Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
გიორგი ერისთავის სასახლის მარანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
გიორგი ერისთავის სასახლის მარანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. თანხა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ გამოყო.

ერისთავების სასახლე მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის განაპირას, მდ. ქსნის მარცხენა ნაპირზე. სასახლის აგების ზუსტი თარიღი არაა ცნობილი. სავარაუდოდ, ბიოგრაფიული მონაცემების და სტილისტური ანალიზით, თარიღდება XIX საუკუნის დასაწყისით.

ამ სახლში დაიბადა და პერიოდულად ცხოვრობდა მწერალი და დრამატურგი გიორგი ერისთავი (1811-1864). საქართველოს გასაბჭოების შემდეგ სასახლემ დაკარგა თავდაპირველი ფუნქცია, რამაც გამოიწვია მისი მრავალმხივი გადაკეთება.



1958 წლიდან სასახლეში ფუნქციონირებს გიორგისა და მისი შვილის, დავით ერისთავების სახლ-მუზეუმი.  მუზეუმი, ახალგორის საოკუპაციო საზღვრიდან 500 მეტრში მდებარეობს.



საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ცნობით, შენობას დაკარგული აქვს პირვანდელი იერსახე, რაშიც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 1970-იან წლებში „ცეკავშირის“ სამმართველოს მიერ, არასრული საპროექტო დოკუმენტაციით ჩატარებულმა სარესტავრაციო სამუშაოებმა.

ჯერ კიდევ 1990 წელს სპეც. სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმოო გაერთიანების საპროექტო ბიუროს მიერ დამუშავებული სასახლის სრული რესტავრაციის მუშა პროექტის მიხედვით ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოების მხოლოდ ნაწილი.


ფოტოზე: სასახლე რეაბილიტაციამდე

2016 წელს განხორციელდა ერისთავების სასახლის რეაბილიტაციის I ეტაპი, რომელიც მოიცავდა გადაუდებლად აუცილებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს: სასახლის ჩრდილო-აღმოსავლეთი აივნების, პატარა მარნის გადახურვის და მთელი სასახლის გადახურვის საფარის რეაბილიტაციას.
გადახურვაზე არსებული თუნუქის საფარის შეკეთება, ანტიკოროზიული მასალით დაფარვა და მასზე კრამიტის (მარსელის მეორადი გამოყენების) მოწყობა აპრობირებული მეთოდით.

რეაბილიტაციის II და III ეტაპზე მოხდა ოთხივე ფასადის რეაბილიტაცია, კარ- ფანჯრის გამოცვლა, სარინელისა და აივნების აღდგენა და მოწყობა, ცენტრალური კიბის რესტავრაცია, სარდაფის დონეზე სვეტებს შორის წყობის მოხსნა, სარდაფის სართულის ღია დერეფნის გასუფთავება და დაზიანებული აგურის იატაკის მოწყობა, სარდაფის სართულზე არსებული გალერიის კეთილმოწყობა და გასუფთავება.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020