Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
Მიმართვა მაჟორიტარ-დეპუტატ ზაალ დუგლაძეს და პარლამენტის წევრ ირაკლი მეზურნიშვილს შიდა ქართლიდან
Მიმართვა მაჟორიტარ-დეპუტატ ზაალ დუგლაძეს და პარლამენტის წევრ ირაკლი მეზურნიშვილს შიდა ქართლიდან

,,ჩვენ, განცხადებაზე ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ინიცირებულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ და ვგმობთ მის წინასწარ გაცხადებულ მიზნებს.

ბატონო ზაალ, ბატონო ირაკლი, ამჟამად თქვენ წარმოადგენთ შიდა ქართლის მოსახლეობის ხმას საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში. შესაბამისად, კანონპროექტის განხილვისას უდიდესი პასუხისმგებლობა გეკისრებათ ადგილობრივი მოქალაქეების წინაშე. მათ შორის იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც 2008 წელს, სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ჩვენი რეგიონი და დღემდე, მცოცავი ოკუპაციის პირობებში, პატრიოტული სულისკვეთებით აგრძელებს ცხოვრებას რუსეთის ჯარის პირისპის. Ნუ დაივიწყებთ, რომ Სწორედ ეს ოჯახები წარმოადგენენ იმ უცხოური გრანტებით მხარდაჭერილი პროექტების ძირითად მონაწილეებს, რომელთა მიზანი ამ ხალხის გაძლიერება, მხარდაჭერა და განვითარებაა.

სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციები უდიდესი ძალისხმევით ცდილობენ ქალების, ახალგაზრდების და ომის დროს დაზარალებული ოჯახების მხარდაჭერას. თავად ხართ მომსწრე, რამდენი მნიშვნელოვანი პრობლემა გადაიჭრა რეგიონში სწორედ ევროკავშირის თუ აშშ-ს-სგან მიღებული მხარდაჭერით, რამდენმა ახალგაზრდამ შეძლო ომისგან მიღებული სტრესისა და ტრავმის ფონზე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სწავლის გაგრძელება და წარმატებული კარიერის მოწყობა. რამდენმა მეწარმემ აღმოაჩინა და დაიმკვიდრა საკუთარი თავი ბიზნესში, სწორედ დასავლეთის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში. Საქართველოში სწორედ ევროკავშირი უწყობს ხელს სადამკვირვებლო მისიით, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას.

ყველა აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მოგიწოდებთ დაფიქრდეთ და გააანალიზოთ, რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენი პოლიტიკური გუნდის საერთო გადაწყვეტილება "რუსული ნარატივებით გაჯერებული კანონპროექტის" დამტკიცების შესახებ, თუ იმ თაობის ღირსეული მომავალის შექმნაში მონაწილეობა, რომელთა ოჯახის წევრებმა თავი სწორედ ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებისთვის ბრძოლას შეწირეს.

არ იფიქროთ, რომ ეს “კანონი” მხოლოდ სამოქლაქო საზოგადოების მუშაობას შეზღუდავს. ის შეგეხებათ თქვენც და თქვენს ბევრ ახლობელს. მათ შორის "დუგლაძეების ღვინის კომპანიასაც", რომელიც თავს ევროპაში პროდუქტის ექსპორტით იწონებს.

მოგიწოდებთ, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და გადამწყვეტ მომენტში დადგეთ ქვეყნის გადარჩენის, თავისუფლების, განვითარებული მომავლის დასაცავად და მხარი არ დაუჭიროთ იმ კანონპროექტს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის წინაშე დიდი ამაგის მქონე სექტორის განადგურება უნდა.''


“გორის სათემო რადიო მოზაიკა”, mozaikanews.ge
“Ქართული მედია ჯგუფი”, metalab.ge, Feminism.ge
Ნეო ტვ / NeoTv.ge
ტვ მონიტორინგი
Ქართლის ამბები * Qartli.ge
ქალი და განვითარება
Საინიციატივო ჯგუფი “მარო”
EECMD-ის გორის დემოკრატიის სკოლა
ახალგაზრდა ფემინისტები
გორელ ფოტოგრაფთა კლუბი
„Საზოგადოება ბილიკი“
Სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი გორის ფილიალი
Ახლაგაზრდული მუშაკი
კომლი
ახალგაზრდა ფემინისტები
გორელ ფოტოგრაფთა კლუბი
„Საზოგადოება ბილიკი“
Სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, გორის ფილიალი
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) გორის ოფისი
კომლი

მოქალაქეები:

Ხატია მუმლაძე
ანი ჯიოშვილი
ლანდა ბირთველიშვილი
Შორენა ბიჭიკაშვილი
Სოსო მჭედლიშვილი
Რუსუდან ბუზიაშვილი
Ნიკა გაბლიშვილი
შოთიკო სადაღაშვილი
თეონა ფანქველაშვილი
კახაბერ ქარელიძე
Მარინე მღებრიშვილი
დარეჯან მურადაშვილი
კატო ქოთოლაშვილი
თამარ ედიშერაშვილი
Მარტა ბიბილაშვილი
Მარიამ გოგავა
ლადო ბიჭაშვილი
ნინო ბიბილეიშვილი
თეა თედლიაშვილი
ნინო დალაქიშვილი
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020