო არ მინდა, ის ქვეყანა არც არაფერს გაძლევს და არც არაფერს გივითარებს, ეს რაღაცა უბადრუკი კანონპროექტი სწორედ დასავლეთის დახმარების (და არა - გავლენის) წინააღმდეგ მიმართული გამოდის.''

,,...და თუ ვინმეს გავლენის წინააღმდეგ გვაქვს ეხლა საბრძოლველი, სწორედ რუსული გავლენაა და არა - დასავლური.'' - წერს გიორგი კობახიძე.

-----------------------------

კანონპროექტის მიხედვით, ნებისმიერი მედიასაშუალება თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური დაფინანსებაა, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურ ფრაქციებს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ "ხალხის ძალის" ინიციირებულ კანონპროექტს, რომელიც დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს აიძულებს, დარეგისტრირდნენ "უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების" რეესტრში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ კანონი ქვეყანაში ჩაახშობს დამოუკიდებელ ხმას. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020