Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
,,გაზით სუნთქვა შეგვიხუთეთ, თავისუფლება - ვერა!'' - ვარიანელი ახალგაზრდა
,,გაზით სუნთქვა შეგვიხუთეთ, თავისუფლება - ვერა!'' - ამ შინაარსის წარწერით შეხვდა ვარიანელი ახალგაზრდა დღეს პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით რუსული კანონპროექტის ჩაგდებას.

თემო კერესელიძე სოფელ ვარიანიდანაა. მან ვარიანის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკოლა დაამთავრდა, შემდეგ - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

2023 წლის 7 მარტიდან დღემდე არც ერთი საპროტესტო აქცია არ გამოუტოვებია.

სოციალურ ქსელში პოსტიც კი გამოაქვეყნა:

,,თავისუფლების ძებნაში მყოფ ახალგაზრდებზე ვერასდროს გაიმარჯვებენ მონობაში გადიდკაცებული კობახიძეები!

ჩემთვის ყველაზე მთავარი ამ დღეების ისტორიაში არის ის, რომ ქართველმა ხალხმა დაინახა საკუთარი ძალა. გავიაზრეთ, რომ ჩვენს ხმას ვერ ჩაახშობს ვერც ერთი პოლიტიკოსი. მე თუ მკითხავთ, მთავარი მონაპოვარი ახლა სწორედ ესაა! - რომ ვერც ერთი მთავრობა ვეღარ გაგვარტყამს სილას სახეში, ვეღარ მოგვატყუებს, ვეღარ გადაგვაგდებს!

თუ ყაველაშვილების უწიგნურობა აქამდე მიგვიყვანდა, მაშინ თითოეული წყლის წვეთი და თითოეული ცრემლსადენი გაზი - ამად ღირდა!

ეს გაიაზრა იმ ათასობით ადამიანმა, რომელიც უჰაერობით სავსე რუსთაველზე ღობე-ღობე გვარბენინეთ.

შეხედეთ რა ხალხი იდგა პარლამენტის წინ!

დაგვშლიდნენ, ცრემლებს გვადენინებდნენ, გაზს გვაყლაპებდნენ, დილით ვიღვიძებდით, (მგონი არც გვეძინა) სამსახურებში მივდიოდით და საღამოს ისევ მანდ ვიდექით!

ამიტომ მოვიგეთ ეს ბრძოლა!

ამიტომ აქვს აზრი პროტესტს!

ამიტომ დაიბრუნებს ეს ქვეყანა ღირსებას!

და დიახ!

გავჯავრდით და გავნაწყენდით,
ხმამყივარი შევიქენი,
სხვისი არავისი არის
ეს ქვეყანა
ა რ ი ს ჩ ვ ე ნ ი !'' - წერს თემო კერესელიძე.

----
დღეს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით უყარა კენჭი და ჩააგდო. კენჭისყრის შედეგებით, ერთი მომხრე და 35 წინააღმდეგი იყო.

მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.

პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.
"ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020